ფორექსის სტრატეგია “ანტიფლეტი” დაფუძნებულია 3 ინდიკატორის კომბინირებულ სიგნალზე – მცოცავი საშუალო, MACD, და ATR.
- სავალუტო წყვილი: EUR/USD;
- ტაიმ ფრეიმი: H1;
სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ ზემოთაღნიშნულ ინდიკატორებს შემდეგი პარამეტრებით:
- მარტივი მცოცავი საშუალო SMA(200), close;
- ინდიკატორი MACD პარამეტრებით – 21,33,18;
- ინდიკატორი ATR პარამეტრით 0,0022;
ფორექსის სტრატეგია “ანტიფლეტი” – ალგორითმი
გაყიდვა:
- ფასმა გაარღვია SMA მცოცავი საშუალოს ინდიკატორის მრუდი და თუნდაც ერთი სანთელი მაინც დაიხურა მის ქვემოთ;
- MACD ინდიკატორის ჰისტოგრამა დაეშვა საკუთარი ნულოვანი ხაზის დაბლა + ამავე ინდიკატორის SMA დაეშვა ნულოვანი საზღვრის დაბლა;
- ATR ინდიკატორი გავიდა და დაიხურა თავის 0,0022 დონის მაღლა;
გაყიდვის მაგალითი:
ზემოთაღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში:
- ვხსნით 2 თანაბარი ლოტის მოცულობის გაყიდვის ორდერს მომდევნო სანთელის გახსნის ფასზე;
- სტოპ ლოსი ფიქსირებული -100 პუნქტის ოდენობის. ასევე სტოპ ლოსის განთავსება შესაძლებელია მცოცავისაშუალოს ინდიკატორის SMA(200) მრუდის ზემოთ, ან ლოკალურ მაქსიმუმზე, იმ პირობით თუ სტოპ ლოსის რაოდენობა არ აღემატება 100 პუნქტს;
ტეიქ პროფიტს ვაყენებთ შემდეგნაირად:
- TP1 – 120 პუნქტი;
- TP2 – 250 პუნქტი;
- პირველი ორდერის ტეიკ პროფიტით დახურვის შემთხვევაში, მეორე გადაგვყავს უზარალობის დონეზე დონეზე, ანუ ორდერის გახსნის ფასზე;
- სტრატეგიის განმეორებითი სიგნალის დროს, შემდეგ ორდერს ვხსნით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირველი ორდერი, როგორც მინიმუმი, დახურულია და მეორე გადაყვანილია უზარალო დონეზე;
დამატებითი პირობები:
- გაყიდვის ორდერებისთვის – ინდიკატორი MACD-ის SMA(18) არ უნდა მდებარეობდეს უფრო დაბლა ვიდრე თავად MACD-ის ჰისტოგრამა;
- ყიდვის ორდერებისათვის – ინდიკატორი MACD-ის SMA(18) არ უნდა მდებარეობდეს უფრო ზემოთ ვიდრე თავად MACD-ის ჰისტოგრამა;
- ერთი რომელიმე – MACD ან ATR ინდიაკტორებისგან მიღებული სიგნალის შემდეგ, ველოდებით მეორე ინდიკატორის სიგნალს მხოლოდ 4 სანთლის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში მეორე ინდიკატორის სიგნალი არ წარმოიქმნა, მაშინ სავაჭრო პოზიციის გახსნის საკითხს აღარ განვიხილავთ;
- ბაზარზე განმეორებითი შესვლა შესაძლებელია მაშინაც კი თუ ფასმა SMA(200) დიდი ხნის წინ გადაკვეთა, მაგრამ ამისათვის უნდა დაველოდოთ, რომ MACD-ის ჰისტოგრამამ გადაკვეთოს საკუთარი ნულოვანი დონე რამდენიმე ბარით მაინც, ხოლო შემდეგ ისევ დაბრუნდეს ნულოვანი დონის ქვემოთ;
ყიდვის ორდერებისათვის საპირისპირო პირობებია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ATR(14) უნდა დაიხუროს 0,0022 დონის მაღლა.
ყიდვის მაგალითი:
***
***
***
***
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები





Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































