ბროკერების რეიტინგის შედგენის პრინციპები

ბროკერების რეიტინგის შედგენის პრინციპები

ინტერნეტ სივრცეში ხშირად შეხვდებით ფორექს ბროკერების რეიტინგებს, ანუ ყველაზე პოპულარული საბროკერო კომპანიების სარეიტინგო ჩამონათვალს, რომლებიც საფინანსო ბაზრებზე მომსახურების მიწოდებით არიან დაკავებულნი.

ბროკერების შეფასების უმთავრესი კრიტერიუმია ტრეიდერების აზრი და მათი გამოხმაურებები ამა თუ იმ ბროკერის შესახებ. გარდა ამისა გათვალისწინებულია სადილინგო ცენტრების სანდოობა, სავაჭრო უპირატესობები ბონუსური პროგრამები და სხვა.

ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა საიტზე სხვადასხვა სარეიტინგო ცხრილებია წარმოდგენილი, რომლებიც პერიოდულად იცვლება. თუ საქმე გვაქვს რეალურ რეიტინგთან, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ცვლილებები გამოწვეულია, ბროკერის მიერ გაწეული მომსახურეობის ხარისხის ცვლილებით. ზოგიერთი სადლინგო ცენტრის მომსახურების ხარისხი უმჯობესდება, ხოლო ზოგიერთის უარესდება. გაუარესების შემთხვევაში ტრეიდერებისაგან უფრო მეტი საჩივრები შედის ამათუ იმ ბროკერზე და სწორედ ს ეს პარამეტრი სწევს ქვედა პოზიციებზე სარეიტინგო ცხრილში შესაბამის სადილინგო ცენტრს. როგორც წესი დადებითი შეფასების დადებისათვის ტრეიდერები დიდად არ იწუხებენ თავს.

ზოგჯერ, სარეიტინგო ცხრილებში, სოლიდური და სანდო ბროკერები გვხვდება ცხრილების ქვედა პოზიციებზე. ამის მიზეზი სადეპოზიტო მინიმუმების სპეციფიკაციაა. ზოგიერთ სოლიდურ ბროკერს სადეპოზიტო მინიმუმი 1 000 აშშ დოლარიდან და ზემოთ აქვთ, ამიტომ ტრეიდერები უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტებს ირჩევენ და მათზე უფრო მეტად ხდება აქცენტირება. თუმცა ხელმისაწვდომი ვარიანტებიც უმრავლეს შემთხვევებში არ ჩამოუვარდება დიდი დეპოზიტური მინიმუმების მქონე სადილინგო ცენტრებს.

ბროკერების რეიტინგი მით უფრო სანდოა, რაც უფრო მეტი, პროფესიული თვალსაზრისით კომპეტენტური ვიზიტორი ჰყავს საიტს და რაც უფრო მეტად გამწარებულნი ან კმაყოფილნი არიან ისინი ამა თუ იმ ბროკერის მომსახურებით. მათი ხმის მიცემის და კომენტარის პოზიტივსა და ნეგატივზეა დამოკიდებული ბროკერის პოზიცია სარეიტინგო ცხრილში.

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია დღითი დღე უფრო მზარდი კონკურენცია ამ სფეროში. ზოგიერთ ბროკერს დაქირავებული ჰყავს სპეციალური გუნდი, რომლებიც კონკურენტი სადილინგო ცენტრების შესახებ, სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე ათავსებენ ნეგატიურ ინფორმაციებს, ხოლო საკუთარი სადილინგო ცენტრის შესახებ კი პოზიტიურ გამოხმაურებებს.

ამიტომ, სარეიტინგო პერიპეტიების გათვალისწინებით, ჩემ საიტზე შესაბამის რუბრიკაში წარმოდგენილია ის ბროკერები, რომელთა შესახებ ინფორმაცია პირადად გამაჩნია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ECN ბროკერები

ECN ბროკერები

ECN ბროკერები – საშუალებას გვაძლევენ ვივაჭროთ ფორექსის ბაზარზე გარე ფაქტორების ჩარევის გარეშე. ვაჭრობა ხორციელდება პრინციპით …