მოკლე ინფორმაცია გეპის შესახებ

მოკლე ინფორმაცია გეპის შესახებ

გეპი ფორექსზე – არის ფასთა წყვეტა გრაფიკზე. იგი ძირითადად წარმოიქმნება ფორექსის სავალუტო ბაზრის სესიური მუშაობის გამო.

ყველა სიახლე, რომელიც ქვეყნდება/ხდება სესიებს შორის, ანუ სესიების გახსნისა დახურვის შორის, აისახება შემდგომი სესიის დასაწყისში, ამიტომ განვლილი სესიის დახურვის ფასი და ახალი სესიის გახსნის ფასი შესაძლებელია დაცილებული იყვნენ ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი მანძილით.
არსებობს გეპის ორნაირი ტიპი:
  • კლასიკური გეპი;
  • არაკლასიკური გეპი;
  • კლასიკური გეპისათვის, ანუ როდესაც გრაფიკზე ხდება ფასთა შესამჩნევი წყვეტა, ზემოთხსენებული განმარტება უფრო მეტად სამართლიანია საფონდო ბირჟებისათვის, ოფციონებისა და ფიუჩერსებისათვის, მაგრამ სესიური, კლასიკური გეპი ძალიან იშვიათად ხდება ფორექსზე, ვინაიდან სავაჭრო სესიები, კვირის განმავლობაში ფორექსზე დინამიურად გადადიან ერთმანეთში. ასევე თითქმის არ ხდება კლასიკური გეპი სესიების შიგნით.

საფინანსო ბაზარზე ძალიან მძლავრი სიახლე უნდა გამოქვეყნდეს, ან მსოფლიოში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მოხდეს, რომ გამოწვეული იქნას შესამჩნევად ძლიერი, კლასიკური გეპი.

მაგრამ ასეთი გეპი ფორექსზე ხდება სავაჭრო კვირის დასაწყისში. ამ შემთხვევაშიც საქმე არ გვაქვს გეპების ხშირ წარმოქმნასთან, თუმცა ეს მოვლენა გასათვალისწინებელია, ვინაიდან არსებობს ალგორითმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საკმაოდ მნიშვნელოვანი მოგების მიღება გეპის გამოყენებით.

  • არაკლასიკური გეპის დროსაც დახურვისა და გახნის ფასები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ფასთა წყვეტა ნაკლებად/ან საერთოდ არ შეიმჩნევა გრაფიკზე. ასეთი გეპები შესამჩნევია დაბალ ტაიმფრეიმებზე M1, M5, M15;

პრინციპში პირადად ჩემთვის ზემოთაღნიშნული გეპი არის ტრენდის მკვეთრი/მყისიერი/ენერგიული გაგრძელება ან შემობრუნება.

არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც გეპი ყოველთვის იხურება. პირადად მე ამ თეორიას ვემხრობი და პრაქტიკაშიც ჩანს, რომ ასიდან ოთხმოცდათვრამეტი გეპი მართლაც იხურება, ანუ ფასი ავსებს წყვეტის შედეგად წარმოქმნილ სიცარიელეს, მაგრამ არის ერთი მაგრამ – გააჩნია როდის დაიხურება ეს გეპი. პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე, გეპის დახურვის იმედით ერთმა ორდერმა 6 თვის განმავლობაში გაიარა 1000 პუნქტი საპირისპირო მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა უკან და დაახლოვებით იგივე პერიოდის შემდეგ დახურა ჩემი გეპ-ორიენტირი. კიდევ კარგი მაშინ დამწყები ტრეიდერი ვიყავი, ლოტი იყო ერთცენტიანი და უბრალოდ შევეშვი მაგ ანგარიშს მხოლოდ ინტერესის გამო – მაინტერესებდა რა მოხდებოდა. გეპი მართლაც დაიხურა 11 თვეში, მოგებამ კი შეადგინა 35 ცენტი (წყვეტის ზომა – 35 პუნქტი). ამიტომ გეპზე ვაჭრობას თავისი ნიუანსები გააჩნია, რასაც ამ საიტის სხვა სტატიებში წაიკითხავთ.

სავაჭრო პრაქტიკაში გამოიყენება გეპის ძირითადი ტიპები:
  • მარტივი გეპი – ყველაზე ხშირად წარმოიქმნება დუნე, არალიკვიდურ ბაზარზე, როდესაც დაბალია მოთხოვნა/მიწოდება. ასეთი გეპი ტექნიკური ანალიზისთვის და შესაბამისად ფასის შემდგომი მოძრაობის პროგნოზირებისათვის რაიმე ღირებულ ფასეულობას არ წარმოადგენს, ვინაიდან, იგი უფრო ინვესტორების მხრიდან ინტერესის არ არსებობაზე მიუთითებს, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შესაძლებლობაზე;
  • გარღვევის გეპი – წარმოიქმნება რაიმე დონის, ან სატრენდო ხაზის გადალახვის შედეგად;
  • აჩქარების გეპი – წარმოიქმნება ბაზრის ტენდენციის მკვეთრი აჩქარების დროს;
  • გამოფიტვის გეპი – წარმოიქმნება მძლავრი ფასური ორიენტირების მახლობლად;
  • წყვეტის გეპი – როგორც წესი წარმოიქმნება ტექნიკური ანალიზის მნიშვნელოვანი ფიგურების ჩამოყალიბების დასრულებისთანავე. მაგალითად, მოდელებისათვის – “თავი და მხრები” ან “შემობრუნებული თავი და მხრები” გეპი ხშირად წარმოიქმნება ყელის დონეზე. ასეთი გეპი ძნელად იხურება, რადგან გვიჩვენებს ბაზრის ძალას გეპის სიცარიელის მიმართულებით;
  • ასხლეტის გეპი – წარმოიქმნება გრძელვადიანი ტენდენციის დროს, ასეთი მოძრაობის დაახლოვებით შუაში წარმოიქმნება ხოლმე ასეთი გეპი, შესაძლებელია რამოდენიმე თანამიმდევრული გეპიც კი წარმოიშვას, რაც ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს;
  • ვარდნის გეპი – წარმოიქმნება ძირითადი მოძრაობის დასასრულს და შესაძლებელია ბაზარზე არსებული ძირითადი ტენდენციის ცვლილების სიგნალიზატორი იყოს. როგორც წესი წარმოიქმნება გრაფიკზე, წყვეტის გეპის, ან ასხლეტის გეპის ფიქსაციის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში გეპის სრილი დახურვა ქვემოთა მიმართულებით (აღმავალი ტენდენციის დროს) დაღმავალი ტრენდის ჩამოყალიბების კარგი სიგნალია;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, …