Hedging/ჰეჯირება/Хеджирование

Hedging/ჰეჯირება/Хеджирование

Hedging/ჰეჯირება/Хеджирование – წარმოადგენს, საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობის დროს რისკების შემცირების მეთოდს.

ფორექსზე Hedging/ჰეჯირება/Хеджирование ხორციელდება, უკვე გახსნილი პოზიციის საპირისპირო მიმართულებით დამატებითი პოზიციების გახსნის მეშვეობით – იგივე ლოტით და იგივე სავალუტო წყვილზე.

ჰეჯირება იწვევს შესაძლო რისკების არა მარტო შემცირებას, არამედ სავაჭრო ოპერაციის პროგნოზირებულ მოგებასაც ამცირებს.

Hedging/ჰეჯირება/Хеджирование ორი მაგალითი
  • გლობალური თვალსაზრისით ვალუტის რეალური ყიდვა/გაყიდვის დროს;
  • ჰეჯირება ფორექსზე ჩვენისთანა სპეკულანტების (ტრეიდერების) შემთხვევაში;

1. თუ არსებობს ვარაუდი, რომ ვალუტის კურსი გაიზრდება ორი თვის შემდეგ, მაგრამ მოთხოვნა მასზე მიმდინარე პერიოდში არსებობს, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ზარალი, ამისათვის უნდა განხორციელდეს მიმდინარე კონტრაქტის შესყდვა მიმდინარე ფასით და მოხდეს მისი გაყიდვა იმ დროს, როდესაც ვალუტა იყნება ნაყიდი.

იმის გამო, რომ მიმდინარე კონტრაქტზე და საჭირო ვალუტაზე ფასის ზრდის პროპორციული ცვლილება იქნება – მოხდება ჰეჯირება, რომელიც გადაფარავს გარიგების ყველა არასასურველ შედეგს. ამ მაგალითში განხილულია ჰეჯირება კურსის ზრდის შემთხვევაში. კურსის კლების შემთხვევაში ხეჯირება ხდება საპირისპირო მიმართულებით საქონლისა და მიმდინარე კონტრაქტის გაყიდვით.

ეს მეთოდი გამოიყენება პროდუქციის იმპორტიორებისა და ექსპორტიორების მიერ, ვალუტის ყიდვა/გაყიდვის დროს, მიმდინარე კონტრაქტების უზრუნველყოფისათვის.

2. ფორექსზე ჰეჯირების არსი მდგომარეობს – სავაჭრო ტერმინალში, ერთი და იგივე მოცულობის, საპირისპირო მიმართულების პოზიციების გახსნაში, რაც ზარალის ზრდის ტენდენციას აჩერებს. ანუ ერთი ორდერის ზარალი, მეორე ორდერის მოგებით იფარება/იკეტება. იმისათვის, რომ საბოლოო მოგება დაფიქსირდეს, ან მოგების ზრდას მიეცეს საშუალება, რაღაც მომენტში წამგებიანი პოზიცია უნდა დაიხუროს. მაგრამ რომელი პოზიცია გააგრძელებს მომგებიან სვლას – სწორედ ეს არის ჰეჯ-ტრეიდინგის ყველაზე რთული ამოცანა.

ამ მეთოდის გამოყენება საკმაოდ საკამათო თემაა, ზოგჯერ იგი პრაქტიკულად უიმედო პოზიციების ამოქაჩვის საშუალებას საშუალებას იძლევა, ხოლო შესაბამისი გამოცდილების არ ქონის პირობებში კი – წაგების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზეზი ხდება.

უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ წაიკითხეთ სტატია – “სავალუტო ჰეჯირების მეთოდი”.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით