Day Trader/შიდა დღიური ტრეიდერი/Внутридневной трейдер

Day Trader/შიდა დღიური ტრეიდერი/Внутридневной трейдер

Day trader/შიდა დღიური ტრეიდერი/Внутридневной трейдер – არის ტრეიდერი, რომელიც ბაზარზე ახორციელებს ვალუტის ყიდვის და გაყიდვის ყველა ოპერაციას მხოლოდ ერთი დღის პერიოდში. სავაჭრო სესიის დახურვისას იგი ხურავს ყველა თავის პოზიციას.

ვაჭრობის ასეთ სტილს ქვია შიდადღიური ვაჭრობა, ანუ დეიტრეიდინგი. ასეთი ვაჭრობის უპირატესობას წარმოადგენს ვაჭრობაზე სრული კონტროლი და გაცილებით ნაკლები რისკი. ამასთან ერთად, მაქსიმალური საკრედიტო მხარის მეშვეობით, შესაძლებელია უფრო დიდი მოცულობებით ვაჭრობა. ზოგჯერ ასეთი სტრატეგია შესაძლებლობას იძლევა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ დეპოზიტი სულ ერთი სესიის განმავლობაში.

კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც გააჩნია შიდა დღიურ ვაჭრობას არის ის, რომ ამ სტილით ვაჭრობისას, მომდევნო დღეს პოზიციის გადატანისთვის სადილინგო ცენტრი ტრეიდერისგან არ იღებს დამატებით გადასახადს. დიდი მოცულობებით ვაჭრობისას კი ეს გადასახადი საკმაოდ შესამჩნევად აისახება გარიგების რეზულტატზე.

შიდა დღიური ტრეიდერი, როგორც წესი ვაჭრობს მოკლევადიან პერსპექტივაში მცირე მოცულობის თანხებით და იმედოვნებს მოგების სწრაფად მიღებას.

შიდა დღიური ვაჭრობა – უფრო მეტად დამწყები ტრეიდერების არჩევანია (თუმცა, მაინც ცალსახად ამის თქმა არ შეიძლება), რადგან იგი არ ითვალისწინებს დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებას და გრძელვადიანი პროგნოზების შედგენას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით