BCT პროგნოზი 2024 სატოში ნაკამოტო

BTC – მსხვილი ფინანსური კომპანიებისა და წამყვანი ექსპერტების პროგნოზი 2024 წელს ბიტკოინის ფასის შესახებ

წარმოგიდგენთ მსხვილი ფინანსური კომპანიებისა და წამყვანი ექსპერტების საინტერესო პროგნოზს 2024 წელს ბიტკოინის ფასის შესახებ.


BCT პროგნოზი 2024

BTC – 250 000 $

თიმ დრეიპერი (Tim Draper) – ვენჩურული ბიზნესის ერთ-ერთი პიონერი ამერიკის შეერთებულ შტატებში. Draper Fisher Jurvetson (DFJ) კომპანიის თანადამფუძნებელი, რომელიც არის საწყის და განვითარების ადრეულ სტადიებში მყოფ ტექნოლოგიურ კომპანიებში ვენჩურული ინვესტიციების მსოფლიო ლიდერი.

* ვენჩურული ინვესტიცია/ვენჩურულიკომპანია – ეს ნაწილობრივად მეგრული 🙂 პიკანტური წარმოშობის სახელწოდება წარმოქმნილია ინგლისური სიტყვიდან Venture (სარისკო, რისკიანი). ვეჩურული კომპანიები სპეციალიზდებიან ფინანსური საქმიანობის ისეთ ნაირსახეობაში, რომლებიც უკავშირდება რისკიან ბიზნესებში კაპიტალდაბანდებას (ინვესტიციას).

BTC – 180 000 $

ტომ ლი (Tom Lee, Thomas Lee) — ამერიკელი ფინანსური ანალიტიკოსი, უოლ სთრიტის სტრატეგი და ე.წ. საბირჟო „გურუ“, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ბიტკოინის საფინანსო სიცოცხლისუნარიანობის პერსპექტივას. კრიპტობაზრის ოპტიმისტური პროგნოზების ავტორი.

BTC – 70 000 $

არტურ ჰეისი (Arthur Hayes) – ამერიკელი ბიზნესმენი, კრიპტობირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი.

BTC – 1 000 000 $

კეტრინ ვუდი (Cathie Wood, Catherine Duddy Wood)— ინვესტორი და მსოფლიოში ყველაზე ეფექტური და მზარდი საინვესტიციო კომპანიის ARK Invest-ის დამფუძნებელი.

BTC – 148 000 $

პანტერა კეპითალ (Pantera Capital) — მსოფლიოში უდიდესი ამერიკული ჰეჯ-ფონდი, რომელიც სპეციალიზდება კრიპტოვალუტაზე.

* ჰეჯ-ფონდი (Hedge Fund)– საინვესტიციო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია განსაზღვრული რისკებით – შემოსავლიანობის მაქსიმალიზაციაზე, ან განსაზღვრული შემოსავლიანობით – რისკების მინიმალიზაციაზე. პროფესიონალი მმართველების მეშვეობით იცავს ინვესტორების ინტერესებს და განკარგავს მათი აქტივების პორტფელს.

BTC – 100 000 $

ადამ ბეკი (Adam Back) – ბრიტანელი ბიზნესმენი. კრიპტოგრაფიის სპეციალისტი და შიფროპანკი. ცნობილია, რომ წერილობითი ურთიერთობა ჰქონდა სატოში ნაკამოტოსთან  და ბიტკოინის შექმნაში თეორიული წვლილი აქვს შეტანილი. მისი პუბლიკაციები ჩადებულია ბიტკოინის სისტემის აღწერილობაში.

* სატოში ნაკამოტო (Satoshi Nakamoto) – ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ფსევდონიმი, რომელმაც/რომლებმაც შეიმუშავეს კრიპტოვალუტა ბიტკოინის პროტოკოლი და შექმნა/შექმნეს პროგრამული უზრუნველყოფის პირველი ვერსია, რომელშიც ეს პროტოკოლი იყო ინტეგრირებული.

* კრიპტოგრაფია (Cryptography)– კონფიდენციალურობის, აუტენტიფიკაციის, დაშიფვრის და მონაცემთა ბაზების დაცვის მეთოდების შემსწავლელი მეცნიერება.

* შიფროპანკი (Cypherpunk) – ანონიმურობის დაცვსა და კრიპტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანების არაფორმარული გაერთიანება.

* აუტენტიფიკაცია (Authentication) — ნამდვილობის შემოწმების პროცედურა

BTC – 45 000 $

ჯიპი მორგანი (Jp morgan) – მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი. მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შედის ბანკების ე.წ. „დიდ ოთხეულში“. ცნობისათვის – დიდი ოთხეულის წევრები არიან: Jp morgan, Bank of America, Citigroup და Wells Fargo.

BTC – 100 000 $

რობერტ ტორუ კიოსაკი (Robert Toru Kiyosaki)— ამერიკელი ბიზნესმენი, ინვესტორი, მწერალი, ორატორ-მოტივატორი, Yahoo! Finance -ს წამყვანი ფინანსური ანალიტიკოსი. მისი საყოველთაოდ ცნობილი ბესტსელერია „მდიდარი მამა ღარიბი მამა“ (Rich Dad Poor Dad).

* Yahoo! Finance — ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი და უმთავრესი ფინანსური ინფორმაციების პროვაიდერი. ეკუთვნის კორპორაცია Yahoo-ს. წლიური მომხმარებელთა რაოდენობა – 70 მილიონი.

* Yahoo! — ამერიკული კომპანია, რომელიც ფლობს სიდიდით და პოპულარობით მსოფლიოში მეორე საძიებო სისტემას, რომელიც გაერთიანებულია Yahoo! Directory -ის პორტალში.

BTC – 500 000 $

მაიკლ ნოვოგრატსი (Michael Novogratz) – ამერიკელი ტრეიდერი, ჰეჯ-ფონდის მმართველი. კომპანია Galaxy Investment Partners-ის გენერალური დირექტორი, რომელიც ორიენტირებულია კრიპტოვალუტების Bitcoin-ის და Etherium-ის ინვესტიციებში.

BTC – 120 000 $

სტანდარდ ჩარდტერდი (Standard Chartered PLC) – ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომელიც ახორციელებს ფინანსური სერვისების ფართო სპექტრს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის ბიტკოინი

რა არის ბიტკოინი (Bitcoin)

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ლეგიტიმური შესაძლებლობა, გახსნას Forex ანგარიშები ბიტკოინში (Bitcoin), …