ფორექსის სტრატეგია "მარტივი ფრაქტალები"

ფორექსის სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები”

ფორექსის სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები” – გააჩნია უმარტივესი ალგორითმი და ბაზარზე შესვლა/გამოსვლის მარტივი წესები. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სავალუტო წყვილისთვის თუმცა ძირითადად რეკომენდებულია EUR/USD.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD (ან სხვა ვალუტები შესაბამისი ტესტირების შემდეგ);
  • თაიმ ფრეიმი: D1;
ფორექსის სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები” – ალგორითმი
დღიურ გრაფიკზე ვაყენებთ ფრაქტალების ინდიკატორს, იგი სავაჭრო ტერმინალის კომპლექტშია.

გაყიდვა:

  • დღიურ გრაფიკზე წარმოიქმნა ზედა/აღმავალი ფრაქტალი;
  • ამ დღიური სანთლიდან გადავითვლით ორ სანთლს;
  • მეორე სანთლის დახურვის ფასზე ვხსნით გაყიდვის სავაჭრო პოზიციას;

ყიდვა:

  • დღიურ გრაფიკზე წარმოიქმნა ქვედა/დაღმავალი ფრაქტალი;
  • ამ დღიური სანთლიდან გადავითვლით ორ სანთლს;
  • მეორე სანთლის დახურვის ფასზე ვხსნით ყიდვის სავაჭრო პოზიციას;

ყიდვა/გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "მარტივი ფრაქტალები"

  • თეიკ პროფიტი: ორივე შემთხვევაში (ყიდვა/გაყიდვა) სავაჭრო პოზიციიდან დადებითი შედეგით ფიქსირებულად გამოსვლა ხდება სამუშაო დღის ბოლოს;
  • სტოპ ლოსი: ორიგინალურ სტრატეგიაში სტოპ ლოსი არ არის მითითებული. ჩემი დაკვირვებით გთავაზობთ სტოპ ლოსი დააყენოთ ფრაქტალური სანთლის (იმ სანთლის რომელზეც ფრაქტალი წარმოიქმნა) მაქსიმუმზე ან მინიმუმზე შესაბამისად გაყიდვის ან ყიდვის პოზიციებისათვის;

ასევე გიჩევთ, დადებითი ტეიკ პროფიტის შემთხვევაში, დღის ბოლოს პოზიციის დახურვის ნაცვლად მას დაადევნოთ ტრეილინგ სტოპი.

შენიშვნა: დღიურ გრაფიკებზე ვაჭრობა მოითხოვს სავაჭრო დეპოზიტის საკმაო დიდ მდგრადობას, ამიტომ ამ სტრატეგიით ვაჭრობა რეკომენდებულია ცენტურ ანგარიშებზე, ან მიკრო ლოტებით. ამასთნ ერთად, თითოეული სავაჭრო პოზიციის რისკი არ უნდა აღემატებოდეს 4-5%-ს.
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "80-20"

ფორექსის სტრატეგია “80-20”

ფორექსის სტრატეგიის “80-20” ავტორია საერთაშორისო დონის ტრეიდერების წრეში ცნობილ სპეკულანტი ლინდა რაშკე (პრინციპში ყველა, ვინც …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.