ფორექსის ბაზრის მონაწილეები

სანამ დავიწყებთ მუშაობას ფორექსზე, უნდა ვიცოდეთ რა პოზიციაზე დგას ინტერნეტ-ტრეიდერი და რა სახით შევდივართ ფულის მიმოქცევის საერთაშორისო სისტემაში. ფორექსის ბაზრის მონაწილეების შესახებ ინფორმაციის ფლობა, აგრეთვე იმის ცოდნა თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ბაზარზე, საშუალებას მოგვცემს გავიგოთ რაზეა დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნების ვალუტების კურსი.

ბაზრის მონაწილეთა ურთიერთქმედების სქემა წარმოდგენილია სურათზე:

ფორექსის ბაზრის მონაწილეები

საბროკერო ფირმები საერთაშორისო სავალუტო ბაზრის ძირითადი შემადგენლები არიან. ზოგიერთ ლიტერატურაში მათ საბროკერო სახლებს უწოდებენ. საბროკერო ფირმა ერთგვარი შუამავალია ფორექსის ბაზრის მსხვილ წარმომადგენლებს შორის.

კომერციული ბანკები - ფორექსის ბაზრის ძირითადი მონაწილეები არიან. მათ აქვთ უფლება განახორციელონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, როგორც საკუთარი სახელით ასევე თავიანთი კლიენტების სახელით, რომლებსაც ბანკისთვის მინდობილი აქვთ თავიანთი აქტივები. შეთანხმებები შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ სხვა კომერციულ ბანკთან, რომლებთანაც კონსენსუსი კოტირებების შესახებ მიღწეულია. ესეთი ოპერაციები შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც შუამავლების გარეშე ასევე შუამავლების მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში შუამავლის როლში გამოდიან საბროკერო ფირმები.

ურთიერთქმედების სქემა შემდეგია: ბანკი თავისი დილერების მეშვეობით ამყარებს კავშირს საბროკერო სახლთან საჭირო რაოდენობის ვალუტის შესყიდვის მიზნით და იღებს ინფორმაციას თუ რა პირობებით ახორციელებენ ამგვარ ოპერაციებს სხვა ბანკები. ოპერაციები ხორციელდება საბროკერო ფირმების შუამავლობით იმ შემთხვევაში თუ გარიგებაში მონაწილე ორივე ბანკი თანახმა არის შეთავაზებულ პირობებზე. ბროკერის შემოსავალი კი ფორმირდება შესრულებული ოპერაციის საპროცენტო მოგებიდან (საკომისიო). ვალუტების რეალური კურსებს აყალიბებენ სწორედ საბროკერო სახლები, რაც მათ სავალუტო ბაზრის საკვანძო მონაწილეებად ხდის.

სავალუტო ბაზრის არანაკლები მნიშვნელობის მონაწილეები არიან არაკომერციული ბანკები - სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური (იგივე ეროვნული, ნაციონალური) ბანკები. მათი მიზანი არ არის მოგების მიღება, ისინი გამოდიან ერთგვარ საპირწონეს როლში საკუთარი ქვეყნების ვალუტის კურსისა და ეკონომიკური მდგომარეობის კორექტირებისათვის. უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო ბანკები მოქმედებენ შუამავლების - კომერციული ბანკების მეშვეობით (ამგვარი ფაქტები რა თქმა უნდა არ საჯაროვდება). ცნობილია აგრეთვე რამდენიმე სახელმწიფოს მიერ საბანკო კონფედერაციის შექმნის ფაქტებიც.

ყველა ზემოთხსენებული სუბიექტები არიან ფორექსის ბაზრის აქტიური წევრები. სხვადასხვა ფულადი ოპერაციების განხორციელებასთან ერთად, მათ შეაქვთ თავიანთი წვლილი სავალუტო ბაზარზე, საკუთარი კოტირებების შეთავაზებისა და დაწესების გზით. ოპერაციები, რომლებსაც ბაზრის აქტიური წარმომადგენლები ანხორციელებენ განისაზღვრება ათეული მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და ამაში ისინი მარჯინალურ ვაჭრობას არ გამოიყენებენ (ამ თემის შესახებ ვისაუბრებთ სხვა სტატიაში). ამგვარ ქმედით და აქტიურ მონაწილეებს ასევე უწოდებენ მარკეტმეიკერებს (ინგლისურიდან:. market makers - ბაზრის წევრი). მაგრამ ფორექსის ბაზარზე არიან აგრეთვე პასიური მონაწილეები. ისინი არ აწესებენ ფასებს, ისინი ახორციელებენ მხოლოდ სავაჭრო ოპერაციებს მარკეტმეიკერების მიერ დაწესებული ფასებით.

