სტრენგლი გაყიდვა (Short Strangle) სტრატეგია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ვპროგნოზირებთ საბაზო აქტივის ფასის უმნიშვნელო ცვლილებას, ან მის სტაბილურობას.
სტრატეგიის რეალიზაციისათვის უნდა გავყიდოთ ფუთ და ქოლ ოფციონები, რომელთაც ერთნაირი ექსპირაციის თარიღი აქვთ და განსხვავდებიან სტრაიკით. მაგრამ ფუთ ოფციონის სტრაიკ ფასი უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე კოლ ოფციონის სტრაიკ ფასი. სტრაიკის არჩევისას უნდა დავეყრდნოთ პირად მოლოდინებს საბაზო აქტივის სავაჭრო დიაპაზონთან დაკავშირებით. ქვედა საზღვრის მონიშვნისთვის გამოვიყენებთ ფუთ ოფციონის სტრაიკს, ხოლო ზედა საზღვრის მონიშვნისათვის კოლ ოფციონის სტრაიკს.
სტრენგლი გაყიდვა (Short Strangle) – გრაფიკული მაგალითი
გავყიდეთ ფუთ ოფციონი სტრაიკით 40 000 პე და კოლ ოფციონი სტრაიკით 45 000 პე. მოგებას ვიღებთ დაუყოვნებლივ და იგი შეადგენს ორივე ოფციონის პრემიების ჯამს 2 826 + 2 932 = 5 758 პე.
მოგებას მივიღებთ იმ პირობით, რომ საბაზო აქტივის ფასი იმოძრავებს დიაპაზონში: 34 242 პე-დან 50 758 პე-მდე. ზედა საზღვარი იქნება კოლ ოფციონის სტრაიკის და საერთო პრემიის ჯამი: 45 000 + 5 758 = 50 758 პე, ხოლო ქვედა საზღვარი იქნება ფუთ ოფციონის სტრაიკის და საერთო პრემიის სხვაობა: 40 000 – 5 758 = 34 242 პე.
არ დაგვავიწყდეს, რომ ამათგან ნებისმიერი ოფციონის შესრულების შემთხვევაში მოგება საერთო პრემიაზე ნაკლები იქნება. ხოლო წაგება იმყოფება, ზემოთ შემოსაზღვრული მოგების მიღების ზონის/დიაპაზონის გარეთ. აღსანიშნავია, რომ ეს არის რისკიანი სტრატეგია, ვინაიდან ზარალი არ შემოისაზღვრება არაფრით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
 GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი,  პროგნოზი, ვალუტის კურსი,  ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი,  პროგნოზი, ვალუტის კურსი,  ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
				 
		
 Telegram არხი
    Telegram არხი Facebook ჯგუფი
    Facebook ჯგუფი Facebook გვერდი
    Facebook გვერდი WhatsApp ჯგუფი
    WhatsApp ჯგუფი Youtube არხი
    Youtube არხი



































 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					