ზოგჯერ, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას საჭიროა ვიცოდეთ პუნქტის ღირებულება – საკრედიტო მხარის განსაზღვრის, სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის სწორი დაყენებისათვის, შესაბამისად ზარალისა და მოგების გამოთვლისათვის.
თავის მხრივ ფორექსის პუნქტი არის მინიმალური მნიშვნელობა, რა მნიშვნელობითაც შესაძლებელია შეიცვალოს კურსი, მაგალითად სავალუტო წყვლისთვის EUR/USD სავალუტო კოტირებაში ერთი პუნქტი შეადგენს 0,0001. ანუ თუ კოტირება არის 1,4329, მაშინ 9 აღნიშნავს პუნქტების მინიმალურ რაოდენობას.
პუნქტის ფასი გვიჩვენებს ვალუტის იმ რაოდენობას, რომელსაც შეიცავს ერთი პუნქტი, მაგალითად – სავალუტო წყვილის EUR/USD ერთი პუნქტი დაახლოვებით 1 აშშ დოლარის , ან 0,7 ევროს ტოლია, იმისდა მიხედვით თუ რა მეთოდით ვაწარმოებთ დაანგარიშებას.
როგორ დავიანგარიშოთ ერთი პუნქტის ღირებულება:
ამისათვის გამოიყენება მარტივი ფორმულა S P= კოტირების ბიჯი х სავაჭრო მოცულობა.
ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ სავაჭრო მოცულობა აღებულია საბაზო ვალუტისთვის, ხოლო პუნქტის ღირებულება და კოტირების ბიჯი აღებულია კოტირებული ვალუტისათვის.
მაგალითად, სავალუტო წყვილისთვის EUR/USD სავაჭრო მოცულობით 10 000 ევრო, კოტირების ბიჯით 0,0001 – ერთი პუნტი დაანგარიშდება შემდეგნაირად : 0,0001х10000=1.
მაშასადამე, ერთი პუნქტის ღირებულება სავალუტო წყვილისთვის EUR/USD არის 1 აშშ დოლარი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































