Ethereum

კრიპტოვალუტა Ethereum

საიტის სხვა სტატიაში უკვე განვიხილეთ კრიპტოვალუტა ბიტკოინი. ამჯერად განვიხილავთ ასევე პოპულარულ კრიპტოვალუტას – ეთერიუმი (Ethereum).

ლოგიკური კითხვა ჩნდება – რა საჭიროა რაღაც უცნობი, ჰიპსტერული კრიპტოვალუტები, როდესაც არსებობენ „ბებერი“, დროით გამოცდილი ტრადიციული ვალუტები-სავაჭრო ინსტრუმენტები, მაგალითად JPY/USD ან EUR/USD და ა.შ ?

ლოგიკური კითხვის ლოგიკური პასუხიც არსებობს – თუ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე ბაზარმა უკვე დიდი ხანია ისწავლა ყველა ნიუანსი, ახალ ინსტრუმენტებზე, ანუ კრიპტოვალუტებზე ჯერ კიდევ აუთვისებელი ყამირია. მარტივად რომ ვთქვა: ახალ ინსტრუმენტებზე, ტექნიკური ანალიზის თუნდაც ბანალურმა სტრატეგიამაც კი შესაძლებელია ათეულობით პროცენტის მოგება მოგვიტანოს, მაშინ როცა ტრადიციულ ინსტრუმენტებზე ვაჭრობისას იგივე სტრატეგიებმა/სისტემებმა შესაძლებელია წაგებაზე თუ არა „ნაძალადევ“ ნოლზე დაგვსვას.

ერთი კი ცალსახად ნათელია, კრიპტოვალუტების პოპულარობის მკვეთრმა ზრდამ შეძრა და შეარყია როგორც ტრეიდინგის სამყარო, ასევე საფინანსო და სხელმწიფო სისტემები, საფინანსო ინსტრუმენტებისადმი ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონსერვატიული შეხედულებები, რაც კრიპტოვალუტების სიცოცხლისუნარიანობაზე და ახალი ტექნოლოგიის პოტენციურ სიძლიერეზე მეტყველებს. გამოდის, რომ არსებობენ ვალუტები, რომლებიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფოს. და საქმე არა მხოლოდ ბიტკონში ან სხვა უამრავ ბლოჩეინზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტაშია, რომელთა პოპულარობა ექსპონენციალურად იზრდება, არამად ისმევა კანონზომიერი კითხვა – რა მომავალი ექნება კრიპტოვალუტებს? ამიტომაც მოდით, გავერკვეთ რომელია იდეალური კრიპტოვალუტა და რაში უნდა მდგომარეობდეს მისი იდეალურობა.

კრიპტოვალუტებმა დაამტიკეს, რომ არსებობს შესაძლებლობა არსებობდეს ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვალუტები, რომლებიც არ ემორჩილებიან არცერთი სახელმწიფოს რეგულაციებს და მათი პოპულარობა იზრდება ექსპონენციალურად.

რა არის Ethereum

პროექტის დამაარსებელი და მთავარი შემმუშავებელი რუსული წარმოშობის კანადელი პროგრამისტი ვიტალი ბუტერინია. დაიბადა მოსკოვის ოლქის პატარა ქალაქ კოლომნაში, 6 წლის ასაკში გადასახლდა კანადაში. 2014 წელს კრიპტოვალუტის კონცეპტის შემუშავებისათვის მიიღო 100 ათას დოლარიანი გრანტი და იმავე წელს გახდა კონკურსის – World Technology Awards გამარჯვებული.

სისტემის საფუძველში ისევ ის ბლოკჩეინია –  ბუღალტრული აღრიცხვის დეცენტრალიზებული ტექნოლოგია. კრიპტოვალუტების ჭრილში ბლოკჩეინი არის ტრანზაქციების შენახვის განაწილებული მონაცემთა შენახვის ბაზა. მასში ხორციელდება ყულაბებს შორის ყველა ტრანზაქციის დადასტურება და სინქრონიზაცია.

ეთერიუმის კონცეფცია მდგომარეობს ბიტკოინის იდეის გავნითარებაში და მის უფრო მასშტაბურ ინსტრუმენტად გარდაქმნაში. ეთერიუმი არის  დეცენტრალიზებული პროგრამების შესაქმნელი პლატფორმა. ეთერიუმში პროტოკოლის დონეზე შემუშავდა ბიტკოინის სკრიპტული ენის აუთვისებელი პოტენციალი, რა გზითაც ქსელში დამატებული იქნა ჭკვიანი კონტრაქტების შექმნის ინსტრუმენტი.

