საფონდო ბაზარი — ფართო ცნებაა, რომელიც ასობით ინდექსს, ათასობით აქციას და ეკონომიკის მთელ სექტორებს მოიცავს.
ამიტომ, დეტალებში ჩაუღრმავებლად, ეს თემა უფრო მარტივად განვიხილოთ — BTC-სა და S&P 500 ინდექსის ურთიერთკავშირის მაგალითზე.
✅ S&P 500 ინდექსი ერთ-ერთი ძირითადი ბენჩმარკია (ეტალონური შეფასება, ეტალონი, ორიენტირი), რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყურადღებით აკვირდებიან ინვესტორები და რომელიც მთლიანად საფინანსო ბაზრის ზოგად განწყობას კარგად ასახავს.
✅ S&P 500 — არის საფონდო ინდექსი, რომელშიც შედის აშშ-ის კაპიტალიზაციით 500 უმსხვილესი საჯარო კომპანია. არსებითად, ეს ამერიკული ეკონომიკის მდგომარეობის ერთგვარი “თერმომეტრია”.
✅ თუ ინდექსი იზრდება — ეს ნიშნავს, რომ წამყვანი კომპანიების აქციები იზრდება და ბაზარზე ზოგადი განწყობა პოზიტიურია.
✅ თუ ინდექსი ეცემა — ველოდებით კორექციას ან გაყიდვების ტალღას.
ცოტა ხნის წინს ბიტკოინი ამ ინდექსთან თითქმის სინქრონულად და თანხვედრილად კორელირებული იყო. თუმცა, რაღაც მომენტში საპირისპირო კორელაცია დაიწყო:
✅ როცა ინდექსი იზრდება — ბიტკოინი ხშირად გვერდზე რჩება, არ რეაგირებს.
✅ როცა ინდექსი კორექციას იწყებს — BTC ხშირად მასთან ერთად მოძრაობს, ზოგჯერ კი წინ უსწრებს კიდეც.
ამიტომ S&P 500 ინდექსი დღემდე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ბიტკოინზე ვაჭრობის დამატებითი ორიენტირი.
თუ ინდექსის გრაფიკზე ჩანს, რომ აღმავალი მოძრაობის კორექცია მწიფდება — ღირს ფიქრის დაწყება ბიტკოინზე ყიდვის პოზიციის დახურვისათვის და გაყიდვების მზადებისათვის.
ასე რომ, როცა ბიტკოინზე და კაპიტალიზაციით ტოპ ათეულში შემავალ ალტებზეა საუბარი, სიტუაცია ყოველთვის კომპლექსურად უნდა შევაფასოთ — მაკროეკონომიკის, საფონდო ბაზრის მოძრაობისა და ინსტიტუციონალების ქცევის გათვალისწინებით.
და მაშინ, როცა შაბათს გაურკვეველი ან სუსტად არგუმენტირებული “სპეკულაცია” ჩანს, ორშაბათს — საფონდო ბაზრის გახსნისას — ნათელ სავაჭრო სეტაპად შეიძლება გადაიქცეს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით