პროპორციული საპირისპირო ქოლ სპრედი (Call Ratio Backspread)

პროპორციული საპირისპირო ქოლ სპრედი (Call Ratio Backspread)

პროპორციული საპირისპირო ქოლ სპრედი (Call Ratio Backspread) სტრატეგია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ველოდებით საბაზო აქტივის ფასის როგორც ვარდნას, ასევე დიდ ზრდას.

სტრატეგიის არსის მიხედვით, ვყიდით ძვირ ქოლ ოფციონს და ვყიდულობთ ორ ქოლ ოფციონს, რომელთაც უფრო მაღალი სტრაიკ ფასი აქვთ. ანუ, ძვირადღირებული ოფციონის გაყიდვით მიღებული თანხით, ვყიდულობთ რამდენიმე უფრო იაფ ოფციონს.

პროპორციული საპირისპირო ქოლ სპრედი (Call Ratio Backspread) – გრაფიკული მაგალთი

პროპორციული საპირისპირო ქოლ სპრედი (Call Ratio Backspread)

გავყიდეთ ძვირი ოფციონის ტრაიკით 40 000 პე და ვიყიდეთ ორი იაფი ქოლ ოფციონი სტრაიკით 50 000 პე. ამ გზით მივიღეთ მოგება 5 445 – 2 * 1 660 = 2 125 პე-ს ოდენობით.

როდესაც ფასი მიაღწევს 40 000 პე-ს, საბაზო აქტივს გაყიდული ქოლი გადაჰყავს მდგომარეობაში “ფულიანი ოფციონი” და იწყება პრემიის თანდათანობითი შემცირება. ხოლო დონეზე 40 000 + 2 125 = 42 125 პე, იწყება წაგება. მაქსიმალური წაგების დონე იქნება წერტილში 50 000 პე (ნაყიდი ქოლების სტრაიკ ფასი), რადგან ქოლ ოფციონი, რომელიც გავყიდეთ, არის მდგომარეობაში “ფულიანი ოფციონი”, ხოლო ნაყიდ ოფციონებს ჯერ არ დაუწყიათ მოგების მოტანა. ეს ზარალი იქნება 7 875 პე და გამოითვლება როგორც ნაყიდი და გაყიდული ოფციონების სტრაიკ ფასებისა და ჯამური პრემიების სხვაობა (50 000 – 40 000 – 2 125 = 7 875 პე).

მაშინ როცა, საბაზო აქტივის ფასი განაგრძობს შემდგომ ზრდას, ნაყიდი ქოლ ოფციონები გადადიან მოგებაში. ამ სტრატეგიის უზარალობის წერტილი არის 50 000 + 7 875 = 57 875 პე და ყველა წერტილი, რომელიც მის ზემოთაა აგენერირებს შეუზღუდავ მოგებას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …