ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერი, ისევე როგორც სხვა ტიპის მენეჯერი არის ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის საქმიანობის გარკვეულ საკითხებზე.

სტატიაში საუბარი გვექნება საბროკერო კომპანიების იმ ტიპის მენეჯერებზე, რომელთა მოვალეობას წარმოადგენს საწყის ეტაპზე კლიენტებთან ურთიერთობა. მათი ძირითადი დანიშნულებაა ადამიანები დაარწმუნონ ბინარული ოფციონების ელემანტარულობასა და ხელმისაწვდომობაში.

როგორც წესი, მენეჯერები თავიდანვე შემოგვთავაზებენ წაუგებელ ოფციონურ სტრატეგიას, მომგებიან სიგნალებს, სასწავლო კურსებს და რჩევებს სავაჭრო ოპერაციების ჩატარების შესახებ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადამიანების უმრავლესობა ხშირად ეგება ამგვარ ანკესებზე და იჯერებს ზღაპრებს.

პოტენციური კლიენტის დამუშავების საწყის ეტაპზე მენეჯერები, როგორც წესი გვიყვებიან საკუთარი ტრეიდერული კარიერის წარმატებულობის შესახებ. ეს ისტორიები თითქმის ერთნაირია. ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ოფციონურ ტრეიდერად ყოფნის პერიოდში, ამ მენეჯერმა დააგროვა მნიშვნელოვანი კაპიტალი და ეხლა საზოგადოებრივ საწყისებზე ეხმარება სხვებს, რათა ეს სხვებიც ეზიარონ სიმდიდრის მშვენიერებას.

რა თქმა უნდა, ნეიროლინგვისტური ხერხების გამოყენებით, მენეჯერების ტექსტები ილექება ადამიანების ქვეცნობიერში, რაც ფსიქოლოგიის თვალსაზრისით არ არის გასაკვირი. ამიტომ მენეჯერთა გათვლებიც, საწყის ეტაპზე მაინც, ათიანში ურტყამს.

სინამდვილეში კი, არაკეთილსინდისიერი ბროკერი წამსვლელია ნებისმიერ ფანდზე, რათა მიიზიდოს და შეინარჩუნოს ინვესტორი. მაგალითისათვის, ზოგიერთი ეგზოტიკური კომპანიები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სადმე სეიშელის ან სხვა ეგზოტიკურ კუნძულებზე და არ ექვემდებარებიან სერიოზული სახელმწიფოების (ბრიტანეთი, ევროპა, აშშ, რუსეთი და ა.შ.) რეგულაციებს, იმ დონეზე მანიპულირებენ რომ ახერხებენ კონკრეტული ინვესტორისთვის სასურველი კოტირებები ჩატვირთონ მისივე პლატფორმებში, რათა კლიენტმა საწყის ეტაპზე მოიგოს, გაიგოს წარმატების გემო და ამ გზით “დააბან” იგი.

გასაგები მომენტია, რომ ასეთი კლიენტი რამდენიმე წარმატებული სავაჭრო ოპერაციის შემდეგ მნიშვნელოვნად ზრდის დეპოზიტს, მაგრამ შემდეგ ეჯახება მკაცრ რეალობას.

ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ დაიჭიროთ საქმე არა რეგულირებად, “ერთდღიან” ბროკერებთან. სათანამშრომლოდ აირჩიეთ მხოლოდ და მხოლოდ სერტიფიცირებული ბროკერები, რათა ზემოთ აღწერილ ვითარებაში არ აღმოჩნდეთ. მერწმუნეთ, სერტიფიცირებულ ბროკერებთანაც კი არსებობს გარკვეული პრობლემები, არათუ “ლოხოტრონ” ბროკერებთან.

მენეჯერების შესახედაობის სანდოობისა, ან ხმის ტემბრის სასიამოვნოობის მიუხედავად ყველა მათგანი ემსახურება იმ კომპანიის ინტერესს, რომელიც უხდის ხელფასს და არავითარ შემთხვევაში არ დაიცავს თქვენ ინტერესებს. მენეჯერის ძირითადი დანიშნულებაა კლიენტისგან ამოქაჩოს ფული. რაც მეტი, მით უკეთესი. სხვა საქმეა, როდესაც საუბარი ეხება საბირჟო შუამავალს. ამ შემთხვევაში შუამავლის შემოსავალი დამოკიდებულია ტრეიდერის წარმატებული კონტრაქტიდან გარკვეულ პროცენტზე.

