ფორექს კალენდარი (ENG)

ფორექს კალენდარი (ENG)

სტატიაში წარმოდგენილია ტრეიდერებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეების კალენდარი, რომლებიც წარმოადგენენ ვალუტის მამოძრავებელ ერთგვარ გენერატორს. ამ სიახლეების გათვალისწინება ტრეიდერს საშუალებას აძლევს:

  • სწორად დაგეგმოს ორდერის გახსნის დრო;
  • სიახლეების მოახლოვებასთან დაკავშირებით გახსნილი ორდერი დროულად გადაიყვანოს უზარალობის პოზიციაზე;
  • ორდერის გახსნისას გაითვალისწინოს სტოპ-ლოსის სიდიდე, რათა ეკონომიკური სიახლეების პუბლიკაციისას გამოწვეულმა ბაზრის რყევამ შემთხვევით არ გამოიწვის სტოპ-ლოსის ამოქმედება;
  • ფუნდამენტალურ სიახლეებზე მოვაჭრე ტრეიდერებს დროულად მიაწოდოს ეკონომიკური სიახლის გამოქვეყნების ზუსტი დრო, რათა მათ წინასწარ დაგეგმონ პოზიციის გახსნის სტრატეგია;

 

ფინანსური პორტალი Investing.com.

 

ფორექსის ეკონომიკური კალენდარი შესაძლებლობას გაძლევთ გაიგოთ ეკონომიკური სიახლეების გამოქვეყნების დრო, აგრეთვე დაინახოთ ესა თუ ის მოვლენა როგორ გავლენას მოახდენს ვალუტის კურსზე და რა სიძლიერის იქნება ეს გავლენა.

კალენდარს აქვს შემდეგი ფუნქციები:

  • დრო – სიახლეების გამოქვეყნების დრო, თქვენთვის სასურველი დროის სარტყელის მიხედვით;
  • ვალუტა – რომელ ვალუტაზე იქონიებს სიახლე უფრო მეტ გავლენას;
  • მნიშვნელობა – განსაზღვრავს გავლენის ხარისხს გამოსახულია ხარის თავების მსგავსი მცირე ზომის სურათებით;
  • ინდექსი – მოვლენის/სიახლის სახელწოდება;
  • ფაქტობრივი გავლენა კურსზე – სიახლის გამოქვეყნების შემდეგ ვალუტის სავარაუდო მოძრაობა ამა თუ იმ მიმართულებით;
  • პროგნოზი – მოსალოდნელი მოვლენისთვის (ინდექსების ცვლილებების მაჩვენებელი);
  • წინა მაჩვენებელი – წინა ინდექსის მაჩვენებელი;
  • “+” – მასზე დაჭერის შემდეგ თქვენ დაინახავთ საჭირო ინდექსის ვრცელ განმარტებას;

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრაცია, რის მეშვეობითაც შეძლებთ ფორექს-სიახლეების არჩევას ვალუტების მიხედვით USD, EUR, CHF, JPY, CAD, GBP, AUD, NZD. შეგიძლიათ აირჩიოთ საჭირო თარიღი, დროის სარტყელი და სიახლეებს მნიშვნელობა. გიჩევთ აირჩიოთ ის სიახლეები, რომლებიც მაქსიმალურად მნიშვნელოვანია (2 ან 3 “ხარის თავი”)

აღნიშნული ინსტრუმენტი ფართოდ გამოიყენება ფორექსის სიახლეებზე ვაჭრობის დროს. ინსტრუმენტის წარმატებულად გამოყენებისთვის საჭიროა საკმაოდ სწორად შეაფასოთ ამა თუ იმ მოვლენის/სიახლის გავლენა კონკრეტულ ვალუტაზე. ორდერი უნდა გახსნათ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინახავთ ვალუტის ფასის მოძრაობას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ვალუტების კონვერტერი

ვალუტების კონვერტერი

ვალუტების კონვერტერი ფინანსური პორტალისგან Investing.com Россия.