ბლოკჩეინის ქსელების სიაში, რომლებზეც ფუნქციონირებს ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანია Tether-ის სტეიბლკოინი USDT, ჩაიტვირთა/ჩაეშვა ქსელი TON. მასზე დამატებულია $10 მილიონი დოლარის ლიკვიდურობა.
USDT, ისევე როგორც სხვა სტეიბლკოინები, მუშაობს რამდენიმე ბლოკჩეინ ქსელებში, მაგალითად: Ethereum, Tron, Polygon და Solana. TRC-20 სტანდარტის USDT ტოკენები მომხმარებლების მხრიდან სარგებლობენ ყველაზე მეტი პოპულარობით.
სტეიბლკოინი Stablecoin (ინგლისური: stable – სტაბილური, coin – მონეტა)
შენიშვნა:
* ბლოკჩეინი არის ტრანზაქციების მონაცემთა ბაზა, რომელიც შედგება ციფრული ბლოკების თანმიმდევრულად აგებული ჯაჭვისაგან, რომელთაგან თითოეული ინახავს ინფორმაციას წინა და მომდევნო ბლოკების შესახებ.
ეს არის ერთგვარი ციფრული რვეული, რომელშიც ჩანაწერები უცვლელია ჰეშირების მექანიზმის წყალობით – ანბანური და რიცხვითი სიმბოლოების უნიკალური ნაკრები, სადაც ერთი სიმბოლოს ცვლილება იწვევს სხვა ბლოკების შეცვლას. ბლოკჩეინის მთავარი უპირატესობა მისი გამჭვირვალობაა, რადგან ბლოკების შიგნით ინფორმაციის ნახვა ყველას შეუძლია, მაგრამ ვერავინ შეძლებს მის შეცვლას ან განადგურებას.
** სტეიბლკოინი არის კრიპტოვალუტები, რომელთა ღირებულება მიბმულია ფიატის (ფიატურ) ვალუტასთან (ანუ ჩვეულებრივ ვალუტასთან – აშშ დოლარი ან ევრო) ან ფიზიკურ აქტივთან (მაგალითად, ოქრო).
თეორიულად, სტეიბლკოინის შეძენა ან გაყიდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ფიქსირებულ ფასად. როდესაც მონეტა გადაიცვლება ფიატურ ფულში, სტეიბლკოინი, როგორც წესი „ჩაიწვება“ და გადის მიმოქცევიდან. ამავდროულად, მონეტას აქვს კრიპტოვალუტის ყველა თვისება, მაგრამ, ბიტკოინისა და ეთერიუმისგან განსხვავებით, ის არ ექვემდებარება ვოლატილობას, ანუ მკვეთრ ფასთა ნახტომებს.
*** სტეიბლკოინები არსებობს:
ა) უზრუნველყოფილი ფიატური ვალუტით – აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი. ასეთებს განეკუთვნება Tether (USDT) – ყველაზე დიდი სტეიბლკოინი და რიგით მესამე კრიპტოვალუტა ბიტკოინისა და ეთერიუმის შემდეგ.
ბ) უზრუნველყოფილი საქონლით – უძრავი ქონება, ოქრო ნავთობი. ასეთი სტეიბლკინები ასევე კონტროლდება თავისი ემიტენტების მიერ. მაგალითად Digix Gold (DGX) უზრუნველყოფილია ერთ გრამი ფიზიკური ოქროთი, რომლებიც ინახება სინგაპურში და კანადაში. ხოლო სტეიბლკოინი SwissRealCoin უზრუნველყოფილია შვეიცარიაში არსებული უძრავი ქონებების პორტფელით.
გ) უზრუნველყოფილი სხვა კრიპტოვალუტით – მაგალითად DAI მიბმულია აშშ დოლართან, მაგრამ უზრუნველყოფილია ეთერიუმით სმარტ-კონტრაქტის საფუძველზე. ახალი მონეტის წარმოქმნის მომენტში მყიდველი უზრუნველყოფს მის გირაოს საკუთარი ეთერიუმით 1:1,5 შეფარდებით.
