გარღვევის სტრატეგიების პრინციპი

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობისას, ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული მეთოდების ტიპს განეკუთვნება - გარღვევის სტრატეგიები.

გარღვევის სტრატეგიები გამოირჩევიან სიმარტივით, რის გამოც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ, როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ ტრეიდერთა შორის.

გარღვევის სტრატეგიების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: ყიდვის გარიგება იდება მაშინ, როდესაც ფასი გაარღვევს ფასურ დიაპაზონს ზემოთ მიმართულებით, ხოლო მოკლე პოზიცია იხსნება, როდესაც ფასი გაარღვევს ფასური დიაპაზონის ქვედა საზღვარს. შესაბამისად ტრეიდერს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ძლიერ ფასურ ინპულსში/მოძრაობაში.

გარღვევის მეთოდის ალგორითმი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ფასმა გაარღვია რაიმე ფასური დონე, მაშინ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ იგი გააგრძელებს მოძრაობას გარღვევის მიმართულებით.

გარღვევის მეთოდს ეფუძნება ძალიან ბევრი ფორექს სტრატეგია. თითოეულ მათგანს საკმაოდ კარგი რეზულტატები გააჩნია. ამ შემთხვევაში მთავარია კარგად განისაზღვროს ფასური დიაპაზონი.

აღსანიშნავია, რომ გარღვევის მეთოდს ასევე განეკუთვნება დროის დიაპაზონის გარღვევის სტრატეგიები. პრინციპი იგივეა, თუმცა ამ შემთხვევაში ფასურ დიაპაზონად ჩაითვლება დროის მონაკვეთის გარღვევა. მაგალითად სავაჭრო სესიების დასაწყისი ან დასასრული.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    givi - პოზიციის დამატება მიღებული პრაქტიკაა. რა თქმა უნდა უმჯობესია პოზიციაზე შეხვიდეთ კორექციის დასრულების შემდეგ

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    ირაკლი - განის თეორიაზეც მომავალში განთავსდება სტატია საიტზე

    Short URL:
  • ირაკლი

    გამარჯობათ ლევან, განის თეორიაზე თუ გაქვთ ინფორმაცია ლევან?

    Short URL:
  • givi

    ბატონო ლევან მოგესალმებით.
    კითხვა მაქვს ესეთი. აი რაც სტატიები წავიკითხე. ვაპურებ ვაჭრობის დროს როდესაც წამგებიანი გარიგებებიდან ზარალის შემდეგ როცა მოგებიან გარიგებას განვახორციელებ და ვხედავ რომ პოზიცია მომგებიანად მიდის რო დავამატო იგივე მოცულობის პოზიცია . და ვფიქრობ მინიმალური ტრეილინგ სტოპით რადგან უკვე ნათელი იქნება სურათი რომ მომგებიანია პოზიცია და რომც დარტყას ტრეილინგს მაინც მოგება იიქნება ცოტა მაინც და მითუმეტეს თუ კორექცის მერე შევალ დამატებაზე
    და როცა დგიურ გეგმას შევასრულებ პირველ პოზიციას გამოვრთავ და დამატებულს დავტოვებ ტრეილინგით ტეიქ პროფიტის გარეშე

    და ესეთი ტაქტიკა ხო შეიძლება რეალურად
    და მაინტერესებს კორექცის დასრულების შემდეგუნდა დამატოთ პოზიცია ასე გეწერათ თემაში და აუცილებელი პირობა ხომ ეგ თუ მოგებასრო დავინახავ მაშინვე

    დავამატო პოზიცია თუ კორექციას დაველოდო მის დასრულებას და ბაზარი მერე რამდენზეც გამისჳებს გამიშვებს ?

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    givi - გარღვევის სტრატეგიები არის საიტზე, ოღონდ ცალკე რუბრიკად არა. ჩემი აზრით სტრატეგიების უმეტესობა გარღვევის პრინციპს ეფუძნება, ზოგან ფასი არღვევს დროის მონაკვეთს, ზოგან სესიას, ზოგან მუვინგს და ა.შ

    Short URL:
  • givi

    ძალიან კარგია სტრატეგიები რომემატება
    და დახ ვეწის მეთოდიკები ამათუ იმ ვაჭრობის სტილისა

    და ბატონო ლევან ჯერ გარღვევის სტრატეგიები არ არის თუ მე ვერ მივაგენი?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top