ამერიკული სავაჭრო სესია

ამერიკული სავაჭრო სესია

ამერიკული სავაჭრო სესიის პერიოდში სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა საკმაოდ აგრესიულ რეჟიმში მიმდინარეობს.

განსაკუთრებული აგრესიულობა თვალნათლივ ჩანს, როდესაც იხსნება ნიუ-იორკის სავაჭრო მოედანი, თანაც ამ პერიოდში ფიქსირდება არ იმდენად სავაჭრო მოცულობების ზრდა, არამედ ტრენდის მკვეთრად გამოხატული მიმართულება.

ტრენდის განსაკუთრებული იმპულსი ხშირად ფიქსირდება GMT 13:00 საათიდან 16:00 საათამდე. ამ პერიოდში ერთმანეთს კვეთს ლონდონის და ნიუ-იორკის სავაჭრო მოედნების სამუშაო პერიოდები. ზოგიერთი ტრეიდერი თვლის რომ დროის ეს მონაკვეთი საუკეთესოა სკალპინგის სტრატეგიით ვაჭრობისათვის, ვინაიდან ფასური იმპულსი იძლევა საგრძნობი მოგების მიღების საშუალებას დროის მცირე მონაკვეთში.

ვაჭრობის პიკი მთავრდება GMT 15:30-16:00 საათზე, როდესაც იხურება ევროპული სავაჭრო სესია. ამ დროს, ფორექსის ბაზრის ბევრი მოთამაშე ცდილობს ბაზრიდან გამოწუროს მაქსიმალური მოგება და პოზიციები დახუროს შემდეგ სამუშაო დღეზე გადატანის გარეშე.

ნიუ-იორკის სავაჭრო სესია იხსნება GMT 13:30 საათზე, ამავე პერიოდში მუშაობას იწყებენ ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კომპანიები და შუადღის შესვენების შემდეგ ბაზარზე გამოდიან ევროპელი ბროკერებიც. GMT 17:00 საათისათვის ვაჭრობის ინტენსივობა იკლებს, თუმცა ყველაფერი მაინც ამერიკელი მსხვილი ტრეიდერების განწყობებზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ამერიკელ საბირჟო მოთამაშეებს უყვართ გუნდური თამაშები, ამიტომ გამორიცხული არ არის ფასის მოულოდნელი მძლავრი რყევები. ამერიკული სესია მთავრდება GMT 20:00 საათზე.

ძირითადი და პოპულარული ის სავალუტო წყვილებია, რომლებიც წყვილდებიან აშშ დოლართან, მათ შორის წამყვან პოზიციებზეა:

  • EUR/USD;
  • USD/CAD;
  • USD/JPY;
ამერიკულ სესიას გააჩნია სავაჭრო თავისებურებები. უპირველეს ყოვლისა სესია გამოირჩევა აგრესიულობით, არაპროგონოზირებადობით. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ფასის მკვეთრი ნახტომები. ძირითადი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები ქვეყნდება დროის ამ ინტერვალში, ამიტომ ფორექსის ამერიკული სავაჭრო სესიის პერიოდში ფუნდამენტალურ სიახლეებზე ვაჭრობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

დამწყებ ტრეიდერებს არ ვურჩევ თავიდანვე ამერიკულ სავაჭრო სესიაზე ვაჭრობის დაწყებას, მათთვის უფრო მეტად ხელსაყრელ სამუშაო პერიოდად აზიური სავაჭრო სესია მიმაჩნია, ვინაიდან აზიურ მოედანზე ფასი შედარებით დუნედ მოძრაობს, რაც მშვიდ სიტუაციაში ორიენტაციის უფრო კარგ პირობებს იძლევა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

აზიური სავაჭრო სესია

აზიური სავაჭრო სესია

აზიურ სავაჭრო სესიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ისეთ სავაჭრო მოედნებზე, როგორებიცაა – ტოკიო, ჰონკონგი და სინგაპური.