სარჩევი
ფორექსის მუშაობის დრო გულისხმობს სხვადასხვა სავალუტო ბაზარზე სავაჭრო სესიების გახსნისა და დახურვის პერიოდებს.
ფორექსი მუშაობს დღე-ღამურ რეჟიმში, კვირაში 5 დღე. შაბათ-კვირისა და გლობალური მნიშვნელობის დღესასწაულების გარდა.
ასეთი სიტუაციას ადგილი აქვს იმიტომ, რომ ძირითადი სავალუტო ბაზრები მდებარეობენ დროის სხვადასხვა სარტყელებში. როდესაც ერთ სავალუტო ბაზარზე მთავრდება ვაჭრობა, დროის სარტყლიდან გამომდინარე, სხვა სავაჭრო მოედანზე გრძელდება სავალუტო გარიგებები იმავე სავაჭრო სესიის ფარგლებში.
ვინაიდან სავაჭრო სესიებად დიფერენციაცია უფრო პირობითი ცნებაა, ამიტომ პერიოდებით დაყოფის თვალსაზრისით ტრეიდერების დიდი ნაწილი ფორექსზე მუშაობას ჰყოფს კვირის სავაჭრო სესიებად.
შიდა დღიურ პერიოდში, რეგიონალური თვალსაზრისით ფორექსი იყოფა ოთხ სავაჭრო სესიად. თუმცა ეს დაყოფაც პირობითია და უკავშირდება დროის სარტყლებში არსებულ ფინანსური ცენტრების მუშაობას.
ფორექსის მუშაობის დრო
- აზიური სავაჭრო სესია – ტოკიო, ჰონკონგი, სინგაპური;
- ევროპული სავაჭრო სესია – ფრანქფურტი, ციურიხი, პარიზი, ლონდონი;
- ამერიკული სავაჭრო სესია – ნიუ-იორკი, ჩიკაგო;
- ავსტრალიური სავაჭრო სესია – ველინგტონი, სიდნეი;
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი, ერთი შეხედვით გლობალური დღესასწაულების დროს ფორექსზე ვაჭრობა მთლანად არ წყდება, იმიტომ რომ მაგალითად, როდესაც ახალ წელს ზეიმობს პლანეტის უმრავლესობა და ისვენებს, მუსულმანურ და ბუდისტურ ქვეყნებში არსებული საფინანსო ბაზრები მაინც მუშაობენ, ვინაიდან მათთან ეს დღე არ არის სადღესასწაულო. რა თქმა უნდა, დიდი გარიგებები ამ დროს არ ხდება, მაგრამ მაინც ფიქსირდება ფასის მცირე მოძრაობა.
არსებობს სავაჭრო სესიებთან დაკავშირებული კანონზომიერებები, მაგალითად აზიურ სავაჭრო სესიაზე ყველაზე დიდი მოცულობების გარიგებები ხორძიელდება იმ სავალუტო წყვილებზე რომელშიც მონაწილეობს იაპონურ იენა – JPY.
ევროპისა და ევრაზიული სივრცის ბროკერები ორიენტირებულნი არიან იმ დროებზე რომელიც ხელსაყრელია ქართველი ტრეიდერებისთვისაც. ანუ ჩვენი და მათი სამუშაო აქტიური საათები თითქმის ერთმანეთს ემთხვევა.
როგორც ავღნიშნე, ფორექსზე არსებობს ე.წ. სადღესასწაულო დღეების ცნება – როდესაც ბირჟა იხურება მთლიანად ან ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ რომელიმე სავაჭრო სესიაზე. ინფორმაციას ფორექს დღესასწაულების შესახებ გაეცნობით სტატიაში – სადღესასწაულო დღეები ფორექსზე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით