ტრენდის ძალა - განსაზღვრა და გამოყენება ტრეიდინგში

ტრენდის ძალა – განსაზღვრა და გამოყენება ტრეიდინგში

ისეთი მაჩვენებელი როგორიცაა ტრენდის ძალა, მნიშვნელოვანია ტრენდის ხანგრძლივობისა და შესაბამისად პოზიციის მხარდაჭერის ვადის განსაზღვრისათვის. რაც უფრო დიდია ტრენდის ძალა, მით უფრო დიდხანს იმოძრავებს იგი მიმდინარე მიმართულებით, შესაბამისად მით უფრო მეტი მოგების მიღება იქნება შესაძლებელი.

ტრენდის ძალა, ან ტენდენცია ბაზირებულია მრავალ შემადგენელზე და მონაცემის მიღებისათვის საჭიროა საკმაოდ ბევრი და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება.

საკითხის არსის უკეთ გაგებისათვის, პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ თუ რას წარმოადგენს თავად ტრენდი ფორექსზე.

ტრენდი – არის გარკვეულ დროის ინტერვალში სავალუტო წყვილის მიმართულებითი მოძრაობა.

ტრენდი შესაძლებელია იყოს:

  • აღმავალი – ფასი იზრდება, ყოველი შემდეგი მაქსიმუმი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე უკანა მაქსიმუმი;
  • დაღმავალი – ფასი იკლებს (ეცემა), ყოველი შემდეგი მინიმუმი უფრო დაბლა მდებარეობს, ვიდრე უკანა მინიმუმი;
  • ჰორიზონტალური – ფასის მინუმუმები და მაქსიმუმები პრაქტიკულად ერთ დონეზე მდებარეობს;

ტრენდის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტულ ვალუტაზე მოთხოვნა და მიწოდება. ეს ფაქტორები კი თავის მხრივ ბაზირებულია უფრო ღრმა ფუნდამენტალურ ფაქტორებზე.

ტრენდის ძალა დამოკიდებულია ორ ფაქტორზე
  • მოთხოვნა – არის კონკრეტული ვალუტის ყიდვის სურვილი ფორექსის ბაზრის მონაწილეების მხრიდან. იგი დამოკიდებულია, როგორც თავად ფულადი მასის მოცულობაზე, ასევე მონაწილეების რაოდენობაზე რომლებსაც სურთ ვალუტის ყიდვა. თუ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, მაშინ ეს ფაქტორი ქმნის აღმავალ ტრენდს. რაც უფრო დიდია სხვაობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, მით უფრო მაღალია აღმავალი ტრენდის ძალის მაჩვენებელი. როცა კი იზრდება მიწოდება, ან იკლებს თავად მოთხოვნა და ეს ორი მაჩვენებელი პრაქტიკულად თანაბრდება, ამ შემთხვევაში ხდება ტრენდის ძალის შესუსტება და ჩნდება ტრენდის შემობრუნების ალბათობა.

ტრენდის ძალის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ვალუტის დადებითი ფუნდამენტალური ფაქტორები. მაგალითად, აშშ ეკონომიკური სიტუაციის დადებითი ფუნდამენტალური პარამეტრების გამოქვეყნება იწვევს აშშ დოლარზე მოთხოვნის ზრდას. ამ შემთხვევაში აღმავალი ტრენდის ძალა მანამდე იქნება ძლიერი, სანამ არ გამოქვეყნდება საპირისპირო მნიშვნელობის პარამეტრები აშშ დოლარის შესახებ, ან დადებითი პარამეტრები აშშ დოლართან წყვილში მყოფი ვალუტის შესახებ.

  • მიწოდება – არის კონკრეტული ვალუტის გაყიდვის სურვილი ფორექსის ბაზრის მონაწილეების მხრიდან. იგი დამოკიდებულია, როგორც თავად ფულადი მასის მოცულობაზე, ასევე მონაწილეების რაოდენობაზე რომლებსაც სურთ ვალუტის გაყიდვა. როგორც წესი, ამ მაჩვენებლის ზრდა ბაზარზე იწვევს პესიმისტური მოლოდინების ზრდას, რაც შესაბამისად ვალუტის კურსის ვარდნას უწყობს ხელს. ამ დაღმავალი ტრენდი ყალიბდება. რა თქმა უნდა კურსის ვარდნასაც ფუნდამენტალური ფაქტორებით არის განპირობებული.

მიწოდების დომინირება მოთხოვნაზე იწვევს დაღმავალ ტრენდს, რაც უფრო მეტია გასაყიდი ვალუტის მოცულობა და გამყიდველთა რაოდენობა, მით უფრო ძლიერია ტრენდის ძალის მაჩვენებელი.

პრაქტიკაში საკმაოდ რთულია იმ მიზეზების ანალიზი, რომლებიც ახასიათებენ არსებული ტრენდის ძალას. ამიტომ საკითხის გასაადვილებლად ტრეიდერები იყენებენ ტექნიკური ანალიზის სპეციალიზირებულ, ე.წ. ტრენდულ ინდიკატორებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტეიკ პროფიტის დაყენების წესები

ტეიკ პროფიტის დაყენების წესები

ტრეიდინგის უმთავრესი ამოცანაა მოგების მიღება, ამისათვის საჭიროა მომგებიანი ორდერის დახურვის სწორი წერტილის, ანუ ტეიკ პროფიტის …