მოკლევადიანი ვაჭრობა ფორექსზე

მოკლევადიანი ვაჭრობა ფორექსზე

მოკლევადიან ტაიმფრეიმებზე ვაჭრობას გააჩნია ზოგიერთი თავისებურებები. განსაკუთრებით დამწყებ ტრეიდერებს იზიდავს მოჩვენებითი სიმარტივის და დადებითი რეზულტატის მოკლე ვადაში მიღწევის გამო.

პრინციპში, მოკლევადიან ტაიმფრეიმებზე ვაჭრობისათვის არ არის საჭირო გრძელვადიანი პროგნოზირება და ბაზრის ხანგრძლივი შესწავლის პროცესი, საკმარისია რამდენიმე ინდიკატორის გამოყენება.

მოკლევადიან ტაიმფრეიმებზე მუშაობა გულისხმობს პოზიციების ხანგრძლივობას რამდენიმე წამიდან 15 წუთამდე პერიოდის განმავლობაში. გამოყენებული სავაჭრო სტრატეგიის შესაბამისად, ზოგჯერ ასეთ მეთოდს სკალპინგს უწოდებენ.

მიჩნეულია, რომ მცირე დროის ასეთ მონაკვეთებზე ყველაზე ადვილია ტრენდის მოძრაობაზე დაკვირვება. მუშაობისას გამოიყენებენ დიდ საკრედიტო მხარს და დეპოზიტს მაქსიმალურად ტვირთავენ, იმიტომ რომ პოზიცია იმყოფება მუდმივ კონტროლზე და მცირევადიან ტაიმფრეიმებზე ფასის მკვეთრი რყევები იშვიათად ხდება თან თუ ხდება ტრეიდერს აქვს სწრაფი რეაგირების საშუალება/დრო.

ზემოთხსენებული არის ერთ-ერთი თეორიული მოსაზრება, რომელსაც პირადად მე სკეპტიციზმით ვუყურებ.

თუ გადაწყვეტთ მცირევადიან ტაიმფრეიმებზე ვაჭრობას (5 წუთი და ქვემოთ) უნდა გაითვალისწინოთ ზოგიერთი ბროკერის სპეციფიკაცია, რომლის მიხედვითაც მათ დაწესებული აქვთ გახსნილი პოზიციის მინიმალური ხანგრძლივობის ზღვარი (მაგალითად 3-5 წუთი). თუ ეს მინიმუმი ირღვევა, შესაძლებელია პოზიცია არ ჩაითვალოს, უარეს შემთხვევაში ტრეიდერის ანგარიში იბლოკება. მოკლევადიანი ვაჭრობის შესახებ გაეცანით სტატიას – “მოკლევადიანი ვაჭრობის თავისებურებები”.

მოკლევადიანი ტრეიდინგის ორი ვარიანტი არსებობს. პირველი ვარიანტის მიხედვით ვაჭრობა შესაძლებელია განვახორციელოთ ორივე მიმართულებით და არ მივაქციოთ ყურადღება ტრენდის მიმართულებას უფროს ტაიმფრეიმებზე. მეორე ვარიანტი შედარებით ნაკლებ სარისკოა და გამოიყენება მხოლოდ ტრენდული ვაჭრობა (ვაჭრობა ტრენდის მიმართულების თანხვედრილად).

  • პირველი ვარიანტი – ორდერები იხსნება მხოლოდ სამუშაო ტაიმფრეიმზე მიმდინარე ტრენდის მიმართულებაზე ორიენტირებით. ასეთი სტილით ვაჭრობისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ტრენდის ინდიკატორი ან ინდიკატორი Stochastic. თუმცა ამ შემთხვევაშიც ზედმეტი არ იქნება უფროს ტაიმფრეიმზეც არსებული ვითარების შესწავლა, კერძოდ კორექციის ზომის განსაზღვრა, ვინაიდან ეს სიდიდე მოგვცემს ტრენდის საწინააღმდეგოდ ვაჭრობის დროს საორიენტაციო ტეიკის გამოთვლის საშუალებას.

შესვლის წერტილებად შესაძლებელია გამოვიყენოთ გაჯერებული გაყიდვების და გაჯერებული ყიდვების ზონები, რომელსაც კარგად გვიჩვენებს ინდიკატორი Stochastic.

ზემოთხსენებული მეთოდი შეიცავს საკმაო რისკებს იმ თვალსაზრისით, რომ ორდერების გარკვეული რაოდენობის გახსნა ხდება უფროს ტაიმფრეიმზე არსებული ტრენდის საწინააღმდეგოდ.

  • მეორე ვარიანტი – არის პირველი ვარიანტის ანალოგიური, მაგრამ ამ შემთხვევაში ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ტრენდის მიმართულებით, რომელიც ასახულია უფროს ტაიმფრეიმზე. ამ შემთხვევაში პოზიციების რაოდენობა იქნება შედარებით ნაკლები, თუმცა წამგებიანი ორდერების რაოდენობაც გაცილებით ნაკლებია. ამ მეთოდის მიხედვით ტრეიდერი ხსნის მხოლოდ ყიდვების, ან მხოლოდ გაყიდვების ორდერებს იმისდა მიხედვით, თუ მეზობელ უფროს ტაიმფრეიმზე რა მიმართულების ტრენდია ჩამოყალიბებული;
მოკლევადიანი ტრეიდინგი არ ითვალისწინებს ფუნდამენტალურ ფაქტორებს, ამიტომ ძლიერი სიახლეების გამოქვეყნების წინ ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ, რადგან არ არის გამორიცხული ტრენდის სტრუქტურის მკვეთრი ცვლილება. იმ შემთხვევაში თუ ვაჭრობთ 15 წუთიან და ზემოთ ტაიმფრეიმებზე, მაშინ ფუნდამენტალურ სიახლეებზე თვალყურის დევნება აუცილებელია.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, …