აზიურ სავაჭრო სესიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ისეთ სავაჭრო მოედნებზე, როგორებიცაა – ტოკიო, ჰონკონგი და სინგაპური.
მას განიხილავენ ავსტრალიურ სესიასთან ერთობლიობაში, რადგან მუშაობის დროები ფაქტობრივად ერთმანეთს ემთხვევა, თანაც ავსტრალიური სესია დამოუკიდებლად მხოლოდ 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და იმდენად მშვიდია, რომ მას სერიოზულად არ აღიქვამენ.
აზიური სავაჭრო სესია თბილისის დროით 04:00 საათზე (GMT 01:00 საათი) ტოკიოს ბირჟის გახსნით იწყება. ერთი საათის შემდეგ ვაჭრობაში ჰონკონგი და სინგაპური ერთვებიან. ვაჭრობა მთავრდება თბილისის დროით 13:00 საათზე.
აზიური სავაჭრო სესია საკმაოდ საინტერესო პერიოდია, ტრენდი შედარებით მშვიდია, სავალუტო წყვილებისათვის ძირითადად დამახასიათებელია საშუალო ტემპები. თუმცა სესიის დომინანტი ვალუტის – იაპონური იენის მკვეთრი მოძრაობები საკმაოდ ხშირად ხდება, რისი მიზეზიც იაპონიის ცენტრალური ბანკის ინტერვენციები, ან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ან ეკონომიკური პროცესებია.
ვინაიდან კვირის ორშაბათ დღეს ვაჭრობა იწყება აზიური სავაჭრო სესიით, კერძოდ ტოკიოს ბირჟის გახსნით, ვაჭრობა შესაძლებელია დავიწყოთ გეპზე (Gap), ფასურ წყვეტაზე მუშაობით (თუ ასეთი რამ მოხდება), რომელიც ჩნდება ყოველკვირეულ სავაჭრო ციკლებს შორის ორდღიანი შესვენების გამო.
უმრავლეს შემთხვევაში გეპი ხდება დასვენების დღეების შემდეგ და როგორც წესი ბაზარი ცდილობს შეავსოს ეს ე.წ. ცარიელი სივრცე (ფასური წყვეტა).
ორშაბათობით (აზიურ სესიაზე) ტრენდებისათვის ხშირ შემთხვევაში ენერგიული მოძრაობებია დამახასიათებელი. ეს მოვლენა ხდება ორი მიზეზით:
- თუ დასვენების დღეებში რაიმე სახის მნიშვნელოვანი სიახლე გამოქვეყნდა;
- ტრეიდერების უმრავლესობა აქტიურად ხსნის სავაჭრო პოზიციებს;
თუმცა ზემოთაღნიშნული მოვლენის პიკი მაინც ევროპული ძირითადი საფინანსო ცენტრების ვაჭრობაში ჩართვაზე მოდის.
დაკვირვებების შედეგად მიღებული ინფორმაციის მიხედვით აზიურ სესიაზე ძალიან იშვიათია ტრენდების მიმართულებების შემობრუნება.
აზიურ სესიაზე მკვეთრი რყევები ხდება ავსტრალიურ დოლარზეც, როდესაც ქვეყნდება მნიშვნელოვანი ავსტარლიური და ჩინური ეკონომიკური სიახლეები, რომლებიც თავის მხრივ გავლენას ახდენენ ავსტრალიური ვალუტის ტრენდის მიმართულებაზე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით