ფინანსური ინსტრუმენტი Derivatives (დერივატივი)

ფინანსური ინსტრუმენტი Derivatives (დერივატივი)

Derivatives (დერივატივი) – არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც, გარიგებაში მონაწილე მხარეებს ენიჭებათ გარკვეული უფლებები, რომელთა მიხედვითაც ერთი მხარე ვალდებულია მიაწოდოს მომავალში მეორე მხარეს გარკვეული აქტივი. ასეთ აქტივებად გვევლინება – აქციები, სავალუტო ლოტები და სხვა ფასიანი ქაღალდები.

დერივატივი ისეთი ინსტრუმენტია როგორიცაა – ფიუჩერსი, ფორვარდი, ოფციონი, სვოპი. მისი ფასი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომლებიც თავის მხრივ ზემოქმედებენ მის ცვლილებაზე.

აღნიშნული ინსტრუმენტის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ანგარიშსწორება ხორციელდება მომავალში, რაც იძლევა როგორც მიწოდების გარანტიას, ასევე საქონლის ან სხვა აქტივის გაყიდვის საშუალებას.

Derivatives (დერივატივი) – ფასზე გავლენის ფაქტორები:
  • თავად ფინანსური აქტივის ფასის ცვლილება, რომელიც საფუძვლად უდევს დერივატივს, მაგალითად ვალუტის ფასის ცვლილება და საქონლის გაძვირება, გამოწვეულია თავად ამ საფუძვლის კურსის ცვლილებაზე რომელიც მოლაპარაკებულია დერივატივში;
  • არაპირდაპირი ფაქტორები – საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ამა თუ იმ დოზით ცვლის აქტივის მიმზიდველობას. საბაზისო ცვლადების ცვლილება, როგორებიცაა საკრედიტო რეიტინგი, პოლიტიკური სიტუაცია, უმუშევრობის ზრდა და ა.შ. ანუ ყველაფერი ის რამაც შესაძლებელია გარიგების საგნის ფასის ცვლილება გამოიწვიოს;

აღნიშნული ინსტრუმენტი მიეკუთვნება მეორად საფინანსო ბაზარს. პირველად ბაზარს მიეკუთვნება თავად საგანი, რომელზეც საუბარია თავად დერივატივში – ოქრო, ვალუტა ნავთობი და ა.შ.

Derivatives (დერივატივი) – პრაქტიკაში გამოყენების მაგალითი:
  • ფორექსზე დადებულია ევროს მიწოდების გარიგება აშშ დოლარის ფასად;
  • ფასი: 1. 4000 აშშ დოპარი = 1 ევრო;
  • ჯამური მოცულობა: 1000 ევრო;
  • მიწოდების ვადა: 30 დღე;

ამ დერივატივის ნომინალური ღირებულებაა 1400 აშშ დოლარია, ევროს კურსის ცვლილების პირობებში (აღმასვლა, ან ვარდნა), გარიგების ფასიც იქნება ცვალებადი – შესაბამისად აიწევს ან დაიწევს. აღნიშნული კონტრაქტის ყიდვის შედეგად კონტრაგენტი აზღვევს გარიგებას და იზღვევს თავს ვალუტის კურსის ცვლილებისაგან.

კონტრაქტების გარდა, რომლებშიც გათვალისწინებულია, როგორც საქონლის რეალური მიწოდება, ასევე დერივატივებზე წმინდა სპეკულატიური გარიგებები ხორციელდება, რაც საშუალებას იძლევა ვივაჭროთ მეტალებით, ნავთობით და სხვა აქტივებით მათი რეალური მიწოდების გარეშე. ტრეიდინგის ეს სახეობა საკმაოდ პოპულარულია და იძლევა საკმაოდ დიდ შემოსავალს.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

აზიური სავაჭრო სესია

აზიური სავაჭრო სესია

აზიურ სავაჭრო სესიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ისეთ სავაჭრო მოედნებზე, როგორებიცაა – ტოკიო, ჰონკონგი და სინგაპური.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.