სარჩევი
Accumulation Swing Index, ASI – ინდიკატორი შეიმუშავა უელს უაილდერმა, როგორც რხევის მარტივი ინდიკატორი, რომლის სიგნალები მიღებულია ფასის წინა მაქსიმუმების ან მინიმუმებისგან. მას ეკუთვნის სიტყვები: “სადღაც,… გახსნისა და დახურვის ფასების, მაქსიმუმების და მინიმუმების ლაბირინთში გადის გამჭვირვალე ხაზი – რეალური ბაზარი”. რხევის აკუმულირებული ინდექსი საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ სწორედ ეს გამჭვირვალე ხაზი.
უაილდერი თავის წიგნში ინდიკატორს განსაზღვრავს შემდეგნაირად: “როცა ASI იმყოფება დღიურ გრაფიკზე, ინდიკატორზე გამოსახული ტრენდი შესაძლებელია შევადაროთ გრაფიკის იმავე ხაზებს. ვინც კარგად იცის ტენდენციების მნიშვნელოვანი ხაზების გავლება, ASI, როგორც კარგი ინსტრუმენტი დაეხმარება ტრენდული ხაზის გარღვევის დადასტურებაში. ტრენდული ხაზების მცდარი გარღვევები გრაფიკზე არ იქნება დადასტურებული ინდიკატორის შესაბამისი ხაზების მიერ. რადგან ASI ძირითადში იყენებს დახურვის ფასებს, დღის განმავლობაში ზემოთ ან ქვემოთ ხტომები დიდ ნეგატიურ გავლენას არ ახდენენ ინდიკატორის ინდექსზე .”
Accumulation Swing Index მუშაობის პრინციპი

ვინაიდან ინდიკატორი ცდილობს ასახოს რეალური ბაზარი, მისი გრაფიკი ძალიან ემსგავსება ფასის გრაფიკს. ეს მსგავსება, თვით ინდექსის ანალიზისას, ასევე საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის კლასიკური ხაზები. სტანდარტული ანალიზი გამოიხატება ახალი მაქსიმუმების და მინიმუმების გარღვევების,ასევე განსხვავებების გამოვლენაში.
უაილდერი გამოყოფს Accumulation Swing Index ინდიკატორის შემდეგ მახასიათებლებს:
- ინდიკატორი იძლევა ფასების რხევის რაოდენობრივ პარამეტრებს;
- ინდიკატორი იძლევა მოკლეპერიოდიანი ფასთა რხევების შემობრუნების წერტილებს;
- ინდიკატორი გვაჩვენებს ბაზრის რეალურ ძალასა და მიმართულებას;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































