Satoshi Nakamoto

ვინ არის სატოში ნაკამოტო (I ნაწილი)

საფინანსო ბაზრებთან გვერდით ჩავლილმა ადამიანებმა ვიცით ვინ არის მაგალითად ეთერიუმის შემქმედი. იგი ერთი, იდიოტის სიფათის მქონე, მაგრამ უჭკვიანესი და გენიალური რუსი ებრაელი ვიტალიკა ბატურინია.

მაგალითად, ყველამ იცის Luna-ს და TerraUSD-ს შემქმედი დო კვონი (Do Kwon), რომელიც 2023 წლის მარტში დაიჭირეს და კრიპტობაზრის მაქინაციებში სდებენ ბრალს.

და ა.შ. ამ სფეროში ჩახედულმა ადამიანებმა მეტ-ნაკლებად იციან ამა თუ იმ გამრღვევი ტექნოლოგიური ან/და საფინანსო ნივაციების ავტორების ვინაობა. მაგრამ, არავინ იცის ვინ არის  კრიპტო ინდუსტრიის, კრიპტო ტექნოლოგიის, კრიპტო ბაზრის  ფუძემდებლის, ბიტკოინის ავტორის სატოში ნაკამოტოს ნამდვილი ვინაობა.

ინფორმაციები, რომლებიც ცნობილია სატოშიზე (Satoshi Nakamoto):

დავმარცვლოთ სახელი და ვთარგმნოთ იაპონურიდან.

“სატოში (Satoshi)” – სუფთა გონება

“ნაკა (Naka)” – კავშირი

“მოტო (Moto)” – საფუძველი

სხვა ვერსიით: შეთქმულების თეორიბის მოყვარულებივარაუდობენ, რომ სამსუნგმა, ტოშიბამ, ნაკამიჩიმ და მოტოროლამ ერთობლივად შექმნეს ბიტკოინის ტექნოლოგია და სახელიც შესაბამისად მათი კომპანიების დასახელებიდან მოდის.

SAmsung + TOSHIba = Satoshi

NAKAmichi + MOTOrola = Nakomoto

არ ვიცი რამდენად ღირს ფიქრი ამ ვერსიაზე, თუმცა მას რომ ადექტვატურად არსებობის უფლება აქვს ეგ ფაქტია.

და იმ ვერსიებსაც აქვთ არსებობის უფლება, რომელთა მიხედვითაც კრიპტოტექნოლოგიის ავტორები არიან რუსები, ან ჩინელები, ან ორივე ერთად, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ამერიკული დოლარის მსოფლიო ჰეგემონიას. ბოლო ომმა და მასთან დაკავშირებულმა გლობალურმა ფინანსურმა ნაკადებმა ამ ვერსიას უფრო მეტი არგუმენტები შესძინა.

რამდენი BTC აქვს კრიპტო ინდუსტრიის მამას

ცნობილია, რომ ნაკამოტოს ანგარიშზე დაახლოებით 1 მილიონი BTC აქვს. მან დახარჯა დაახლოებით 500 მონეტა. მარტივი არითმეტიკით შესაძლებელია მისი კუთვნილი კაპიტალის გამოთვლა აშშ დოლარში.

რა მოხდება, თუ სატოშის რეალური ვინაობა მოულოდნელად გაირკვევა

99 %-იანი ალბათობით, ყველა რჯულის სამართალდამცავები და მარეგულირებლები მას ღერა-ღერა დაპუტავენ, დეტალებში ბოლომდე ჩაწვდებიან და უამრავ კითხვას დაუსვამენ, რამაც შესაძლოა მისი დაკავება და სასამართლო პროცესი გამოიწვიოს.

თუ სატოში ოდესმე გადაწყვეტს გაყიდოს ყველა კუთვნილი ბიტკოინი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის სერიოზული კრახი.

სატოში ნაკამოტოს სავარაუდო ვინაობა
დორიან პრენტისი (Dorian Prentice)

ბევრი ამტკიცებს, რომ ბიტკოინის შემქმნელი იაპონური წარმოშობის ამერიკელი პროფესორი დორიან პრენტისი (Dorian Prentice) სწორედ ის სატოში ნაკამოტოა.

თუმცა, 2014 წელს, P2P Foundation ინტერნეტ ფორუმის სატოშის აკაუნტზე დაიწერა ტექსტი: „მე არ ვარ დორიან ნაკამოტო“.

Bitcointalk.org-ის ფორუმის მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა, რადგან ტექსტი არ იყო ხელმოწერილი კრიპტოგრაფიული გასაღებით, რომელსაც სატოში ადრე იყენებდა.

თავად დორიანი უარყოფს მის მონაწილეობას ბიტკოინის შექმნაში.

ჰელ ფინი (Hal Finney)

იგი ამერიკელი პროგრამისტია, სატოში ნაკამოტოსგან BTC ტრანზაქციის პირველი მიმღები. განვითარების ადრეულ ეტაპზე ის დაეხმარა სატოშის შეცდომების პოვნაში და ქსელის ტესტირებაში. ახორციელებდა ქსელის მხარდაჭერას CPU მაინინგის მეშვეობით. აქტიური ელექტრონული საფოსტო მიმოწერა ჰქონდა სატოშისთან.

საინტერესოა, რომ 2011 წელს სატოში ნაკამოტო მხედველობიდან ქრება და მისგან არაფერი გვესმის. თითქმის ამავე დროს, ჰელ ფინი პენსიაზე გადის, რადგან მას ფატალური დაავადება უვითარდება.

ასევე საინტერესოა, რომ ერთ და იგივე დროს ჰელი ცხოვრობდა სატოში ნაკამოტოს დორიან პრენისის სახლიდან რამდენიმე კვარტალში. ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება, რომ ისინი ერთად მუშაობდნენ და ჰელმა, რომელიც არის ქსელის შემქმნელი, გადაწყვიტა თავისი ამხანაგის და კოლეგის  დორიან პრენტისი სატოში ნაკამოტოს სახელის უკვდავყოფა.

ჯონ მაკაფი (John McAfee)

იგი არის MGT Capital Investments-ის დამფუძნებელი, რომელიც ფინანსურ წრეებში ცნობილი იყო, როგორც ეპატაჟური პიროვნება. ანტივირუსი McAfee  მისი შექმნილია.

2019 წელს მან განაცხადა, რომ იცოდა ვინ შექმნა ბიტკოინი და პირობა დადო, რომ ამ ადამიანზე ნელ-ნელა გამოაქვეყნებდა წამყვან ფაქტებს, სანამ არ აღიარებდა.

2020 წელს იგი ესპანეთში დაიჭირეს, ხოლო 2021 წელს საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

ამჟამად ბევრი ჰიპოთეზა და ვერსია არსებობს სატოშის რეალურ ვინაობასთან დაკავშირებით, თუმცა არა მგონია სიმართლე უახლოეს წლებში გავიგოთ. ინტრიგა კიდევ დიდხანს დარჩება.

თუმცა, როგორც კი სიმართლე დადგინდება, მერწმუნეთ ამას საიტიდან geoforex.info გაიგებთ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის ბიტკოინი

რა არის ბიტკოინი (Bitcoin)

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ლეგიტიმური შესაძლებლობა, გახსნას Forex ანგარიშები ბიტკოინში (Bitcoin), …