სტარტეგია “ZL” – ვაჭრობა მიმდინარეობს Zig Zag ინდიკატორის სიგნალის მეშვეობით და სავაჭრო სტრატეგიის დამატებითი პირობების გამოყენებით.
- სავალუტო წყვილი: EUR/USD;
- თაიმ ფრეიმი: H1 (თუმცა შესაძლბელია ვაჭრობა M30, M15 ინტერვალებზეც);
- გარფიკზე ვაყენებთ Zig Zag ინდიკატორს შემდეგი პარამეტრებით: 15-0-3 (Depth – 15, Deviation – 0, Backstep – 3)(ინდიკატორი სავაჭრო ტერმონალის Meta Trader 4-ის სტანდარტულ კომპლექტაციაშია);
ფორექსის სტარტეგია “ZL” – ვაჭრობის პირობები:
აღმავალი ტრენდის პირობები:
- ვპოულობთ გრაფიკზე ზიგზაგის სამ თანამიმდევრულ აღმავალ მწვერვალს (ექსტრემუმს);
- 1-3 მწვერვალებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 90 ან მეტ პუნქტს;
- თუ პირველი და მეორე პირობა შესრულებულია, ველოდებით კიდევ ერთი მე-4 მწვერვალის წარმოქმნას და ვამოწმებთ შემდეგ პირობას: თუ მანძილი ბოლო მწვერვალებს შორის (ანუ მე-3 და მე-4 მწვერვალებს შორის) არ აღემატება 40 პუნქტს, მაშინ ვავლებთ ჰორიზონტალურ ხაზს მე-3 მწვერვალზე;
- თუ მე-4 მწვერვალი იმყოფება მე-3 მწვერვალზე დაბლა და მანძილი მე-2 და მე-3 მწვერვალებს შორის არ აღემატება 40 პუნქტს, მაშინ ჰორიზონტალურ ხაზს ვავლებთ მე-4 მწვერვალზე;
დონეების დახაზვის წესები:
დაღმავალი ტრენდის პირობები:
- გრაფიკზე ვპოულობთ ზიგზაგის სამ თანამიმდევრულ დაღმავალ მინიმუმს;
- 1-3 მწვერვალებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 90 ან მეტ პუნქტს;
- თუ პირველი პირობა შესრულებულია, ველოდებით კიდევ ერთი – მე-4 მინიმუმის წარმოქმნას და ვამოწმებთ შემდეგ პირობას: თუ მანძილი ბოლო ორ მინიმუმს შორის (ანუ მე-3 და მე-4 მწვერვალებს შორის) არ აღემატება 40 პუნქტს. მაშინ ვავლებთ ჰორიზონტალურ ხაზს მე-3 მინიმუმზე;
- თუ მე-4 მინიმუმი იმყოფება მე-3 მინიმუმზე მაღლა, და მანძილი მე-2 და მე-3 მინიმუმებს შორის არ აღემატება 40 პუნქტს, მაშინ ჰორიზონტალურ ხაზს ვავლებთ მე-4 მინიმუმზე;
ფორექსის სტარტეგია “ZL” – სავაჭრო პოზიციების გახსნა ყიდვა/გაყიდვა:
- როგორც უკვე აღვნიშნეთ ვაკვირდებით გრაფიკზე ფასის მოძრაობას და ინდიკატორი ZigZag -ის დახმარებით ვაგებთ ჰორიზონტალურ დონეებს. გრაფიკზე ერთდროულად შესაძლებელია იყოს აღნიშნული მხოლოდ ორი დონე: ერთი აღმავალი ტრენდის დროს, ხოლო მეორე დაღმავალი ტრენდის შემთხვევაში. როდესაც ჩნდება ახალი დონე ძველი დონე, რომელიც შეესაბამება ამავე ტრენდს, უნდა წავშალოთ;
- ამრიგად გრაფიკზე გვაქვს ორი დონე. მიმდინარე ბარის ამ დონეების მიმართ მდებარეობიდან გამიმდინარე ვაყენებთ გადადებულ ორდერებს:
- თუ ფასი მდებარეობს ორივე დონის ზემოთ, მაშინ ვდებთ Buy Limit ყიდვის გადადებულ ორდერს;
- თუ ფასი იმყოფება ორივე დონის ქვემოთ, მაშინ ვდებთ Sell Limit გადადებულ ორდერს;
- იმ შემთხვევაში თუ ფასი იმყოფება ამ დონეებს შორის, მაშინ ვდებთ ორდერებს ორივე მიმართულებით – Buy Limit და Sell Limit;
გადადებული ორდერები დგება/განთავსდება შესაბამის ჰორიზონტალურ დონეებზე.
სავაჭრო პოზიციის მაგალითი:
სტოპ ორდერების პარამეტრები:
- buy limit ორდერისთვის – პროფიტი-150 პუნქტი, სტოპი-50 პუნქტი;
- sell limit ორდერისთვის – პროფიტი-100 პუნქტი, სტოპი-50 პუნქტი;
სტრატეგიის მიხედვით შექმნილია ავტომატური მრჩეველი, რომლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და მისი გადმოწერა შეგიძლიათ ბმულზე გადასვლის შემდეგ – “მრჩეველი ZL”
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები



Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































