ფორექსის სტრატეგია “Forex Smart – 2” არის ფორექსის სტრატეგიის “Forex Smart” გადამუშავებული ვარიანტი.
- სავალუტო წყვილი: EUR/USD;
- ტაიმ ფრეიმი: Н4, ვინაიდან ან ინტერვალზე სიგნალები არც თუ ისე ხშირია, ამიტომ ვაჭრობა შესაძლებელია M15 და H1 ტაიმფრეიმებზეც;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- მცოცავი საშუალო LWMA (Linear Weighted Moving Average) პრიოდით 5, გამოყენებული: Typical Price — HLC/3 – გრაფიკზე ლურჯი ფერი;
- მცოცავი საშუალო LWMA (Linear Weighted Moving Average) პერიოდით 14, გამოყენებული: Typical Price — HLC/3 – გრაფიკზე შავი ფერი;
- ექპონენციალური მცოცავი საშუალო EMA პერიოდით 233, გამოყენებული: Close – გრაფიკზე მწვანე ფერი;
- ინდიკატორი Stochastic Oscillator, %K:12, %D:12, შენელება: 5, გამოყენებული: Close, Exponential, მინიმუმის დაფიქსირება: 0, მაქსიმუმის დაფიქსირება: 100, დონეები: 20, 30, 70, 80;
- ინდიკატორი MACD — Fast EMA: 5, Slow EMA: 14, MACD SMA: 5, გამოყენებული: Weighted Close (HLCC/4). სურვილის შემთხვევაში ინდიკატორი MACD-ის ნაცვლად შესაძლებელია გამოვიყენოთ ინდიკატორი AO-MODERN;
- ინდიკატორი Avarage True Rance პერიოდით 5 — ATR (5);
ფორექსის სტრატეგია „Forex Smart – 2“ – ალგორითმი
ყიდვა:
- თუ ფასი იმყოფება მცოცავი საშუალო EMA (233)-ის ზემოთ, მაშინ განვიხილავთ მხოლოდ ყიდვის პოზიციებს. ანუ EMA (233) ერთგვარი წყალგამყოფია;
- ველოდებით ძირითად სიგნალს: თუ LWMA(5) გადაკვეთს LWMA(14)-ს ქვემოდან ზემოთ, მაშინ ვხსნით ყიდვის პოზიციას. ამ სიგნალის გარეშე პოზიცია არ იხსნება;
- ვაკვირდებით ინდიკატორ MACD-ის, მისმა ჰისტოგრამამ (სვეტები, ხაზები, შტრიხები) უნდა გადაკვეთოს ნულოვანი დონე ქვემოდან ზემოთ და არჩეულ ტაიმფრეიმზე დაიხუროს ზემოთ;
- პოზიციის გახნის მომენტში ფასი (სანთელი) უნდა იმყოფებოდეს EMA(233)-ის ზემოთ 3 ATR მანძილზე. ანუ თუ 3 ATR არის 90 პუნქტი, მაშასადამე ფასი (სანთელი) უნდა იმყოფებოდეს EMA(233)-დან “90 +” პუნქტის მანძილზე ზემოთ.
რას ნიშნავს 3 ATR მანძილი: ჩვენთვის საინტერესი სანთლის ქვემოთ, ინდიკატორი ATR-ის ჰისტოგრამის შესაბამის სვეტზე (სანთლის მოპირდამირედ არსებულ სვეტზე) მივიტანთ კურსორს და ფანჯარაში გამოჩნდება წარწერა მაგალითად “ATR(5): 0.0030”, ამ რიცხვს ვამრავლებთ 3-ზე, ჩავთვლით მთელ რიცხვად და მივიღებთ 3 ATR მნიშვნელობას. ანუ, მაგალითის მიხედვით: 3 ATR = 3 x 0.0030 = 0.0090, ანუ 90 პუნქტი.
- ინდიკატორი Stochastic არ უნდა იმყოფებოდეს თავისი 80-იანი დონის ზემოთ, ანუ გაჯერებული ყიდვების ზონაში;
- სამივე პირობის შეშრულების შემთხვევაში ვხსნით 3 პოზიციას ერთი და იგივე ზომის ლოტით. (რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მანიმენეჯმენტს);
- ტეიკ პროფიტებს ვაყენებთ პოზიციის გახსნის წერტილიდან: 1 ლოტი – 80 პუნქტი; მე-2 ლოტი 100 პუნქტი; მე-3 ლოტი 130 პუნქტი. თუ გახსნით ერთ ლოტს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია პოზიციების დახურვა ნაწილ-ნაწილ;
- ყიდვის პოზიციის დროს ინდიკატორი სტოჰასტიკი დაეშვა თავისი 70-იანი დონის ქვემოთ, მაშინ ვხურავთ ყველა პოზიციას;
- სტოპ ლოსი დგება ფიქსირებულ ზომაზე 50-100 პუნქტი. სავაჭრო ინტერვალიდან გამომდინარე. ან უახლოესი ლოკალური მინიმუმის ქვემოთ, ან 3 ATR მანძილზე;
- პირველი ორდერის დადებითი რეზულტატით დახურვის შემდეგ სტოპ ლოსი უნდა გადაჩოჩდეს დაყენებული სტოპ ლოსის მანძილის ნახევარზე ან 1.5 ATR მანძილზე. ან შესაძლებელია პოზიციის დატრეილინგება;
ყიდვის მაგალითი:
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
 GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი,  პროგნოზი, ვალუტის კურსი,  ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი,  პროგნოზი, ვალუტის კურსი,  ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
				 
		
 Telegram არხი
    Telegram არხი Facebook ჯგუფი
    Facebook ჯგუფი Facebook გვერდი
    Facebook გვერდი WhatsApp ჯგუფი
    WhatsApp ჯგუფი Youtube არხი
    Youtube არხი



































 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					