ფორექს კალენდარი

სტატიაში წარმოდგენილია ტრეიდერებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეების კალენდარი, რომლებიც წარმოადგენენ ვალუტის მამოძრავებელ ერთგვარ გენერატორს. ამ სიახლეების გათვალისწინება ტრეიდერს საშუალებას აძლევს:

  • სწორად დაგეგმოს ორდერის გახსნის დრო;
  • სიახლეების მოახლოვებასთან დაკავშირებით გახსნილი ორდერი დროულად გადაიყვანოს უზარალობის პოზიციაზე;
  • ორდერის გახსნისას გაითვალისწინოს სტოპ-ლოსის სიდიდე, რათა ეკონომიკური სიახლეების პუბლიკაციისას გამოწვეულმა ბაზრის რყევამ შემთხვევით არ გამოიწვის სტოპ-ლოსის ამოქმედება;
  • ფუნდამენტალურ სიახლეებზე მოვაჭრე ტრეიდერებს დროულად მიაწოდოს ეკონომიკური სიახლის გამოქვეყნების ზუსტი დრო, რათა მათ წინასწარ დაგეგმონ პოზიციის გახსნის სტრატეგია.

 

Экономический онлайн-календарь от Investing.com Россия, ფინანსური პორტალი

 

ფორექსის ეკონომიკური კალენდარი შესაძლებლობას გაძლევთ გაიგოთ ეკონომიკური სიახლეების გამოქვეყნების დრო, აგრეთვე დაინახოთ ესა თუ ის მოვლენა როგორ გავლენას მოახდენს ვალუტის კურსზე და რა სიძლიერის იქნება ეს გავლენა.

კალენდარს აქვს შემდეგი ფუნქციები:

  • დრო – სიახლეების გამოქვეყნების დრო, თქვენთვის სასურველი დროის სარტყელის მიხედვით;
  • ვალუტა – რომელ ვალუტაზე იქონიებს სიახლე უფრო მეტ გავლენას;
  • მნიშვნელობა – განსაზღვრავს გავლენის ხარისხს გამოსახულია ხარის თავების მსგავსი მცირე ზომის სურათებით;
  • ინდექსი – მოვლენის/სიახლის სახელწოდება;
  • ფაქტობრივი გავლენა კურსზე – სიახლის გამოქვეყნების შემდეგ ვალუტის სავარაუდო მოძრაობა ამა თუ იმ მიმართულებით;
  • პროგნოზი – მოსალოდნელი მოვლენისთვის (ინდექსების ცვლილებების მაჩვენებელი);
  • წინა მაჩვენებელი – წინა ინდექსის მაჩვენებელი;
  • "+" – მასზე დაჭერის შემდეგ თქვენ დაინახავთ საჭირო ინდექსის ვრცელ განმარტებას.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრაცია, რის მეშვეობითაც შეძლებთ ფორექს-სიახლეების არჩევას ვალუტების მიხედვით USD, EUR, CHF, JPY, CAD, GBP, AUD, NZD. შეგიძლიათ აირჩიოთ საჭირო თარიღი, დროის სარტყელი და სიახლეებს მნიშვნელობა. გიჩევთ აირჩიოთ ის სიახლეები, რომლებიც მაქსიმალურად მნიშვნელოვანია (2 ან 3 "ხარის თავი")

აღნიშნული ინსტრუმენტი ფართოდ გამოიყენება ფორექსის სიახლეებზე ვაჭრობის დროს. ინსტრუმენტის წარმატებულად გამოყენებისთვის საჭიროა საკმაოდ სწორად შეაფასოთ ამა თუ იმ მოვლენის/სიახლის გავლენა კონკრეტულ ვალუტაზე. ორდერი უნდა გახსნათ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინახავთ ვალუტის ფასის მოძრაობას.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    gvanca - თუ გაქვთ გახსნილი 3 ლოტი უნდა დახუროთ 1, ან 2 ლოტი და დარჩენილს მისცეთ ზრდის საშუალება

    Short URL:
  • gvanca

    დიდი მადლობა!სიახლეებზე ვაჭრობისას,ბაზრის რყევებმა სტოპ-ლოსის შემთხვევითი ამოქმედება რომ არ გამოიწვიოს,ორდერის გახსნისას,სტოპ-ლოსის დასაშვები სიდიდე რამდენია ამ შემთხვევაში?

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    gvanca - სტოპ ლოსის განთავსება, როგორც წესი ხდება ლოკალურ მინიმუმზე ან მაქსიმუმზე + მხარდაჭერის ან წინააღმდეგბის დონეზე (ორდერის მიმართულებიდან გამომდინარე). სხვა უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იქნას სავალუტო წყვილის ვოლატილობა

    Short URL:
  • akaki

    გთხოვთ მიპასუხოთ, რა განსხვავებაა ბინარულ ოფციონებსა და ჩვეულებრივ სხვა ბროკერებს შორის?

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    akaki - განსხვავებაა ვაჭრობის სისტემებში. ბინარული ოფცონები არის ვაჭრობის ერთი ტიპის სისტემა, ფორექსი არის განსხვავებული ტიპის სისტემა. ბროკერს შესაძებელია ჰქონდეს ბინარული ოფციონებით და ფორექსით ვაჭრობის სპეციფიკაცია კომპლექსში, ან შესაძლებელია ჰქონდეთ მხოლოდ ოფციონებით, ან მხოლოდ ფორექსით ვაჭრობის სპეციფიკაცია.

    Short URL:
  • akaki

    გამარჯობათ ბატონო ლევან, თუ გაქვთ ინფორმაცია, ადმირალ მარკეტსი საქართველოდან რატომ გავიდა? მადლობა წინასწარ

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    akaki - იმიტომ გავიდა მსოფლიო დონის ბროკერი ადმირალმარკეტსი საქართველოდან რომ ეს საქართველოა და აქ ქართველები მუშაობენ სხვადასხვა დაწესებულებებში შესაბამისი ქართული მორალითა და კვალიფიკაციით + ბაზარია მიზერულია და დაკომპლექსებული + სინათლე გაითიშა 25 წლის წინ და დღემდე არ ჩართულა. იმედია ქვეტექსტს თავად მიხვდებით

    Short URL:
  • მამუკა

    გამარჯობათ ბატონო ლევან. ხომ ხართ კარგად! :) ადმირალი გავიდა მაგრამ აკაკის მინდა უთხრა თუ ვაჭობდი მანდ მიწერე www.admiralmarkets.com -ზე კონტაქტებში მეილზე და აღგიდგენენ ანგარიშს უბრალოდ ახალ პაროლს გამოგიგზავნიან. მე აღმიდგინეს მასე. წარმატებები წინასწარ :)

    Short URL:
  • akaki

    დიახ ბატონო ლევან...სამწუხაროდ მასეა....მამუკას მინდა ვთხოვო, ეგებ დამიტოვოთ საკონტაქტო ტელე, ვრცდად მაინტერესებს თქვენთან საუბარი ადმირალ მარკეტსის შესახებ...ადრე მანდ დემოზე ვვაჭრობდი

    Short URL:
  • ramaz

    უკცრავად! მოცემული კალენდარი არის რუსულ ენოვანი და ტერმინოლოგიას ვიცნობთ ინგლისურად.... ხომ არ არის შესაძლებელი კალენდარის ინგლისურ ვერსიაზე გადაყვანა, ან თუ არის სადმე ხელმისაწვდომი აღნიშნული რუსული ტერმინოლოგიის ინგლისურთან შესაბამისობა(თარგმანი ტექნიკურად ზუსტ დონეზე)? რათა კალენდარის ფილტრით ადვილად შევძლოთ მოვლენის პოვნა.
    გმადლობთ!

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    ramaz - პერსონალურად თქვენთვის :) :) ინგლისურენოვანი ვერსია ფორექს კალენდარი (ENG)

    Short URL:
  • ramaz

    :) :) :)... ბატონო ლევან ძნელია პედაგოგობა... რამდენ კითხვაზე გიწევს პასუხის გაცემა რომელიც თურმე ცხვირ წინ მაქვს... მადლობა... :) :) :)

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top