ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, თუ რამდენად სახიფათოა ბიზნესის ეს სახეობა. გარდა თავად ტრეიდინგის, როგორც სამუშაო პროცესის მაღალი რისკიანობისა, არსებობს ფულის დაკარგვის სხვა უამრავი ხერხები.

აღნიშნული უსიამოვნებები შეიძლება შეემთხვას, როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ ტრეიდერებსაც, ამიტომ მათ მოსაგერიელებლად ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად.

ფორექსზე მუშაობასთან დაკავშირებული ყველა რისკი და საფრთხე პირობითად დაყოფილია ორ კატეგორიად. პირველ კატეგორიაში შედიან რისკები, რომლებიც უკავშირდება ფულის დაკარგვას უშუალოდ მუშაობის სპეციფიკის გამო. მეორე კატერორიაში შედიან ფულის დაკარგვის სხვა მომენტები.

არსებობს ტრეიდინგის და არა მარტო ტრეიდინგის, არამედ ზოგადად ცხოვრებისეული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესი: უმჯობესია საფრთხის პრევენცია, ვიდრე საფრთხით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გამოსწორება.

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები:
  • 1. ტრენდის ცვლილების რისკი – აღმავალი ტრენდის დროს გავხსენით ორდერი, თუმცა უეცრად ტრენდი შემობრუნდა და წავიდა საპირისპირო მიმართულებით, რამაც შესაბამისად მომგებიანი ორდერი გადააქცა წამგებიან გარიგებად.

ამ შემთხვევაში არსებობს ორი გამოსავალი: წამგებიანი გარიგების დახურვა ან გარიგების ჰეჯირება – იგივე მოცულობის საპირისპირო მიმართულების ორდერის გახსნა. ამ გზით ვახდენთ ზარალის დროებით გაყინვას.

დეპოზიტის დაზღვევისათვის სტოპ ლოსის დაყენება, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკურად არ ვართ სავაჭრო ტერმინალთან, რომელიც ზარალიან პოზიციას დახურავს წინასწარ მითითებულ დონეზე ტრეიდერის ჩაურევლად და მისგან დამოუკიდებლად, მაშინ როდესაც ტრენდის მიმართულება გახსნილი ორდერის საპირისპიროდ წავა.

  • 2. გატეხვა – საბროკერო კომპანიაში ტრეიდერის კაბინეტის გატეხვა. ანუ პირად მონაცემებზე და პაროლებზე ჰაკერული, ან თავად ტრეიდერის დაუდევრობის გამო, წვდომა, მისი მეშვეობით ტრეიდერის პირად კაბინეტში შეღწევა და ანგარიშზე არსებული თანხის მოხსნა.

ამ საფრთხის ძირითადი მიზეზია პირადი მონაცემების და პაროლების არასწორი შენახვა, სუსტი ანტივირუსი და რეალურის მაგივრად კლონ საიტებზე ინტერნეტ სერფინგი.

ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად უნდა ვუზრუნველყოთ პაროლების და სხვა პირადი მონაცემების შენახვის ნორმალური ორგანიზება, თუნდაც სპეციალური დამშიფრავი პროგრამების მეშვეობით და სხვა.

ყურადღება უნდა მიექცეს კლონ საიტებზე უნებლიე შესვლას. არსებობს წესიერი და წარმატებული საბროკერო კომპანიების კლონი საიტები, რომლებიც ბროკერების სრულ ანალოგს წარმოადგენენ. განსხვავება ისაა, რომ ამ კლონებზე თავადვე შეგყავთ პაროლი, და ნებაყოფლობით აბარებთ თაღლითებს/ხაკერებს საიდუმლო ინფორმაციებს. ამგვარი საფრთხის თავიდან აცილებისათვის, ეცადეთ ბროკერის საიტზე გადახვიდეთ შემოწმებული ბმულით, ან საძიებო სისტემიდან შესვლის შემთხვევაში შეამოწმოთ ბრაუზერში აკრეფილი ბმულის სისწორე.

  • 3. ბროკერის არასანდოობა – ფულის დაკარგვა ფორექსზე შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ მშვენიერ დღეს თქვენი სადილინგო ცენტრი შეწყვეტს ფუნქციონირებას. ასეთი რამ შესაძლებელია დაემართოს ნებისმიერ ბროკერს.

ამიტომ ანგარიშზე ყოველთვის იქონიეთ მხოლოდ იმ რაოდენობის თანხა, რომელიც საჭიროა სავაჭრო პოზიციების გახსნისა და მხარდაჭერისათვის. ხოლო მუშაობის პროცესში მიღებული მოგება პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოხსენით ხოლმე საბროკერო ანგარიშიდან. საბროკერო ანგარიშები არ გამოიყენოთ სადეპოზიტო ანგარიშებად. ამ მიზნისთვის არსებობენ ბანკები.

  • 4. საგადასახადო ორგანოები – ადამიანების ძირითადი მასა არ არის ჩახედული საგადასახადო პერიპეტიებში და ბუღალტერიაში. თუმცა სიმართლეს რომ გავუსწოროთ თვალები ტრეიდერების უმრავლესობა საფინანსო ბაზრების მუშაობის პროცესში არავითარ გადასახადს არ იხდის.

ადამიანის შემოსავალის კონტროლი ხდება მისი საბანკო ანგარიშების მეშვეობით. ამიტომ ზედმეტი გადასახადი რომ აიცილოთ თავიდან, გამოიყენეთ ელექტრონული ფულადი სისტემები და არა საბანკო ანგარიშები.

თუ მაინდამაინც სარგებლობთ საბანკო ანგარიშებით მაშინ წაიკითხეთ სტატია “საგადასახადო დაბეგვრა ფორექსზე“.

მუშაობის დაწყებამდე ეცადეთ გაითვალისწინოთ ყველა საფრთხე და წინასწარ მიიღეთ ზომები მათი ნეიტრალიზაციისათვის. განსაკუთრებით ეს ეხება მსხვილ ინვესტორებს. არ დაზოგოთ დრო და ენერგია საკუთარი ფულის დაცვისათვის.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტეიკ პროფიტის დაყენების წესები

ტეიკ პროფიტის დაყენების წესები

ტრეიდინგის უმთავრესი ამოცანაა მოგების მიღება, ამისათვის საჭიროა მომგებიანი ორდერის დახურვის სწორი წერტილის, ანუ ტეიკ პროფიტის …