დ) ალგორითმული სტეიბლკინები – მათ არ გააჩნიათ ფიზიკური უზრუნველყოფა და სრულიად დეცენტრალიზებულები არიან, ხოლო ფასწარმოქმნა უზრუნველყოფილია არა კონკრეტული ემიტენტით, არამედ სმარტ კონტრაქტით .
დოლართან მიბმა რეგულირდება ალგორითმით ან მონეტების მფლობელების ეკონომიკური სტიმულით. მაგალითად: სტეიბლკოინი Basis მოიცავს ტოკენის სამ ტიპს Basis Cash (BAC), Basis Share და Basis Bond. ბოლო ორი ტოკენის ძირითადი მიზანია BAC -ის ფასი მიუახლოვოს $1 დოლარს. ვინაიდან Basis Cash ტრანზაქციის ფასი $1 დოლარზე ნაკლებია, მომხმარებელს აქვს ფასდაკლების მიღების საშუალება Basis Bond ყიდვისას. როდესაც BAC მიწოდება იკლებს, თავად ტოკენის ფასი იზრდება. როდესაც Basis Cash აიწევს $1 დოლარამდე, მომხმარებლებს, რომლებიც ფლობენ Basis Bond-ს შეუძლიათ პირდაპირ გამოისყიდონ Basis Cash კურსით 1:1-თან. Basis Cash -ის ყიდვის მომენტში Basis Bond ნადგურდება.
**** ტოკენი -ციფრული სერტიფიკატია, რომლის მიხედვითაც კომპანია იძლევა გარანტიას მფლობელის მიმართ აქტივის ფლობის შესახებ. საფონდო ბირჟაზე არსებული აქციების ერთგვარი კრიპტო ანალოგია.
მარტივად რომ ვთქვათ, ტოკენი ჰგავს ჟეტონს, დაუშვათ რეალური ფულით ვიყიდეთ რომელიმე სასტუმროს ჟეტონი. ამ ჟეტონით ვიღებთ ამ სასტუმროს შიგნით არსებულ აბსოლუტურად ყველა მომსახურებას – რესტორანი, საუნა, აუზი და ა.შ. გარდა მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებისა, ვინაიდან ისინი არ არიან სასტუმროს სტაფი. ანუ ეს ჟეტონები მუშაობენ მხოლოდ ამ სასტუმროს ტერიტორიაზე.
პროექტები, რომლებიც მუშაობენ ბლოკჩეინზე, უშვებენ საკუთარ უნიკალურ ჟეტონებს – ტოკენებს. ტოკენის მყიდველს შეუძლია, მაგალითად მონაცემთა ბაზაში გაზარდოს საკუთარი საცავი/დეპოზიტი. ფაქტობრივად ტოკენი წარმოადგენს გამომშვები კომპანიის ციფრულ აქციას, რომელიც შეძენილია იმ იმედით და იმ პერსპექტივით, ტომ დადგება ის წარმტაცი? დღე, როდესაც მისი ფასი გაიზრდება.
დამწყებებისთვის:
ვისთვისაც ზემოთხსენებულ ტექსტში „ფრანციცული“ სიტყვების ბრახაბრუხი უცხო, შემაშინებელი და გაუგებარია:
1) დამშვიდდით. მერწმუნეთ ამგავარი ტექსტების მუდმივად წაკითხვის შედეგად ყურიც და გონების აზრობრივი წყობაც შეეჩვევა მათ და დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ დედა ენასავით მიეჩვევით;
2) არცერთ პროფესია დაბადებიდან არავის გამოჰყოლია. არავინ დაბადებულა პროფესორი და ყველა პროფესიას ვეზიარებით დროთა განმავლობაში შესწავლითა და გონების წვალებით;
3) ეს არხიც და საიტი GeoForex.info იმისთვისაა, რომ ადამიანებს შეუმსუბუქოს ტრეიდინგის რთული პროფესიის შესწავლის პროცესი;
GeoForex.info წარმატებებს გისურვებთ მუდამ!!!
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით