ტაიმფრეიმი ფორექსზე

ფორექსზე ვაჭრობისას ოპტიმალური ტაიმფრეიმის შერჩევა არის წარმატებული ტრეიდინგისკენ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რადგან იმაზე თუ დროის რომელ მონაკვეთში ვაჭრობთ - დამოკიდებულია სავაჭრო სტრატეგიის წარმატებულობა.

ტაიმფრეიმების სხვადასხვა ვარიანტი ერთმანეთისგან განსხვავდება და ყველა მათგანი არ გამოადგება ტრეიდერს ვაჭრობისათვის.

იმისათვის, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი, პირველ რიგში საჭიროა გაერკვეთ სხვადასხვა ტაიმფრეიმის ნიუანსებში და თვისებებში, რომლებიც დამახასიათებელია მხოლოდ კონკრეტული ტაიმფრეიმისათვის.

არსებობს ტაიმფრეიმების მრავალი ნაირსახეობა, თუმცა პრაქტიკაში გვხვდება რამდენიმე ძირითადი დროის მონაკვეთი:

  • მოკლევადიანი - მოკლევადიან ტაიმფრეიმებად მიჩნეულია М1, М5, М15 და М30. ამ შემთხვევაში ციფრი აღნიშნავს დროის მონაკვეთის ხანგრძლივობას წუთებში. მათზე ვაჭრობისას საგრძნობი მოგების მიღება შესაძლებელია დინამიური ტრენდის დროს და სასურველია, რომ სავაჭრო მოცულობა იყოს დიდი. აღნიშნულ ტაიმფრეიმებზე ვაჭრობა სკალპინგის მეთოდით ხორციელდება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჩქარი ტემპი, დიდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვა;
  • საშუალოვადიანი - საშუალოვადიან პერიოდებზე ვაჭრობას ასევე შიდადღიურ ვაჭრობას უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში ვაჭრობა მიმდინარეობს Н1 და Н4 დროის ინტერვალებზე, ანუ ერთსაათიან და ოთხსაათიან დროის მონაკვეთებში.

    აღნიშნული ინტერვალები ყველაზე ოპტიმალურია სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის. ამ შემთხვევაში ვაჭრობა მიმდინარეობს ნორმალურ ტემპში და გამოყენებადია პრაქტიკულად ყველა სახის სავაჭრო სტრატეგია. ამასთან ერთად, მხედველობაში არ უნდა მივიღოთ დამატებითი ხარჯი - ბროკერის მიერ დარიცხული გადასახადი პოზიციის მომდევნო დღის გადატანისათვის, ანუ სვოპი, ვინაიდან პოზიციები როგორც წესი იხურება ერთი სავაჭრო დღის ფარგლებში;

  • ხანგრძლივვადიანი - ამ შემთხვევაში დროის მონაკვეთები, რომელზეც ხორციელდება სავაჭრო პოზიციები, ხანგრძლივობით ერთ დღეზე მეტია. შემოკლებით ასეთი ტაიმფრეიმები აღინიშნება შემდეგნაირად: D1, W1, MN - შესაბამისად ერთი დღე, ერთი კვირა და ერთი თვე. პრაქტიკაში იშვიათობას წარმოადგენს პოზიციის ღიად დატოვება ხუთ დღეზე მეტი პერიოდით. ეს ძირითადად დაკავშირებულია ორ გარემოებასთან:
  • კვირის ბოლო დღეს - პარასკევს, ფორექსის ბაზრის ყველა ძირითდი მოთამაშე ხურავს პოზიციებს, ვინაიდან მთავრდება შუალედური (კვირის) საანგარიშო პერიოდი;
  • პოზიციების გადატანისათვის საჭიროა სამმაგო ოდენობის გადასახადის გადახდა (სვოპი);

ხანგრძლივვადიანი ტრეიდინგი ძირითდად გამოიყენება დაბალი ვოლატილობის სავალუტო წყვილებზე. ამ შემთხვევაში ტრეიდერი თითქმის არ მონაწილეობს ვაჭრობაში, ვინაიდან პოზიცია კონტროლირდება მხოლოდ სტოპ ორდერების მეშვეობით. ასე, რომ ხანგრძლივვადიან ტაიმფრეიმებზე ის ტრეიდერები მუშაობენ, რომლებსაც ამ საქმიანობისათვის დიდი დრო არ აქვთ. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ვაჭრობა მოითხოვს საკმაოდ დიდი ოდენობის დეპოზიტს, ან დაბალ სავაჭრო მოცულობას, ვინაიდან სტოპ ორდერების განთვსების ადგილები პოზიციის გახსნის წერტილიდან შესაძლებელია 400-500 პუნქტის და მეტ მანძილზეც კი იყოს დაშორებული.

ტაიმ ფრეიმს ფორექსზე აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან სწორედ დროის მონაკვეთიდან გამომდინარე განისაზღვრება ტრენდის მიმართულება, რომელიც ხშირად ორ მეზობელ ტაიმფრეიმზე შესაძლებელია განსხვავებული იყოს, ხოლო როგორც უკვე ვიცით ტრენდის მიმართულება არის ფორექსზე ვაჭრობის საფუძველი.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top