კოლ (Call) და ფუთ (Put) ოფციონები - სწორი მიმართულების არჩევა

ბინარული ოფციონებით კლასიკური ვაჭრობა გულისხმობს ორი მიმართულების გარიგებების გამოყენებას - კოლ (Call) და ფუთ (Put). ყოვლთვის, ამ ორიდან რომელიმე ერთის არჩევა მოგიწევთ.

კოლ (Call) და ფუთ (Put) ოფციონები - გარკვეული რაოდენობის აქტივების (ვალუტა, აქციები, ინდექსები და სხვა) ბირჟაზე არსებული მიმდინარე კურსით ყიდვის ან გაყიდვის უფლებას აძლევენ მფლობელს. თავად აქტივზე კი არ ხდება ოპერაცია, არამედ გარიგება ხდება ოპერაციის განხორციელების უფლებაზე.

ბინარულ ოფციონს გააჩნია მოგების ფიქსირებული მოცულობა და არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რომელი მიმართულებით განხორციელდა გარიგება. მოგების დაანგარიშების თავისებურება მდგომარეობს ბაზარზე მიმდინარე სიტუაციური ანალიზის შეფასებაში. რაც უფრო მაღალია პროგნოზის დადასტურების ალბათობა, მით უფრო ნაკლებ მოგებას მიიღებს ტრეიდერი განხორციელებული გარიგების შედეგად.

ამის მიზეზია ის, რომ მაგალითად: აღმავალი ტრენდის დროს ყიდვის გარიგების კოლ (Call) დადების შემთხვევაში ტრეიდერი მიზანმიმართულად ყიდულობს ოფციონს მაღალ ფასად, ამით მცირდება არა მარტო შესაძლო რისკი, არამედ გარიგებასთან დაკავშირებული მოგება/ჯილდო. რადგან ეს ფინანსური აქტივი უკვე სარგებლობს მოთხოვნით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მისი ფასის ზრდას.

ამიტომ კოლ ან ფუთ ოფციონის არჩევისას ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული რისკისა და მოგების თანაფარდობა. ზოგჯერ ბროკერი თავად გვკარნახობს, რომელი მიმართულებით არის უკეთესი ოფციონის გახსნა, რითიც თავად, მიზანმიმართულად უმცირებს ტრეიდერს მოგებას. თუმცა მოგების რაოდენობის კომპენსირება შესაძლებელია გარიგების მოცულობის ზრდით.

ოპერაციების გამარტივებისათვის ოფციონური ბროკერები შესაძლებლობას იძლევიან ოპერაციები განხორციელდეს არა ლოტებში, როგორც ეს ბირჟებზე ხდება, არამედ თანხობრივ ექვივალენში. ამის გამო ყველა მოცულობა გამოსახულია დეპოზიტის ვალუტაში ან აშშ დოლარში. ანუ აქციების ყიდვის დროს ტრეიდერი უთითებს არა ლოტების რაოდენობას, არამედ გარიგების თანხას.

ოფციონის არჩევა:

  • კოლ (Call) – გარკვეული რაოდენობის ფინანსური აქტივის ყიდვის უფლება. ამ სახის კონტრაქტის არჩევისას ტრეიდერს ეძლევა გარიგების ობიექტის ყიდვის უფლება.

    კოლ (Call) ოფციონის ყიდვა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ აქტივის ფასი გაიზრდება და არ შემცირდება მანამდე, სანამ გარიგების მოქმედების ვადაა მითითებული.

    მოგებას მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოფციონის ოპერაციის დასრულების მომენტში ფასი გარიგების გახსნის ფასზე უფრო მეტი იქნება.

  • ფუთ (Put) ოფციონი – გარკვეული რაოდენობის ფინანსური აქტივის გაყიდვის უფლება. ამ სახის კონტრაქტის არჩევისას ტრეიდერს ეძლევა გარიგების ობიექტის გაყიდვის უფლება.

    კოლ (Call) ოფციონის გაყიდვა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ აქტივის ფასი დაიკლებს და არ გაიზრდება მანამდე, სანამ გარიგების მოქმედების ვადაა მითითებული.

    მოგებას მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოფციონის ოპერაციის დასრულების მომენტში ფასი გარიგების გახსნის ფასზე უფრო ნაკლები იქნება.

კოლ (Call) და ფუთ (Put) ოფციონების სწორი არჩევის საფუძველს წარმოადგენს: ტრენდის მოძრაობის მდგრადი დინამიკა, ტრენდის შესაძლო შემობრუნების შესახებ ტექნიკური ინდიკატორების სიგნალები, ანალიტიკური პროგნოზები და ფინანსურ-ეკონომიკური სიახლეები.

ამასთან ერთად, ყოველთვის არსებობს იღბალი, რომელსაც ზოგჯერ უფრო მეტი მოგება მოაქვს ვიდრე გამოთვლებისა და პროგნოზირების რთულ სისტემებს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    მარიამი - რამდენიც არ უნდა ვიძახო მე და ჩემზე ასი თავით ძლიერმა სპეციალისტებმა, რომ ბირჟაზე მუშაობა თამაში არ არის - ჩემი აზრით ბირჟა მაინც თამაშია, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ ცხოვრებაში, ოღონდ ამ ცნების სხვაგვარი გაგებით. სპორტული ტოტალიზატორი არ მითამაშია, იმიტომ კი არა რომ ცუდია, არამედ იმიტომ რომ არ ვიცი. ვინაიდან ბირჟა თამაშია, ამიტომაც მისი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტიც (ოფციონები) თამაშია. შესაბამისად თამაშში იგებს უძლიერესი. მაგრამ ესე მარტივი და ლოგიკას დაქვემდებარებული რომ იყოს ყველაფერი ტოტალიზატორსა და ოფციონებში, მაშინ ყველა მილიონერი გახდებოდა ერთ დღეში

    Short URL:
  • მარიამი

    ეს ხომ ფეხბურთის გუნდებზე ფსონი დადებას გავს? რომელ გუნდსაც მოგების მეტი შანსი აქვს, თანხის მოგების დაბალი კოეპიციენტი აქვს.ლოგიკურია გარიგება იმ მიმართულებით გავაკეთოთ საითაც ნაკლებს მოვიგებთ, თუმცა პრაქტიკაში ალბათ ყველაფერი სხვაგვარდ იქნება.

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top