შიდა დღიური ვაჭრობა

შიდა დღიური ვაჭრობა

შიდა დღიური ვაჭრობა – სტატიის სათაურშვე უკვე ჩადებულია ცნება, რასაც იგი წარმოადგენს. დეიტრეიდინგი არის ფორექსზე ვაჭრობა – ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

შიდა დღიური ვაჭრობაში იგულისმება, რომ სამუშაო დღის დასრულების მომენტისთვის ტრეიდერს ყველა ორდერი უკვე დახურული აქვს.

შიდა დღიური ვაჭრობა ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. იგი განსაკუთრებით მომხიბვლელია დამწყებთათვის, რომელთც დეპოზიტზე არ გააჩნიათ დიდი რაოდენობის თანხა.

დეიტრეიდინგი ძირითადად ეფუძნება სავალუტო წყვილის რხევის მინიმალური დიაპაზონიდან მოგების მიღების ალგორითმს, რომელიც თავის მხრივ იწვევს გახსნილი ორდერების შედარებით მრავალრიცხოვნობას. დეიტრეიდინგის არჩევანის ხიბლი, ზოგადად ფორექსის ბაზრის არაპროგნოზირებადობაშიც მდგომარეობს, ანუ მომდევნო დღეს კურსის ცვლილების არაპროგნოზირებადობაში. აგრეთვე გასათვალისწინებელია სვოპი (საკომისიო გადასახადი ღია პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანისთვის), რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, სავალუტო წყვილის მაფორმირებელი ვალუტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობას წარმოადგენს.

დროის ინტერვალებიდან გამომდინარე, ანსხვევებენ შიდა დღიური ვაჭრობის სხვადასხვა ტიპებს:
  • შიდა დღიური ტრეიდინგი 4 საათიან ინტერვალებზე – არის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და ნაკლებად რისკიანი ვარიანტი. ღია ორდერების ხანგრძლივობა ერთი საათიდან დღე-ღამის განმავლობაშია. ხშირად, ამ სახის ვაჭრობა მოიცავს რამდენიმე სავაჭრო სესიას, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მიმდინარე სესიიდან ახალ სესიაზე გადავლის პერიოდში.

როგორც წესი, შიდა დღიური ვაჭრობის დროს საკრედიტო მხარი 1:200-დან 1:500-მდე ინტერვალშია, ამ შემთხვევაში ტრეიდერს აქვს საშუალება გაუძლოს ტრენდის მაქსიმალურ კორექციას;

  • შიდა დღიური ტრეიდინგი 1 საათიან ინტერვალებზე – მიმდინარეობს უფრო სწრაფი ტემპით, ამიტომაც შედარებით რისკიანია. ტაიმფრეიმს უწოდებენ ყველაზე კომფორტულს დამწყები ტრეიდერებისათვის. ამ დროს არ არის საჭირო ორდერები გახსნილ მდგომარეობაში გვქონდეს დიდი ხნის განმავლობაში, მიუხედავად ამისა საგრძნობი მოგების მიღება სავსებით შესაძლებელია, თუნდაც დაბალი საკრედიტო მხარით. Н1 ტაიმფრეიმი, ტრეიდერებს შორის ყველაზე პოპულარული დროის მონაკვეთია და სწორედ ამ ინტერვალზე ვაჭრობს ტრეიდერების უმრავლესობა. ამ ტაიმფრეიმზე შედარებით ადვილია ტექნიკური ანალიზის ჩატარება, რაც შესაძლებლობას იძლევა უფრო სწრაფად გამოვავლინოთ საჭირო კანონზომიერებები;
  • შიდა დღიური ტრეიდინგი M30, M15, M5 და M1 ინტერვალებზე – არის ყველაზე რისკიანი ვაჭრობის სახეობა და საჭიროებს ტრეიდერის მაქსიმალურ კონცენტრაციას. ამ ინტერვალებზე ვაჭრობას (განსაკუთრებით M5 და M1 ინტერვალებზე) ბროკერები ყოველთვის არ უყურებენ ლოიალურად. როგორც წესი, ამ ინტერვალებზე ვაჭრობენ გამოცდილი სკალპერები და ის ტრეიდერები, რომლებსაც ანგარიშებზე მცირე თნხები აქვთ, რაც მათ მშვიდი ტრეიდინგის საშუალებას არ აძლევს. ღია ორდერის მცირე ხანგრძლივობა, მაღალი საკრედიტო მხარით, იძლევა საკუთარი კაპიტალის მაქსიმალურად ზრდის საშუალებას – ზოგჯერ რამდენიმე ათეულჯერაც კი. სწორედ ეს არის სკალპინგის სტრატეგია, რომელიც მაქსიმალური მოგების მიღების საშუალებას იძლევა, მინიმალური საწყისი კაპიტალის პირობებში, თუმცა ზარალიანი პოზიციების პროცენტული მაჩვენებელიც საკმაოდ მაღლია, ვიდრე სხვა, უფრო გრძელვადიან ტაიმფრეიმებზე. თანაც სკალპინგური სტრატეგია უნდა იყოს სისტემური და არა პერმანენტული და ქაოტური. ამ სტილის შიდა დღიური ვაჭრობისათვის რეკომენდებულია ცენტური ანგარიშების გამოყენება, მაღალი საკრედიტო მხარით;

მოკლევადიან პერიოდებზე ვაჭრობა მკვეთრად ზრდის ტექნიკური ხასიათის შეცდომებს და შეცდომების რაოდენობას, რომლებსაც ტრეიდერი თავად უშვებს. ამიტომ, თუ შიდა დღიური ტრეიდინგის სტილი აირჩიეთ, რომელიც თავის მხრივ კარგი ვარიანტია, ყურადღება შეაჩერეთ 4 საათიან, ან 1 საათიან ინტერვალებზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.