Stop Out/სტოპ აუტი/Стоп Аут – ანგარიშის მდგომარეობის სიგნალიზატორია, როდესაც ანგარიშის პროცენტული თანაფარდობა, ე.წ. მარჯინალური დონე უახლოვდება 20 %-ს (როგორც წესი). ამ დონის მიღწევისთანავე იხურება ყველაზე წამგებიანი პოზიცია.
ბროკერის სავაჭრო პირობებიდან გამომდინარე, სტოპ აუტის დონე შესაძლებელია იყოს 10%, 20% და 30%, თანაც მაღალი მაჩვენებელი ყოველთვის არ ნიშნავს ცუდ ვარიანტს, ვინაიდან სტოპ აუტის ამოქმედების შემდეგ, ანგარიშზე უფრო მეტი თანხა დარჩება ბაზარზე ხელმეორედ (უფრო დაკვირვებით, დაბალი ლოტით და ა.შ) შესვლისათვის.
ამ ინსტრუმენტის მეშვეობით ხდება ბროკერის დაზღვევა ზარალისაგან. ბევრი დამწყები ტრეიდერი სვამს კითხვას – “შესაძლებელია თუ არა ტრეიდერთან ერთად ბროკერმაც წააგოს?” პასუხი ერთმნიშვნელოვანია – არა. მას შემდეგ რაც ტრეიდერის გახსნილი პოზიციის ზარალი მიაღწევს სტოპ აუტის დონეს, ხდება პოზიციის იძულებით დახურვა და ტრეიდერის ანგარიშზეც დარჩება გარკვეული თანხაც. ანუ ფორექსზე ტრეიდერის ანგარიშის სრულად განულებაც შეუძლებელია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































