Deposit Forex/ფორექსის დეპოზიტი/Депозит форекс

Deposit Forex/ფორექსის დეპოზიტი/Депозит форекс

Deposit Forex/ფორექსის დეპოზიტი/Депозит форекс – არის თანხა, რომელიც ტრეიდერმა შეიტანა ბირჟაზე, იგივე თავის ანგარიშზე სადილინგო ცენტრში, იმისათვის, რომ განახორციელოს სავაჭრო ოპერაციები.

Deposit Forex/ფორექსის დეპოზიტი/Депозит форекс – თანხა იცვლება ოპერაციების განხორციელების რეზულტატის მიხედვით დადებითი ან უარყოფითი მნიშვნელობით.

მინიმალური დეპოზიტი დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეული სადილინგო ცენტრის სავაჭრო პირობებზე, რომელიც მითითებულია, როგორც წესი, ანალოგიური სახელწოდების რუბრიკაში – ბროკერის საიტზე. მინიმალური დეპოზიტი ვარირებს 1 აშშ დოლარიდან რამდენიმე ათას აშშ დოლარამდე.

გარდა ამისა არსებობს უდეპოზიტო ანგარიშები, რომელზეც სადილინგო ცენტრები ტრეიდერს ურიცხავენ სავაჭროდ გარკვეულ თანხას. ამ თანხის გამოტანა შეუძლებელია, თუმცა ვაჭრობისგან მიღებული მოგება უკვე ტრეიდერს ეკუთვნის. ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ ახალბედა ტრეიდერი შეეჩვიოს რეალურ თანხაზე ვაჭრობას. რეალურ ფულზე ვაჭრობა, მაინც სხვა შეგრძნებაა – ვიდრე დემო ანგარიშზე ვაჭრობა.

ასევე არსებობს ბონუს დეპოზიტები. ვთქვათ, ტრეიდერმა სადილინგო ცენტრში თავის ანგარიშზე შეიტანა 1000 აშშ დოლარი. სადილინგო ცენტრს აქვს ბონუს პარამეტრი, რომლის გააქტიურება შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვის დროს. ანუ აირჩევთ ბონუსის რაოდენობას 10%-20% და ა.შ და ანგარიშზე 1000 აშშ დოლარის მაგივრად გექნებათ 1200 აშშ დოლარ (20%-იანი ბონუსის არჩევის დროს). როგორც წინა შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეძლებთ ამ დამატებული 200 აშშ დოლარის გამოტანას, უბრალოდ ბროკერი თქვენ გაძლევთ საშუალება 1200 აშშ დოლარით უფრო თამამდ ივაჭროთ (უფრო დიდი ლოტი, უფრო დიდი სტოპ ლოსი).

სადილინგო ცენტრის საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ იგი აისახება თქვენს პროფილში, აგრეთვე სავაჭრო ტერმინალში.

ამავე დროს განასხვავებენ ხელმისაწვდომ და გირაოში მყოფ თანხებს.

დეპოზიტის ბალანსი ეს არის ტრეიდერის აგარიშზე არსებული თანხა ღია პოზიციებში და გირაოში დაკავებული თანხების გარეშე. სავაჭრო ოპერაციის დასრულების შემდეგ შესაბამისად თანხის სიდიდე იზრდება ან კლებულობს ოპერაციის შედეგიდან გამომდინარე.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით