ფორექსის სტრატეგია “სამი ეკრანის ბუტერბროდი” წარმოადგნს სხვადასხვა სტრატეგიების ერთგვარ კომბინაციას, რომელთა შორის ერთ-ერთია “სამ ეკრანზე ვაჭრობის სისტემა”. სტრატეგიით ვაჭრობისას გვჭირდება სხვადასხვა ტაიმფრეიმის სამი ეკრანი, რომლებზეც უნდა მოვიძიოთ სამი, ერთი და იგივე მიმართულების, ერთმანეთის დამადასტურებელი სიგნალი.
- ტაიმ ფრეიმი: კომბინირებულად – H4, H1 და М5;
- სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
გრაფიკებზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
H4 გრაფიკზე:
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალი EMA (20), close;
H1 გრაფიკზე (ძირითადი გრაფიკია):
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალი EMA (5) close;
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალი EMA (10) close;
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალი EMA (15) close;
M5 გრაფიკზე:
- ინდიკატორი “ბოლინჯერის ველები” სტანდარტული პატამეტრებით (პერიოდი 20, გადახრა 2, ბიჯი 0);
ფორექსის სტრატეგია “სამი ეკრანის ბუტერბროდი” – გარიგების დადების ზოგადი პირობები:
H4 გრაფიკზე:
- ყიდვა – თუ ფასი იმყოფება EMA (20)-ის ზემოთ;
- გაყიდვა – თუ ფასი იმყოფება EMA (20)-ის ქვემოთ;
H1 გრაფიკზე:
- ყიდვა – თუ EMA (5)-მა გადაკვეთა EMA (10) და EMA (15) ქვემოდან ზემოთ;
- გაყიდვა – თუ EMA (5)-მა გადაკვეთა EMA (10) და EMA (15) ზემოდან ქვემოთ;
გაყიდვა:
- M5 გრაფიკზე ვეძებთ ფასის მიერ ბილინჯერის ველების ზედა მრუდთან შეხების ადგილს. ამ შემთხვევაში ფასი მოქცეული უნდა იყოს ბოლინჯერის შუა და ზედა მრუდებს შორის;
ან,
- M5 გრაფიკზე ვეძებთ ფასის მიერ ბილინჯერის ველების შუა მრუდთან შეხების ადგილს. ამ შემთხვევაში ფასი მოქცეული უნდა იყოს ბოლინჯერის შუა და ქვედა მრუდებს შორის;
- ასეთ წერტილებში ვხსნით გაყიდვის ორდერს;
გაყიდვის მაგალითი:
H4
H1
M5
ყიდვა:
- M5 გრაფიკზე ვეძებთ ფასის მიერ ბილინჯერის ველების ქვედა მრუდთან შეხების ადგილს. ამ შემთხვევაში ფასი მოქცეული უნდა იყოს ბოლინჯერის შუა და ქვედა მრუდებს შორის;
ან,
- M5 გრაფიკზე ვეძებთ ფასის მიერ ბილინჯერის ველების შუა მრუდთან შეხების ადგილს. ამ შემთხვევაში ფასი მოქცეული უნდა იყოს ბოლინჯერის შუა და ზედა მრუდებს შორის;
- ასეთ წერტილებში ვხსნით გაყიდვის ორდერს;
ყიდვის მაგალითი:
H4
H1
M5
სტოლ ლოსი:
- ყიდვისთვის – ლოკალურ მინიმუმზე;
- გაყიდვისთვის – ლოკალურ მაქსიმუმზე;
ტეიკ პროფიტი:
- არ დგება. პოზიცია იხურება მას შემდეგ რაც EMA (5) გადაკვეთს EMA (10)-ს და EMA (15)-ს გახსნილი პოზიციის საპირისპირო მიმართულებით. და რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტია ტრეილინგ სტოპი;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები






Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































