Satoshi Nakamoto

ვინ არის სატოში ნაკამოტო (II ნაწილი)

კიდევ ერთი საინტერესო დეტალია სატოშის დაბადების თარიღის შესახებ. იგი სავარაუდოდ 1975 წლის 5 აპრილს დაიბადა. შეთქმულების თეორიების მიმდევრებმა ამაშიც დაინახეს ღრმა მნიშვნელობა.

როგორც ირკვევა, 1933 წლის 5 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა დააწესა აკრძალვა ოქროს შენახვის შესახებ.

ხოლო, 1975 წლის 5 აპრილს ეს განკარგულება გაუქმდა. შესაძლოა, ასეთი რიცხვების თამაშის გამოყენებით, სატოშის სურდა აქცენტი გაეკეთებინა ტრადიციული ფინანსური სისტემის არასრულყოფილებაზე.

სატოში ნაკამოტოს სახელის  სხვა პრეტენდენტები
გევინ ანდრესენი (Gavin Andresen)

არის სატოშის ერთ-ერთი თანამოაზრე და ქსელის აქტიური დეველოპერი. გევინი იყო პირველი, ვინც შექმნა ბიტკოინის ონკანი (bitcoin faucet).

და ჰოი სოცრებავ, 2011 წლის 26 აპრილს მსოფლიო სატოშის ხმას უკანასკნელად  გაიგონებს. ის გაუგზავნის გევინს მეილს, რომელშიც აუწყებს, რომ იგი ტოვებს პროექტს და თან მუყვება ბლოკჩეინის სამომავლო განვითარების საკუთარი ხედვების შესახებ.

კარლსონი ვისაც წაკითხული გაქვთ გახსოვთ ალბათ ფრაზა „იგი (კარლსონი) გაფრინდა მაგრამ დაგვპირდა, რომ მალე დაბრუნდება“. რაღაც ამდაგვარი რაღაც გამოუვიდა სატოშისაც.

იმავე წელს გევინი წერს საინტერესო ტექსტს ​​Bitcoin Talk ფორუმზე. სადაც აღნიშნავს, რომ მალე ეწვევა CIA-ს შტაბ-ბინას (ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო ბიურო ე.წ. „ცერეუ“), რათა ისაუბროს კონფერენციაზე საკუთარი პრეზენტაციის შესახებ კრიპტოვალუტის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

ეს მოვლენა დროში ემთხვევა სატოშის გაუჩინარებას.

ნიკ საბო (Nick Szabo)

მეცნიერი, კრიპტოგრაფი, შიფროპანკი. იგი Bitcoin-ის და Ethereum-ის სათავეებთან იდგა.

1998 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი „Bit Gold“ – დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის კონცეფცია, რომლის საფუძველია კრიპტოგრაფია.

Bit Gold და ბიტკოინის white paper კონცეფციის გაანალიზებისას ექსპერტებმა ბევრი მსგავსება აღმოაჩინეს. საინტერესოა, რომ „ white paper “ ზუსტად 10 წლის შემდეგ, 2008 წელს გამოიცა.

ნიკ საბომ  ბიტკოინის განვითარებაში შეტანილი წვლილის გარდა, ასევე დიდი წვლილი შეიტანა Ethereum-ის განვითარებაშიც. 1994 წელს მან გამოაქვეყნა ჭკვიანი კონტრაქტების კონცეფცია. 2015 წელს ეს ნამუშევარი გახდება Ethereum-ის საფუძველი.

ნიკ საბოს უდიდესი დამსახურება აქვს კრიპტო საზოგადოების წინაშე, თუმცა კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი  სატოში ნაკამოტოა.

კრიპტო საზოგადოებამ შენიშნა მსგავსება საბოსა და სატოშის ლექსიკასა და წერის სტილში. თუმცა, თავის დროზე სატოშიმ ვერ უპასუხა კითხვებს ბიტკოინის იურიდიულ კომპონენტთან დაკავშირებით, რადგან ის ამტკიცებდა, რომ არ იყო ძლიერი იურისპრუდენციაში. ხოლო ნიკ საბო კი სერტიფიცირებული იურისტია.

სტატიის პირველი ნაწილი > > >

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის ბიტკოინი

რა არის ბიტკოინი (Bitcoin)

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ლეგიტიმური შესაძლებლობა, გახსნას Forex ანგარიშები ბიტკოინში (Bitcoin), …