აღსანიშნავია, რომ ბინარული ოფციონების შემთხვევაში, უმრავლეს ბროკერებთან ფული ტრიალებს შიდა სავაჭრო მოედანზე და არ გადის საერთაშორისო ბაზარზე. ამიტომაც, დამეთანხმეთ რომ ყველა ბროკერი ცდილობს ეს ფული სამუდამოდ დარჩეს თავისივე მოედანზე და არ გასცდეს მის ფარგლებს, ანუ არ დაჯდეს/დაბრუნდეს ტრეიდერის პირად საბანკო ანგარიშზე. თუ ტრეიდერი იგებს, იგი იგებს სხვა ტრეიდერის წაგების ხარჯზე, მაშასადამე ზემოთ აღნიშნული სქემის მიხედვით გამოდის, რომ რეალურად ტრეიდერის დეპოზიტი კი არ იზრდება, არამედ იზრდება ბროკერის შემოსავალი.

როდესაც მენეჯერი საკუთარი წარმატების შესახებ მოგიყვებათ. მოგიყვებათ თუ როგორ დააგროვა მნიშვნელოვანი კაპიტალი ოფციონებზე ვაჭრობით, როგორი უტყუარია მისი სიგნალები და პროგნოზები, შეეკითხეთ – თუ ესეთი მაგარია და ამხელა კაპიტალი დააგროვა, რატომ ზის ტელეფონთან და რატომ არ ვაჭრობს თავად. სწორედ ეს არის ტყუილი. და ნუ გაებმევით მახეში.

გასათვალისწინებელია, რომ მენეჯერი რეაგირებს კლიენტის ხასიათის თვისებებზე და ტემპერამენტზე. რაც უფრო მეტია ტემპერამენტი, შესაბამისად მეტია ამბიციაც. რიგ შემთხვევებში, როდესაც კლიენტის დეპოზიტი საშუალო დონისაა, ან თუნდაც კრიზისულ სიტუაციაშიაა, მენეჯერი ეუბნება მას, რომ დეპოზიტის სიმცირის გამო კლიენტთან მუშაობა მისთვის უინტერესოა. ანუ, ამ სიტუაციაში არათუ მენეჯერი, არამედ თავად კლიენტი ეხვეწება მას თანამშრომლობას. მენეჯერის ამგვარი ფანდით ორი კურდღლიდან ერთ-ერთი მაინც იკვლება. ერთ შემთხვევაში კლიენტი, იმისათვის რომ გაზარდოს დეპოზიტი ხსნის ახალ პოზიციებს, როგორც წესი ასხამს დეპოზიტს და ბროკერს სრულიად კანონიერად ხელში უვარდება ტრეიდერის ფული. მეორე შემთხვევაში, ამბიციური კლიენტი ამატებს და ამატებს დეპოზიტს საკუთარ დანაზოგს, იმ იმედით, რომ მენეჯერი რაიმე სასწაულს ასწავლის და იგი დაიბრუნებს დაკარგულ თანხას. ამ გზით რა თქმა უნდა მდიდრდება ისევ ბროკერი.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ერთი ურყევი ჭეშმარიტება – ურისკო გარიგებები არ არსებობს. რაც არ უნდა მიმზიდველად ჟღერდეს ასეთი გარიგებების ანოტაცია, არ წამოეგოთ ამ ანკესს. ან შესაძლებელია მენეჯერმა გვითხრას, რომ წაგებული თანხის ნაწილი, ან მთლიანი თანხა, წარუმატებლობის შემთხვევაში დაგვიბრუნდება ანგარიშზე. შესაძლებელია. მაგრამ ეს იქნება ბროკერის ბონუსი, რომელსაც გამოვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ახალი პოზიციების გასახსნელად და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოვიტანთ საკუთარ საბანკო ანგარიშზე. ანუ აქაც საქმე გვაქვს დახურულ წრესთან.

ზემოთ აღნიშნულის წაკითხვის შემდეგ, ალბათ გაგიჩნდებათ აგრესია მენეჯერის მიმართ. მაგრამ არ გირჩევთ. იგი ხომ თავის მოვალეობას ასრულებს და მისი ბრალი არ არის ის თუ ვინმე წამოეგება მის შეგონებებს. მასთან საუბრისას არ არის საჭირო სიუხეშე, მით უმეტეს ისინი კარგად დატრენინგებულნიც არიან უხეშ კლიენტებთან ურთიერთობისათვის.

უბრალოდ მოუსმინეთ მას (მენეჯერს) უემოციოდ და განუცხადეთ, რომ ვაჭრობთ სხვა კომპანიაში დამოუკიდებლად.

კიდევ ერთი მომენტი: რაც უფრო დაჟინებულია მენეჯერი და რაც უფრო ხშირად გიკავშირდებათ იგი, მით უფრო შორს დაიჭირეთ თავი მისგან. სოლიდური ბროკერების მენეჯერები, რომელთა რეიტინგი წარმოდგებილია რუბრიკაში “ბროკერების რეიტინგი”, მათთან ანგარიშის გახსნის შემდეგ შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაგიკავშირდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს მათი მხრიდან ზერელე დამოკიდებულებას. თავად თუ შეეხმიანებით მათ, მერწმუნეთ არ დაიზარებენ კომპეტენტურ და დახვეწილ პასუხსაც გაგცემენ.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …