ვინაიდან ვულფის ტალღების იდენტიფიკაციისათვის წესების ცოდნასთნ ერთად უმნიშვნელოვანესია ტალღების ვიზუალური აღქმა, ამიტომ ამ სტატიაში განვიხილოთ ამ პატერნის კიდევ ორი მაგალითი.
ვულფის ტალღების გრაფიკული მაგალითები
სურათი № 1
სურათი № 1-ზე ნაჩვენებია ვულფის იდეალური აღმავალი ტალღა. მე-5 ტალღას ცოტა დააკლდა მოდელის ქვედა წრფემდე (ტრენდულ ხაზამდე), მაგრამ მე-6 ტალღა ზუსტად დასრულდა 1-4 ექსტრემუმებზე გავლებულ ტრენდულ ხაზზე.
აგრესიული ტრეიდერები ყიდვის პოზიციაში შევიდოდნენ მე-5 ტალღის დასრულებისთანავე, მაგრამ იმისათვის რომ რისკები შევამცროთ, შესაძლებელია ყიდვის ორდერები დავსვათ მე-5 ტალღის არხის ზედა საზღვარის ზემოთ. 2-4 ტალღის ექსტრემუმებზე გავლებული სატრენდო ხაზის გარღვევა დაადასტურებს მე-6 ტალღის რალის დასაწყისს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავხსნათ დამატებითი პოზიცია. მოგების ფიქსაცია მიზანშეწონილია ფასის მიერ 1-4 სატრენდო ხაზის მიღწევისთანავე.
სურათი № 2
სურათი № 2-ზე წარმოდგენილ დაღმავალი ვულფის ტალღის შემთხვევაში, ტალღა მცირედით გაცდა 1-3 წრფეს. პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით, ვყიდით მე-5 ტალღის მიერ ტრენდული ხაზის გარღვევისთანავე. ხოლო 2-4 ტრენდული ხაზის გარღვევა კი წარმოადგენს დამატებით სიგნალს მე-6 ტალღის ფორმორებისათვის.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები


Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































