სარჩევი
2025 წლის 29 0ქტომბერს, თბილისი დროით 22:00 საათზე გამოქვეყნდება აშშ ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფინანსო პარამეტრია მსოფლიო საფინანსო სისტემისათვის.
✅ აშშ ფედერალური რეზერვი აშშ ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს. კლასიკურ ცენტრალურ ბანკებისაგან ნიუანსებით განსხვავდება, თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა.
ამასთან დაკავშირებით, ორი სიტყვა ცენტრალური ბანკის ძირითადი ინსტრუმენტის საპროცენტო განაკვეთის შესახებ.
ტრენდების მიმართულება საპროცენტო განაკვეთის მიხედვით:
✅ საფინანსო ბაზრების ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა — ცენტრალური ბანკების ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.
✅ ამ პროცესის ცოდნა ნიშნავს – საფინანსო აქტივების ფასების მოძრაობების ფუნდამენტის დანახვას.
✅ ცენტრალური ბანკი (ცბ) — ქვეყნის ფინანსური სისტემის მთავარი რეგულატორია.
✅ ცენტრალური ბანკის მიერ ქვეყნის ეკონომიკაზე და ვალუტის კურსზე გავლენის მთავარი ინსტრუმენტია საპროცენტო განაკვეთი.
✅ ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი არის პროცენტი, რომლის პირობითაც, ანუ რომლის მიხედვითაც კომერციული ბანკები ცენტრალური ბანკისგან იღებენ კრედიტებს.
ცენტრალური ბანკის პოლიტიკის ორი რეჟიმი:
🟥 რბილი პოლიტიკა (ფინანსურ ჟარგონზე მტრედების პოლიტიკა): დაბალი საპროცენტო განაკვეთი.
🟢მიზანი:
ეკონომიკის სტიმულირება. კრედიტები იაფია, ბიზნესი და მოსახლეობა მეტ ფულს იღებს და მეტ ფულს ხარჯავს.
🟢გავლენა ვალუტაზე:
ვალუტის დასუსტება. “იაფი” ფული ზრდის ბრუნვაში მის მიწოდებას საბანკო სისტემის მხრიდან, რაც შესაბამისად ამცირებს ვალუტის ღირებულებას. (როგორც ვიცით ვალუტა, ფული, ისეთივე საქონელია, როგორც მაგალითად კიტრი ან პომიდორი, თუმცა განსხვავებული ნიუანსებით).
🟥 მკაცრი პოლიტიკა (ფინანსურ ჟარგონზე ქორების პოლიტიკა): მაღალი საპროცენტო განაკვეთი.
🟢მიზანი:
ინფლაციის შემცირება, “გადახურებული” ეკონომიკის გაგრილება. კრედიტები ძვირდება, ფულზე მოთხოვნა ნელდება, სუსტდება. ჭარბი ფული უბრუნდება საბანკო სექტორს. ბიზნესი და მოსახლეობა ნაკლებ ფულს ხარჯავს.
🟢გავლენა ვალუტაზე:
ვალუტის გამყარება. ძვირი კრედიტები ვალუტას მიმზიდველს ხდის ინვესტიციებისთვის, უფრო მაღალი შემოსავლიანობის გამო, მოთხოვნა მასზე იზრდება, შესაბამისად მისი ფასი იზრდება, ვინაიდან როგოც ვთქვით ვალუტა იგივე საქონელია.
სავაჭრო დასკვნა:
🟥 ძირითადი წესი:
ქვეყნის ვალუტა, რომლის ცენტრალური ბანკიც ზრდის განაკვეთებს (ან იძლევა ამაზე სიგნალებს – ფრაზაში საკვანძო სიტყვაა “სიგნალი”), ხშირ შემთხვევაში მყარდება. განაკვეთების შემცირების მოლოდინისას — ვემზადებით ვალუტის ვარდნისათვის.
წესის მნიშვნელოვანი გამონაკლისი:
🟥 საპროცენტო განაკვეთის პარამეტრზე, მის რიცხობრივ გამოხატულებაზე უფრო მნიშვნელოვანია, — ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების განცხადებები შესაბამის სხდომებსა და პრესკონფერენციებზე.
და ბოლოს, ვემხრობი იმ პროგნოზს, რომ საპროცენტო განაკვეთი ამჯერად შემცირდება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































