ფორექსის სავალუტო ბირჟა დღითიდღე იხვეჭს უფრო მეტ პოპულარობას, როგორც წვრილ ასევე მსხვილ ინვესტორებს შორის. ფორექსზე ფულის გამომუშავების საკმაოდ სარფიანი და მიმზიდველი პირობებია. მაღალი პროცენტული თანაფარდობაა ინვესტირებულ და მოგებულ სახსრებს შორის.
ფორექსის საერთაშორისო ბირჟა (Foreign Exchange Operations) არის ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის თავისუფალი ბაზარი. ვალუტის გაცვლა ხდება თავისუფალი, საბაზრო კურსის მიხედვით, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულებაშია მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებასთან.
ვაჭრობა ხდება ლოტების მიხედვით, ერთი ფორექს ლოტი 100 000 ერთეული საყიდელი ან გასაყიდი ვალუტის ტოლია.
ფორექსზე ვაჭრობა ნაციონალურ ბანკებსა და მსხვილ კომპანიებს საშუალებას აძლევს პრაქტიკულად მომენტალურად გაცვალონ (ყიდვა/გაყიდვა) ნებისმიერი მოცულობის სავალუტო რეზერვები, ამიტომ ფორექსი უმთავრესი და შეუცვლელი ინსტრუმენტია სავალუტო გარიგებებისთვის. მათი განხორციელება შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათისა და კვირაში ხუთი დღის განმავლობაში.
სხვა ფინანსური ბაზრებისგან განსხვავებით სავალუტო ბირჟა არ წარმოადგენს ცნებას მისი პირდაპირი მნიშვნელობით, ვინაიდან მას არ გააჩნია კონკრეტული მისამართი. ვაჭრობა მიმდინარეობს – აზიური, ევროპული, ამერიკული და ავსტრალიური სავაჭრო სესიების მიხედვით. გარიგებების განხორციელებისათვის არ არის აუცილებელი ერთ რომელიმე კონკრეტულ ადგილზე ყოფნა. ყველა ოპერაცია ხორციელდება ონლაინ რეჟიმში (შესაძლებეია ტელეფონითაც).
სავალუტო ბირჟის მუშაობა იწყება კვირას გრინვიჩის დროით 23:00 საათზე აზიური სავაჭრო სესიით და გრძელდება განუწყვეტლივ რეჟიმში პარასკევის 22:00 საათამდე (გრინვიჩის დროით), ვაჭრობა იხურება ამერიკულ სესიაზე. ფორექსი ასევე არ ფუნქციონირებს ზოგიერთ სადღესასწაულო დღეებში, მაგრამ საერთო ჯამში იშვიათია, როდესაც ბაზრის მუშაობა ჩერდება რამდენიმე საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ბროკერები, რომლებთანაც ვაჭრობა მიმდინარეობს დასვენების დღეებშიც. ასეთ შემთხვევებში, სავაჭრო ოპერაციები ხორციელდება მხოლოდ სანდო პარტნიორებს შორის.
ბაზრის მონაწილეების ნაწილი ვალუტის გაცვლას ახორციელებს საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (ქვეყნების სავალუტო რეზერვების შევსება, ვალუტის შესყიდვა კორპორაციული საჭიროებებისათვის და ა.შ.), ნაწილი კი, თანაც გაცილებით დიდი ნაწილი, სავალუტო ბაზარზე ვაჭრობს სპეკულაციური მოგების მისაღებად, რომელიც სავალუტო კურსების სხვაობით ფორმირდება.
ამა თუ იმ ვალუტის კურსის მუდმივი ცვალებადობის გამო, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა ვიყიდოთ ვალუტა იაფად და გავყიდოთ ძვირად, ან პირიქით – გავყიდოთ ძვირად და ვიყიდოთ იაფად. სწორედ ყიდვისა და გაყიდვის შორის სხვაობა აფორმირებს ინვესტორის/ტრეიდერის მოგებას, თითოეულ განხორციელებულ სავაჭრო გარიგებაზე. იგივე ალგორითმი აქვს წაგებასაც.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით