Candlestick Chart/სანთლების გრაფიკი/Свечной график – ვალუტის კურსის ცვლილებების ვიზუალური გამოსახვის საშუალება, რომელიც წარმოდგენილია სანთლების ფორმით.
სანთლები გამოხატავენ კურსის ცვლილებას დროის თანაბარ პერიოდებში. ასეთ გრაფიკზე გამოისახება ოთხი ძირითადი ფასი:
- გახსნის ფასი – დროის მონაკვეთზე ვალუტის საწყისი ფასი. აღმავალი ტრენდის დროს იგი საზღვრავს სანთლის ტანს ქვემოდან, ხოლო დაღმავალი ტრენდის დროს – ზემოდან;
- დახურვის ფასი – დროის მონაკვეთზე ვალუტის საბოლოო ფასი. აღმავალი ტრენდის დროს იგი საზღვრავს სანთლის ტანს ზემოდან, ხოლო დაღმავალი ტრენდისას – ქვემოდან;
- ფასის მაქსიმუმი (მაქსიმალური ფასი) – სანთლის ჩრდილის ზედა უკიდურესი წერტილი. დროის მონაკვეთზე სავალუტო წყვილის მაქსიმალური ფასი;
- ფასის მინიმუმი (მინიმალური ფასი)- სანთლის ჩრდილის ქვედა უკიდურესი წერტილი. დროის მონაკვეთზე სავალუტო წყვილის მინიმალური ფასი;
სანთელი შედგება ტანისგან, რომელიც ვიზუალურად მის მსხვილ ნაწილს წარმოადგენს და ორი წვრილი, ერთმანეთისგან საპირისპიროდ მიმართული ნაწილისგან, რომელსაც ჩრდილებს უწოდებენ. სავაჭრო ტერმინალში არის პარამეტრი, რომლითაც სანთლის ტანის ფერის ცვლილებაა შესაძლებელი. ვიზუალური თვალსაზრისით ეს ძალიან მოსახერხებელია, ვინაიდან თვალსაჩინოებისათვის, გრაფიკზე კარგად ჩანს თუ რომელი სანთელია აღმავალი ტენდენციის და რომელი – დაღმავალი.
სანთლების გრაფიკი ითვლება ყველაზე მოსახერხებელ სავაჭრო ინსტრუმენტად, რომელიც იძლევა მაქსიმალურ ინფორმაციას, ტაიმფრეიმის განმავლობაში ფასის მოძრაობისა და ტენდენციის შესახებ. ფორექსის სავაჭრო სტრატეგიების უმრავლესობაში გამოყენებულია სანთლების გრაფიკები. ამასთან ერთად, ფართოდ გამოიყენება სანთლური მოდელების, კომბინაციების და გრაფიკული ფიგურების მოძიება-იდენტიფიკაციისათვის.
სანთლური კომბინაციების და მოდელების აღმოჩენა და იდენტიფიკაცია შესაძლებელია, როგორც ვიზუალურად, ასევე იაპონური სანთლების ინდიკატორის გამოყენებითაც, რომლის მეშვეობით, სავალუტო წყვილის გრაფიკზე სანთლური მოდელების იდენტიფიკაცია ხდება ავტომატურ რეჟიმში, ხოლო სავაჭრო გადაწყვეტილება დამოკიდებულია უშუალოდ ტრეიდერზე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით