ცენტური სადილინგო ცენტრები

ცენტური სადილინგო ცენტრები

ცენტური სადილინგო ცენტრები ეწოდება იმ ბროკერებს, რომელთა სავაჭრო სპეციფიკაციაში დაშვებულია ცენტური ანგარიშები.

ცენტური ბროკერები, ეს უპირობოდ ძალიან კარგი ინსტრუმენტია დამწყები ტრეიდერებისათვის, რათა სრულყოფილად შეიგრძნონ საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიუანსი. დემონსტრაციულ ანგარიშებს ისეთი შეგრძნებები ვერ ექნება, როგორებიც თან სდევს რეალურ, ცენტურ ანგარიშებზე ვაჭრობას. ამიტომაც დამწყებ ტრეიდერებს, ძირითადი სავაჭრო ცნებების შესწავლის შემდეგ რეკომენდაციას ვაძლევ ივაჭრონ ცენტურ ანგარიშებზე.

ცენტური ანგარიშის გახსნის შემდეგ, დეპოზიტის შევსება შესაძლებელია მინიმალური თანხით, რომელიც ბევრ ბროკერთან 1 აშშ დოლარიდან იწყება. თუ ანგარიშს შეავსებთ 10 აშშ დოლარით, მაშინ დეპოზიტის რაოდენობის სტატუსში გამოჩნდება 1 000 ერთეული ანუ: 10 ერთეული (აშშ დოლარი) X 100 ცენტი = 1 000 ერთეული (იგივე ცენტი). ანუ ტრეიდერს ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს იგი ოპერირებს 1 000 აშშ დოლარით. მერწმუნეთ საფინანსო ბაზრებზე შეგრძნებებს, ფსიქოლოგიას, ვაჭრობის ფსიქიატრიას წამყვანი მნიშვნელობა აქვს.

ცენტურ ანგარიშებზე, დეპოზიტის შესაბამისად შემცირებულია მინიმალური ლოტების ზომაც. თუ რეალური ანგარიშისთვის, სავალუტო წყვილებზე ვაჭრობისას 0,1 ლოტის ღირებულება დაახლოებით 1 აშშ დოლარია, მაშინ ცენტური ანგარიშისთვის 0,1 ლოტის ღირებულება არის დაახლოებით 1 ცენტი. ანუ 100 პუნქტიანი მოგება, ან წაგება იქნება 100 ცენტი, ანუ 1 აშშ დოლარი. დეპოზიტის სტატუსში კი გამოჩნდება შესაბამისად 1100 ერთეული (ცენტი), ან 900 ერთეული (ცენტი).

ცენტური სადილინგო ცენტრები – სპეციფიკაცია
  • მინიმალური დეპოზიტი: ან არ არსებობს ან 1 აშშ დოლარიდან ზემოთ;
  • გარიგების მინიმალური ზომა: 3 ცენტი;
  • სპრედის ზომა: 2 პუნქტიდან ზემოთ;

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ცენტურია, არ უნდა ვიფიქროთ რომ ასეთი ვაჭრობის სტილი არ იძლევა რაიმე მნიშვნელოვან მოგებას. ელემენტარულად: 100 აშშ დოლარის დეპოზიტისთვის 1 ლოტით ვაჭრობის დროს 1 პუნქტის ღირებულება დაახლოებით 10 აშშ ცენტია. 100 პუნქტის მოგების შემთხვევაში, რაც ძირითად სავალუტო წყვილებზე დღის განმავლობაში ტრენდის მოძრაობის მინიმუმიც კი არის, მოგება 10 დოლარი იქნება. მაშასადამე 1 სავაჭრო კვირაში, ანუ 5 დღეში მოგება 50 აშშ დოლარი იქნება. და ა.შ. არითმეტიკული პროგრესიით.

ასე რომ ცენტურ ანგარიშებზე შესაძლებელია, როგორც ფორექსზე ვაჭრობის სწავლა და ფასდაუდებელი გამოცდილების შეძენა, ასევე ჩვეულებრივი ვაჭრობაც.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ECN ბროკერები

ECN ბროკერები

ECN ბროკერები – საშუალებას გვაძლევენ ვივაჭროთ ფორექსის ბაზარზე გარე ფაქტორების ჩარევის გარეშე. ვაჭრობა ხორციელდება პრინციპით …