კრიპტო ბაზრის მანიპულაციის TOP 3

კრიპტო ბაზრის მანიპულაციის TOP 3

სარჩევი

ვისაც ეზარება ან არ ეზარება, ვინც იცის თუ არ იცის ყველამ დაწერა ამჟამად მიმდინარე კრიპტო ბუმის, კერძოდ ბიტკოინის ბუმის შესახებ (2024 წლის თებერვლის მიწურული). ამ ტექსტებში და პროგნოზებში რა არის მართალი და რა არის ტყუილი ამას ისტორია დაგვანახებს.

თუმცა, მთავარი არის ერთი – ყველა სახის ბაზარზე მთავარი და წამყვანი როლი უჭირავს ემოციებს. და ამ ემოციების აგრეგატორები არიან ბაზრის მსხვილი მოთამაშეები.

ისინი სხვადასხვა მეთოდებით და მანიპულაციებით ცდილობენ ხალხის მასებში რომელიმე, საჭირო სახის ემოციის გამოწვევას, რათა ამ ემოციების მეშვეობით მიიღონ მოგება.

განვიხილოთ ყველაზე პოპულარული მანიპულაციები.

Pump&Dump

მარტივი, მაგრამ ეფექტური მანიპულაცია: პამპერები ავრცელებენ ინფორმაციას რაღაც წარმოუდგენლად პერსპექტიული მონეტის შესახებ, რომელიც ჰა და ჰა გაისვრის, ანუ გაიზრდება და მის მფლობელს მისცემს უამრავ მოგებას. ბაზრის გამოუცდელი მოთამაშეები კითხულობენ ამ ტიპის ინფორმაციებს და შესაბამისად ყიდულობენ ამ მონეტებს.

როდესაც მონეტის ფასი იზრდება, პამპერები მოულოდნელად განტვირთავენ წინასწარ შეძენილ ტოკენებს და აფიქსირებენ მოგებას. ხოლო ის ვინც დაიჯერა მონეტის ზრდის პერსპექტივა, ის კარგავს ინვესტიციას.

ამ ტიპის მანიპულაციის ამოცნობა რთული არ არის. როგორც კი ხმაური ატყდება მედიაში, სოცქსელებში და პირით მოსაუბრე ანალიტიკოსების მხრიდან ამა თუ იმ, ნაცნობი ან უცნობი „სასწაულმოქმედი“ მონეტის შესახებ – მისი ფასი მკვეთრად იზრდება.

Wash Trading

პირდაპირი თარგმანი ქართულ ლექსიკაში არ დამკვიდრდა თუმცა მიხვდით ალბათ, რომ ეს ტერმინი ნიშნავს „ფულის გათეთრებისთვის“ ვაჭრობას.

ამ შემთხვევაში ბაზრის მსხვილი მოთამაშეები, ე.წ. ვეშაპები ერთმანეთთან შეთანხმებით ერთმანეთში, ან თავიანთივე ინსტიტუციების მეშვეობით თავიანთ მოედნებზე თავად ყიდიან და ყიდულობენ რაიმე სახის მონეტას, რათა შექმნან აქტივობის ილუზია და ამით შეცდომაში შეიყვანონ ბაზრის სხვა მოთამაშეები.

მანიპულირების ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია ძირითადად NFT ბაზარზე და მცირე კაპიტალიზაციის მქონე ალტებზე. ამ გზით ვეშაპები უბიძგებენ ინვესტორებს იყიდონ ტოკენები, გაზარდონ და დააფიქსირონ ფასი.

ასე უბიძგებს მსხვილი მოთამაშეები სხვა ინვესტორებს იყიდონ ტოკენები, გაზარდონ და დააფიქსირონ ფასი.

Spoofing

ტრეიდერებისთვის ტრენდის ტენდენციის ერთ-ერთი საბაზო ინდიკატორია – ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების (ორდერების) რაოდენობა.

მანიპულატორები ქმნიან ყალბ მსხვილ შეკვეთებს, რომლებიც სწრაფად უქმდება მათ შესრულებამდე. ამ გზით მანიპულატორი ქმნის ბაზრის განწყობის ცრუ სურათს. აი, ჭიქაში ვაჭრობა და ამგვარი სისულელეები ხომ გაგიგიათ – პრინციპში ეგ არის.

მაგალითად, სპუფერი ქმნის რამდენიმე ყიდვის ორდერს, რათა შეიქმნას გარკვეული ფასით აქტივზე მოთხოვნის ილუზია. როდესაც ფასი უახლოვდება ამ ფასურ დონეს – ორდერი უქმდება, ხოლო აქტივის ფასი ეცემა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის ბიტკოინი

რა არის ბიტკოინი (Bitcoin)

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ლეგიტიმური შესაძლებლობა, გახსნას Forex ანგარიშები ბიტკოინში (Bitcoin), …