აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულების მქონე ტალღების სერიას, რომლებიც ქმნიან ფასურ პატერნს. ყოველი ტალღა აღინიშნება ციფრით.
აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა – მოდელი. განვიხილოთ მისი ფორმირების წესები:
- ტალღა № 1 – მოდელის ფუძე;
- ტალღა № 2 – რომელიმე მნიშვნელოვანი მწვერვალი. ტალღა № 1-ის მაქსიმუმიდან გამოსვლა არ არის სავალდებულო და აუცილებელი;
- ტალღა № 3 – ახალი მინიმუმი. ამ ტალღამ ყოველთვის უნდა გაარღვიოს ტალღა № 1-ის მინიმუმი;
- ტალღა № 4 – ყოველთვის უნდა გავიდეს ტალღა № 1-ის მინიმუმიდან, მაგრამ არ უნდა გავიდეს ტალღა № 2-ის მაქსიმუმიდან;
- ტალღა № 5 – ახალი მინიმუმი. გადის ტალღა № 3-ის მინიმუმიდან;
- ტალღა № 6 – იწყება ტალღა № 5-ის დამთავთავრების შემდეგ და არის ყველაზე მძლავრი/ენერგიული ზემოთ ჩამოთვლილ ტალღებს შორის;
ვულფის ტალღების იდენტიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ფორმირებულია პირველი ოთხი ტალღა. ხოლო ვაჭრობა რეკომენდებულია მხოლოდ მე-6 ტალღაზე. უფრო მეტიც – ვულფის ტალღებზე მუშაობის მთელი თეორია მდგომარეობს მე-6 ტალღაზე ვაჭრობაში.
როდესაც ფორმირებულია ტალღები: 1,2,3,4, შესაძლებელია გავავლოთ ორი წრფე, რომლებიც ითვლება საბაზო სხივებად. პირველი წრფე/სატრენდო ხაზი უნდა გავავლოთ ტალღა № 1-ის მინიმუმზე და ტალღა № 4-ის მაქსიმუმზე და წარმოადგენს ტალღა № 6-ის დასრულების ორიენტირს/მიზანს.
მეორე წრფე უნდა გავავლოთ ტალღა № 1-ს და ტალღა № 3-ის მინიმუმებზე. ეს წრფე/სატრენდო ხაზი ითვლება ტალღა № 5-ის დასასრულის საორიენტაციო ნიშნულად და ტალღა № 6-ის დასაწყისად. ტალღა № 5-მა, შესაძლებელია ზოგჯერ არ მიაღწიოს, ან გასცდეს აღნიშნულ სატრენდო ხაზს/წრფეს. ამ მოვლნას განვიხილავთ სხვა სტატიაში.
ტალღა № 6-ზე ვაჭრობის დასაწყებად სასურველია მივიღოთ დამატებითი, დადასტურების სიგნალი. მაგალითად შესაძლებელია გამოვიყენოთ მცოცავი საშუალოს ინდიკატორი, რომლის პარამეტრად დავაყენებთ ისეთ პერიოდს, რომ მისი მრუდი წარმოადგენდეს ტალღა № 5-ის მხარდაჭერას. სწორედ ამ ინდიკატორის გარღვევა იქნება დამატებითი სიგნალი. ან/ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ ტრენდული ხაზი, რომელსაც გავავლებთ ტალღა № 5-ის მაქსიმუმებზე.
კიდევ ერთ დამადასტურებელ სიგნალად შესაძლებელია მოგვევლინოს სანთლური მოდელის ფორმირება ტალღა № 5-ის დასასრულ ეტაპზე, 1-3 სატრენდო ხაზზე. ასევე ტალღის მიერ რაიმე მნიშვნელოვანი დონის – მურეის დონის ან მცოცავი საშუალოს მიღწევა.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები

Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































