ფორექსის სტარტეგია “100%-იანი შიდა დღიური დადგმა” – ვაჭრობის საშუალო ვადიანი, კომბინირებული მეთოდია.
- ტაიმ ფრეიმი: D1 (დღიური ინტერვალი) განვსაზღვრავთ ტრენდის მიმართულებას. H1 (ერთ საათიანი ინტერვალი) ვდებთ სავაჭრო გარიგებებს;
- სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
გრფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ინდიკატორი მარტივი მცოცავი საშუალო პერიოდით 20 (SMA 20). გრაფიკზე მწვანე;
- ინდიკატორი ბოლინჯერის ველები (Bollinger Bands) – გადახრა 2. გრაფიკზე ლურჯი;
- ინდიკატორი ბოლინჯერის ველები (Bollinger Bands) – გადახრა 3. გრაფიკზე წითელი;
ფორექსის სტარტეგია “100%-იანი შიდა დღიური დადგმა” – ალგორითმი:
- მარტივი მცოცავი საშუალოს (SMA 20), მიმართ ფასის მდებარეობიდან გამომდინარე განვიხილავთ პოზიციის მიმართულებას. თუ ფასი (სანთლის დახურვა) დღიურ გრაფიკზე იმყოფება SMA 20-ის ზემოთ – განვიხილავთ ყიდვის პოზიციებს, თუ ფასი (სანთლის დახურვა) იმყოფება SMA 20-ს ქვემოთ, მაშინ განვიხილავთ გაყიდვის პოზიციებს;
- ორივე ბოლინჯერის ინდიკატორი, ქვემოთა და ზემოთა მრუდებით ქმნიან ერთგვარ არხებს. გრაფიკზე წარმოქმნილია სხვადასხვა პრიოდიანი ბოლინჯერების ლურჯი და წითელი მრუდებით შექმნილი ქვედა არხი და ანალოგიური ბოლნჯერების მრუდების ზედა არხი;
ყიდვა:
- დღიურ გრაფიკზე ფასი იმყოფება SMA 20-ის ზემოთ, ანუ გვაჩვენებს აღმავალ გლობალურ ტრენდს და მაშასადამე განვიხილავთ მხოლოდ ყიდვებს;
- H1 გრაფიკზე (ერთ საათიანი ინტერვალი) ვამჩნევთ კორექციას ქვემოთ. ველოდებით მომენტს, როდესაც სანთელი კვლავ დაბრუნდება-მოექცევა-შევა ქვედა არხის (ბოლინჯერის წითელი და ლურჯი მრუდების არხი) სივრცეში;
- როდესაც არხში მოქცეული, ან მომდევნო, სანთელი გაარღვევს ბოლინჯერების ველების ქვედა არხის ზედა საზღვარს ზემოთ (გრაფიკზე ლურჯი მრუდი), ვხსნით ყიდვის პოზიციას;
- სტოპ ლოსი დგება ფასური მინიმუმის ქვემოთ – მინუს 5-10 პუნქტი;
- საწყისი ტეიკ პროფიტი დგება სტოპ ლოსის მანძილის 50%-ზე;
- როდესაც ფასი მიაღწევს დაგეგმილ საწყის ტეიკს, ორდერის ნაწილს ვხურავთ და პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში;
- პოზიციის დარჩენილ მეორე ნაწილს ვხურავთ როდესაც ფასი მიაღწევს საპირისპირო, ანუ ზედა მრუდების არხს, ხოლო შემდეგ დაბრუნდება ქვემოთ და გაარღვევს ზედა მრუდების არხის ქვედა საზღვარს (გრაფიკზე ლურჯი მრუდი);
- თუ ფასმა გაარღვია ზედა მრუდების არხის ზედა საზღვარი (გრაფიკზე წითელი მრუდი), მაშინ პოზიციას დავადევნებთ ტრეილინგ სტოპს;
ყიდვის მაგალითი. ფასის მდებარეობა SMA 20-ის მიმართ D1 გრაფიკზე:
ყიდვის მაგალითი. D1 გრაფიკზე არსებული ვითარების H1 ინტერვალზე გრაფიკული პროექცია:
გაყიდვა:
- დღიურ გრაფიკზე ფასი იმყოფება SMA 20-ის ქვემოთ, ანუ გვაჩვენებს დაღმავალ გლობალურ ტრენდს და მაშასადამე განვიხილავთ მხოლოდ გაყიდვებს;
- H1 გრაფიკზე (ერთ საათიანი ინტერვალი) ვამჩნევთ კორექციას ზემოთ. ველოდებით მომენტს, როდესაც სანთელი კვლავ დაბრუნდება-მოექცევა-შევა ზედა არხის (ბოლინჯერის წითელი და ლურჯი მრუდების არხი) სივრცეში;
- როდესაც არხში მოქცეული, ან მომდევნო, სანთელი გაარღვევს ბოლინჯერების ველების ზედა არხის ქვედა საზღვარს ქვემოთ (გრაფიკზე ლურჯი მრუდი), ვხსნით გაყიდვის პოზიციას;
- სტოპ ლოსი დგება ფასური მაქსიმიმის ზემოთ – პლიუს 5-10 პუნქტი;
- საწყისი ტეიკ პროფიტი დგება სტოპ ლოსის მანძილის 50%-ზე;
- როდესაც ფასი მიაღწევს დაგეგმილ საწყის ტეიკს, ორდერის ნაწილს ვხურავთ და პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში;
- პოზიციის დარჩენილ მეორე ნაწილს ვხურავთ როდესაც ფასი მიაღწევს საპირისპირო, ანუ ქვედა მრუდების არხს, ხოლო შემდეგ დაბრუნდება ზემოთ და გაარღვევს ქვედა მრუდების არხის ზედა საზღვარს (გრაფიკზე ლურჯი მრუდი);
- თუ ფასმა გაარღვია ქვედა მრუდების არხის ქვედა საზღვარი (გრაფიკზე წითელი მრუდი), მაშინ პოზიციას დავადევნებთ ტრეილინგ სტოპს;
გაყიდვის მაგალითი. ფასის მდებარეობა SMA 20-ის მიმართ D1 გრაფიკზე:
გაყიდვის მაგალითი. D1 გრაფიკზე არსებული ვითარების H1 ინტერვალზე გრაფიკული პროექცია:
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები




Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