ჭკვიანი კონტრაქტი – არის განხორციელებული გარიგებების ავტომატიზაციის მცდელობა, სადაც წინასწარ არის განსაზღვრული ტრანზაქციების ყველა პირობა და რეზულტატი. ეს ერთდროულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და საიმედოობას, ვინაიდან პროცედურაში არ არის ჩართული მესამე პირი, ხოლო კონტრაქტის პირობების შეცვლა შეუძლებელია. მაგალითად, ასეთი კონტრაქტების მეშვეობით შესაძლებელია რევოლუციური გარღვევა მიკროდაკრედიტებაში. ჭკვიანი კონტრაქტების პირობები შესაძლებელია გულისხმობდეს ზოგიერთი ციფრული საკუთრების ფლობის უფლების გადაცემას, დათქმული ვადის გასვლის შემდეგ სესხის და დარიცხული პროცენტის დაუბრუნებლობის შემთხვევაში. თავისი არსით, ჭკვიანი კონტრაქტები შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას საკუთარი ვალუტა სხვა ვალუტის ფარგლებში.

თეორიულად, ეთერიუმს შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს ბაზარზე ბიტკოინი, ვინაიდან წარმოადგენს მის, უფრო დახვეწილ ალტერნატივას. ამას ხელს უწყობს შემქმნელების უფრო კარგად კოორდინირებული გუნდი და აქტიური განვითარების ვექტორი. თუმცა ეთერიუმის მუშაობის სტაბილურობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აღსანიშნავია, რომ ჭკვიანი კონტრაქტების რეალიზაცია ბიტკოინშიც არის, თუმცა ამისათვის საჭიროა შესაბამისი დაკონფიგურირება.

სხვადასხვა სავაჭრო მოედნებზე კრიპტოვალუტების კოტირებების განსხვავებულობის გამო, ანალიზისთვის ეთერიუმის კოტირებების ნახვა რეკომენდებულია ყველაზე მეტად პოპულარულ ბირჟებზე Kraken, BTC, Bitfinex.

კრიპტოვალუტა ივაჭრება 24/7-ზე რეჟიმში, და მუდმივ მოძრაობაშია. არის საკმაოდ ტრენდული ინსტრუმენტი და აღინიშნება მცირეპერიოდიანი კონსოლიდაციები. ამიტომ ამ კრიპტოვალუტაზე ეფექტურია ტრენდული სტრატეგიების გამოყენება. მზარდი ვოლატილობის გამო ხშირად გენერირდება კორექციები.

კორექციების საზომ ინსტრუმენტად ეფექტურად გამოიყენება ფიბონაჩის ინსტრუმენტები (დონეები). კორექციის დასასრულად ხშირ შემთხვევაში გვევლინება ფიბონაჩის ინდიკატორის 61.8%.

პრაქტიკიდან ჩანს, რომ ეთერიუმისთვის მუშაობენ ის სტრატეგიებიც კი, რომლებიც ტრადიციულ ვალუტებზე ვაჭრობისას ეფექტურები უკვე აღარ არიან.

სხვადასხვა კრიპტიბირჟებზე კოტირებების განსხვავებულობასთან დაკავშირებით შესაძლებელია ბანალური და ამავდროულად კლასიკური არბიტრაჟის სისტემის გამოყენებაც. არბიტრაჟის არსი მარტივია და მდგომარეობს – ვიყიდოთ სადაც იაფია, გავყიდოთ სადაც ძვირია. რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში ამ ოპერაციის განხორციელებისას შემაფერხებელი გარემოა ერთი ბირჟიდან სხვა ბირჟაზე კრიპტოვალუტების გადატანის შემაფარხებელი ფაქტორები და ამასთან დაკავშირებული საკომისიო დარიცხვები. თუმცა სათანადო და სკურპულოზური დაანგარიშების შედეგად, არბიტრაჟის სისტემამ შესაძლებელია საკმაოდ კარგად იმუშაოს.