ფორექსის ბაზრის პასიურ წარმომადგენლებს მიეკუთვნებიან საინვესტიციო ფონდები. პასიური მონაწილეები აბანდებენ საკუთარ სახსრებს სახელმწიფო ობლიგაციებში და სხვადასხვა ქვეყნების მსხვილი კორპორაციების ფასიან ქაღალდებში.

ამ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი მონაწილეა ფონდი "Quantum" - საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთ-ერთი მფლობელია ჩვენთვის კარგად ცნობილი George Soros (ჯორჯ სოროსი). ამ ფონდების მფლობელობაშია ასეული მილიონობით აშშ დოლარის თანხები, ასევე მათ შეუძლიათ მოიზიდონ დიდი ოდენობის საკრედიტო თანხებიც.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ჩანს,  რომ საინვესტიცო ფონდებს, რომლებიც დიდ კაპიტალს ფლობენ, შესწევთ ძალა სერიოზული კონკურენცია გაუწიონ სავალუტო და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ზოგიერთი ქვეყნების სახელმწიფო ბანკებს.

მსხვილი კომპანიები, რომლებიც რაიმე პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის ოპერაციებს ახორციელებენ, ანუ ახორციელებენ ფულად-სასაქონლო საერთაშორისო ოპერაციებს -  ასევე წარმოადგენენ ფორექსის ბაზრის პასიურ მონაწილეებს.

თუ რაიმე ფირმა ახორციელებს საქონლის იმპორტს უცხოეთიდან და ამისთვის იყენებს უცხოურ ვალუტას, საჭირო ფულადი სახსრები მან უნდა შეიძინოს კონტრაქტის გაფორმებამდე. და თუ კონტრაქტი საექსპორტოა, ანუ საქონელი იყიდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამ შემთხვევაშიც გამოიყენება უცხოური ვალუტა, მაშინ მათი კონვერტირება საჭირო გახდება კონტრაქტის პირობების შესრულების შემდეგ. ასეთი ფულადი ურთიერთობები ძირითადად ხორციელდება კომერციული ბანკების მეშვეობით.

საერთაორისო კორპორაციები, რომელთაც აქვთ საკუთარი ფილიალები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, ასევე წარმოადგენენ ფორექსის ბაზრის პასიურ მონაწილეებს. აქაც შუამავლის როლს თამაშობენ კომერციული ბანკები, რომლებიც ვალუტის კონვერსიის გზით ახორციელებენ ფულადი სახსრების გადარიცხვას სატელიტებისგან კომპანიების სათაო ოფისებში.

და ბოლოს განვიხილოთ ინტერნეტ ტრეიდერების როლი ფორექსის საერთაშორისო ბაზარზე. იმისათვის რომ დავდოთ სავაჭრო შეთანხმებები და კონტრაქტები საბროკერო ორგანიზაციების მეშვეობით, საჭიროა გვქონდეს მინიმალური კაპიტალი 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. უმრავლეს შემთხვევაში ინტერნეტ ტრეიდერები ასეთ თანხებს არ ფლობენ. ინტერნეტ ტრეიდერებს შეუძლიათ ყიდვა-გაყიდვის სავალუტო ოპერაციები განახორციელონ კომერციული ბანკების მეშვეობით, მაგრამ ასეთ პირობებში სპეკულანტობა (სპეკულაციური მოგების მიღება) შეუძლებელია. კომერციული ბანკების სავალუტო კურსების დიდი განსხვავების გამო, რომელთა ცვლილება ხდება 24 საათში ერთხელ, სავაჭრო გარიგებებიდან შემოსავლის მიღება ძალიან რთულია. ბაზარზე ასეთი სიტუაციის წარმოქმნისთანავე, კერძო ტრეიდერების მომსახურეობისთვის გაჩნდნენ ე.წ. საცალო ტიპის საბროკერო სახლები (საკომისიო სახლები). მარჯინალური ვაჭრობის წესების გამოყენებით, ინტერნეტ ტრეიდერს აქვს შესაძლებლობა ვაჭრობისას ათეულ  ჯერ და ასეულ ჯერ გაზარდოს თავისი, თუნდაც ძალზე მცირე კაპიტალი და ამავდროულად გარისკოს მხოლოდ ამ თავისი კაპიტალით.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე საბროკერო ორგანიზაციები გარდაიქმნენ სადილინგო ცენტრებად და შეუძლიათ შესთავაზონ და გაუწიონ თავისი მომსახურება ნებისმიერ ადამიანს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. აბსოლუტირად ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გააჩნია გარკვეული თანხა შეუძლია ივაჭროს ფორექსის სავალუტო ბაზარზე. მაგრამ გირჩევთ არ იჩქაროთ. ჯერ წაიკითხეთ საიტზე გამოქვეყნებული სტატიები და ისწავლეთ ფორექსი , შეიძინეთ გამოცდილება და ამის შემდეგ ივაჭრეთ და მიიღეთ შემოსავალი და სიამოვნება ფორექსისაგან.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top