სკალპინგის ბროკერები

სკალპინგის ბროკერები

სკალპინგის სტრატეგია გულისხმობს ორდერების სწრაფ გახსნა-დახურვას მინიმალური პუნქტობრივი მოგებით. ოპერაცია ხორციელდება ფაქტიურად წამების განმავლობაში. როგორც წესი ასეთი ვაჭრობა ხორციელდება დიდი მოცულობის ლოტებით და ტრეიდერისგან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

სკალპინგით ვაჭრობა საკმაოდ ძლიერად ტვირთავს ტერმინალის და შესაბამისად ბროკერის სერვერის პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საბროკერო კომპანიები კეთილგანწყობილნი არ არიან ვჭრობის ამ მეთოდის მიმართ.

სკალპინგის საწინააღმდეგო სხვა მიზეზებიც არსებობს, თუმცა ეს სხვა სტატიების თემაა და შესაბამისად განხილულია საიტის სხვა რუბრუკებში.

დაშვებულია თუ არა სკალპინგი ამა თუ იმ ბროკერთან, ინფორმაცია ამის შესახებ თავად კონკრეტული ბროკერის საიტზე უნდა მოიძიოთ. თუმცა მასთან ანგარიშის გახსნის შემდეგ მცირე დეპოზიტით დატესტეთ, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია და მართლა თუ არის ბროკერი ლოიალურად განწყობილი სკალპინგის მიმართ.

სკალპინგის ბროკერების სპეციფიკაცია
  • მინიმალური სპრედი;
  • პოზიციის გახსნისათვის დამატებითი საკომისიო გადასახადის არ არსებობა;
  • სერვერული და ტერმინალური უზრუნველყოფის მაღალი ხარისხი და ბროკერთან კავშირის უწყვეტობა;
  • გახსნილი პოზიციის ხანგრძლივობის პერიოდის შეუზღუდაობა;
  • საკრედიტო მხარის მაქსიმალური ზომა – 1:500, 1:1000 და ზემოთ;

სკალპინგის ძირითადი ხიბლი იმაში მდგომარეობს რომ ტრეიდერს არ სჭირდება სიღმისეული ტექნიკური ანალიზის ცოდნა და გრძელვადიანი პროგნოზირება. ტრეიდერი უბრალოდ უყურებს უმცირესი დროის ინტერვალის გრაფიკს, ხედავს ტრენდის მიმართულებას, ხმარობს ერთ-ორ ინდიკატორს და ხსნის პოზიციებს 3-5 პუნქტის მოგების პერსპექტივით. სკალპინგით რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლებელია დეპოზიტის რამდენჯერმე გაზრდა, თუმცა იგივე წარმატებით რამდენიმე წამში – მისი დაკარგვა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ECN ბროკერები

ECN ბროკერები

ECN ბროკერები – საშუალებას გვაძლევენ ვივაჭროთ ფორექსის ბაზარზე გარე ფაქტორების ჩარევის გარეშე. ვაჭრობა ხორციელდება პრინციპით …