მეორეს მხრივ, არავინ გვიკრძალავს სტატისტიკური არბიტრაჟის გამოყენებას. კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ ახალგაზრდა სავაჭრო ინსტრუმენტებია, ამიტომ ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით არაეფექტურობას შეიცავენ. სხვადასხვა კრიპტოვალუტების კორელაციის შესწავლის შედეგად შეგვიძლია შევისწავლოთ სწორედ ის ფარული ურთიერთ დამოკიდებულებები და ვცადოთ მათზე ვაჭრობა. თუმცა მაღალი საოპერაციო დანახარჯების გამო (სპრედი + საკომისიო) ძირითადი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხანგრძლივ პერიოდიან ურთიერთ დამოკიდებულებებს.

Ethereum ზოგჯერ გამოიყენება, როგორც ბუფერული ზონა, ზედმეტი ვოლატილობისაგან ფულის დაცვის/დაზღვევის მიზნით. რა თქმა უნდა, თავად ეთერიუმის მაღალი ვოლატილობიდან გამომდინარე ეს ფრაზა უცნაურად ჟღერს, თუმცა ეს აიხსნება პოლიტიკური ფაქტორებისადმი თითქმის აბსოლუტური ნეიტრალურობის გამო.

კარგი გადაწყვეტილება იქნება ნეიტრალური საბაზრო პორტფელის შექმნა, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციულ ფიატნურ, ასევე კრიპტო ვალუტებს.

Ethereum -ზე ვაჭრობისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ვინაიდან, როგორც დრომ გვიჩვენა,  განვითარებად კრიპტოვალუტებს ახასიათებთ ვოლატილობების აფეთქებები, როგორც აღმავალი მიმართულებით, ასევე მკვეთრი დაცემით. თანაც, როგორც ჩანს, ამ მოვლენას გარკვეული პერიოდულობაც ახასიათებს. ინსტრუმენტი საკმაოდ ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ინვესტორებს ჰქონდეთ სრული წარმოდგენა ბაზარზე არსებულ ვიტარებებზე, რათა სწორად შეაფასონ კრიპტოვალუტის, ჩვენს შენთხვევაში ეთერიუმის პოტენციალი და რისკები.

Ethereum იმყოფება ფორმირების ეტაპზე და ამიტომ საინვესტიციო „ბუშტის“ არაერთ გაბერვასა და ჩაფუშვას ბევრჯერ მოვესწრებით. თუმცა, სწორედ ასეთი მოვლენების დროს არის შესაძლებელი დიდი მოგების მიღება.

როგორც მიმდინარე სიტუაციიდან ჩანს (2022 წლის აპრილის თვე, ჩემი ინდივიდუალური შეფასებით) ხანგრძლივ ვადიანი ინვესტირებისათვის, აღმავალი ტრენდის თვალსაზრისით კარგი პოტენციალი არსებობს, თუმცა აღმავალ ტრენდში ჩადგომისათვის საჭიროა ფსკერის კარგი წერტილის მოძიება.

ტესტირებების შედეგად კარგად ჩანს, რომ შიდა დღიური ვაჭრობის თვალსაზრისით,  მარტივი სტრატეგიებიც კი ჯერ-ჯერობით ნორმალურად მუშაობენ.

ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის გამოყენება – ეს კლასიკაა და რა თქმა უნდა კარგად მუშაობს, თუმცა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რელევანტური სიახლეების პუბლიკაციას. განსაკუთრებით კრიპტოვალუტებზე, ნებისმიერ თემატურ სიახლეს შეუძლია ისეთი მკვეთრი აღმასვლა ან ვარდნა გამოიწვიოს, რომ ეგეთი რყევა ტრადიციულ ვალუტებს არც დაესიზმრება. ასე რომ მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა დროულად მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

კრიპტოვალუტების ბაზრის იგნორირება არ შეიძლება. გარკვეული თვალსაზრისით ცენტრალიზირებული აგრეგატორების არ არსებობისა და ჯერ ჯიდევ დაუმუშავებელი არაეფექტურობების გამო, კრიპტოვალუტებით ვაჭრობა შედარებით ადვილია. თუმცა, სირთულეებად მიმაჩნია: ვოლატილობის არაპროგნოზირებადი აფეთქებები, მაღალი საოპერაციო ხარჯები და დაბალი ლიკვიდურობა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის ბიტკოინი

რა არის ბიტკოინი (Bitcoin)

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ლეგიტიმური შესაძლებლობა, გახსნას Forex ანგარიშები ბიტკოინში (Bitcoin), …