სარჩევი
ფორექსზე არსებობს რამდენიმე ტიპის ორდერი, ყოველი მათგანი განკუთვნილია სავალუტო ბაზარზე ვაჭრობისათვის. პირობითად ორდერები იყოფა სამ ჯგუფად.
მყისიერი შესრულების ფორექს ორდერი
- ყიდვის ორდერი – არის მიმდინარე ფასით, ანუ იმ ფასით, რომელსაც ვხედავთ ტერმინალში – ვალუტის ყიდვის ბრძანება. ამ ბძანებით ტრეიდერი ყიდულობს მითითებული მოცულობის საბაზო ვალუტას. გარიგების დახურვა ხდება ამავე მოცულობის ვალუტის გაყიდვით. მოგება გამოითვლება ყიდვისა და გაყიდვის ფასების სხვაობით. როგორც წესი, ორდერი გამოიყენება სავალუტო წყვილის ფასის ზრდის დროს;
- გაყიდვის ორდერი – არის მიმდინარე ფასით, ანუ იმ ფასით, რომელსაც ვხედავთ ტერმინალში – ვალუტის გაყიდვის ბრძანება. ამ ბძანებით ტრეიდერი ყიდის მითითებული მოცულობის საბაზო ვალუტას. გარიგების დახურვა ხდება ამავე მოცულობის ვალუტის ყიდვით. მოგება გამოითვლება გაყიდვისა და ყიდვის ფასების სხვაობით. როგორც წესი, ორდერი გამოიყენება სავალუტო წყვილის ფასის კლების დროს;
გადადებული შესრულების ფორექს ორდერი
ფორექსზე ორდერების განთავსება შესაძლებელია ნახევრად ავტომატურ რეჟიმში. ასეთ ორდერებს გადადებულ სტოპ ორდერებს, ან მარტივად გადადებულ ორდერებს უწოდებენ. მათი მეშვეობით შესაძლებელია მოვითხოვოთ ორდერის ამუშავება ჯერ არ არსებული, მაგრამ განსაზღვრული ფასით.
- გაყიდვის გადადებული ორდერი sell limit. გაყიდვა ხდება ჯერ არ არსებულ ფასად, რომელიც მიმდინარე ფასზე მეტია;
- ყიდვის გადადებული ორდერი buy limit. ყიდვა ხდება ჯერ არ არსებულ ფასად, რომელიც მიმდინარე ფასზე ნაკლებია;
- გაყიდვის გადადებული ორდერი sell stop. გაყიდვა ხდება ჯერ არ არსებული ფასის გარღვევის შემთხვევაში – ქვემოთ;
- ყიდვის გადადებული ორდერი buy stop. ყიდვა ხდება ჯერ არ არსებული ფასის გარღვევის შემთხვევაში – ზემოთ;
მოგების და წაგების ფიქსაციის დამზღვევი ორდერი
აღნიშნული ორდერები შესაძლებელია მივაკუთვნოთ გადადებული ორდერების ტიპს, მაგრამ ისინი მუშაობენ მხოლოდ ამოქმედებული/მუშა პოზიციების შემთხვევაში და საშუალებას გვაძლევენ ტრეიდერის ჩაურევლად გათიშონ ორდერები წინასწარ მითითებულ ფასურ ნიშნულზე – მოგებით, ან წაგებით.
- სტოპ ლოსი – საშუალებას გვაძლევს მოვითხოვოთ წამგებიანი პოზიციის წაგებით დავხუროთ წინასწარ მითითებულ გარკვეულ ფასურ ნიშნულზე, რათა არ იქნას დაკარგული/განულებული/გასხმული მთლიანი დეპოზიტი;
- ტეიკ პროფიტი – საშუალებას გვაძლევს მოვითხოვოთ მომგებიანი პოზიციის მოგებით დავხუროთ წინასწარ მითითებულ გარკვეულ ფასურ ნიშნულზე, რათა მივიღოთ მაქსიმალური მოგება და ფასის შესაძლო საპირისპირო მიმართულებით წასვლის შემთხვევაში არ დაიკარგოს ეს მოგება;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით