გადადებული Buy Stop ორდერი

გადადებული Buy Stop ორდერი

გადადებული Buy Stop ორდერი არის, გადადებული ორდერების ერთი-ერთი სახეობა და წარმოადგენს ყიდვის გადადებულ ბრძანებას. გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ გვინდა ვიყიდოთ ვალუტა მას შემდეგ, რაც ფასი მიაწევს გარკვეულ დონეს მიმინარე ფასის ზემოთ.

buy stop ორდერის გამოყენება განპირობებულია ფორექსზე სხვადასხვა ტიპის სტრატეგიების გამოყენებით, რომელთა ალგრითმის თანახმად – თუ ფასმა მიაღწია რაიმე დონეს და გადალახა იგი მაშინ ტრენდი გააგრძელებს იმავე მიმართულებით მოძრაობას.

რაიმე დონეს როლში გვევლინება წინააღმდეგობის ხაზი ან ფასური დონე. წესი დამოკიდებულია ტრეიდერის არჩევანზე ან თავად სტრატეგიის წესებზე.

მაშასადამე, თუ ვთლით, რომ აღმავალი ტრენდის პირობებში ფასი, რაიმე დონის მიღწევის შემდეგ გააგრძელებს აღმავალ მოძრაობას, მაშინ სავაჭრო ტერმინალის შესაბამის ფანჯარაში ვდებთ გადადებულ ორდერს და ველოდებით მის ამუშავებას.

ზემოთაღნიშნული ორდერის დაყენება დიდად არ განსხვავდება სხვა ტიპის ორდერების დაყენების წესისაგან. buy stop ორდერის დაყენებისათვის სავაჭრო ტერმინალში გადავდივართ პარამეტრში “ახალი ორდერი”, ვირჩევთ ტიპს – “გადადებული ორდერი”, შემდეგ ჩამოსაშლელ მენიუში ვირჩევთ “buy stop” და ვაყენებთ საჭირო პარამეტრებს, რომელთა მიხედვითაც ხდება ორდერის ამუშავება.

გადადებული Buy Stop ორდერი

არსებობს სპეციალური სკრიპტები, რომელთა გამოყენებითაც, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია buy stop ორდერის დაყენება სხვა სპეციფიკითაც. მათ შესახებ ინფორმაციას მოიპოვებთ საიტის შესაბამის რუბრიკაში – “სკრიპტები”.

რა თქმა უნდა, ისევე როგორც სხვა ორდერების შემთხვევაში, buy stop ორდერის შემთხვევაშიც აუცილებელია (შესაძლებელია) სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის პარამეტრების მითითება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მარჯინალური მხარი

მარჯინალური მხარი

მარჯინალური მხარი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისათვის ტრეიდერს არ გააჩნია საკმარისი თანხა. ამ …