გადადებული Buy Limit ორდერი

გადადებული Buy Limit ორდერი

Buy Limit ორდერი – წარმოადგენს სავალუტო წყვილში საბაზო ვალუტის ყიდვის გადადებული ორდერის სახეობას. ყიდვა ხორციელდება, როდესაც ფასი მიაღწევს გარკვეულ დონეს. ეს დონე მდებარეობს უფრო ქვემოთ ვიდრე მიმდინარე საბაზრო ფასი.

Buy Limit ორდერით ვაჭრობა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ფასი მიაღწევს რაიმე დონეს, ხოლო შემდეგ აისხლიტება და წავა საპირისპირო მიმართულებით

Buy Limit ამუშავდება ავტომატურად როგორც კი ფასი მიაღწევს ტერმინალში მითითებულ დონეს.

იმისათვის რომ დავაყენოთ Buy Limit ორდერი, ტერმინალში უნდა ავირჩიოთ პარამეტრი “ახალი ორდერი”, და პარამეტრი “Buy Limit”. Stop loss დგება გახსნის ნიშნულიდან რამდენიმე პუნქტის ქვემოთ. Take profit უნდა დავაყებოთ ორდერის გახსნის დონიდან ზემოთ.

გადადებული Buy Limit ორდერი

Buy Limit ორდერის გახსნისას მთავარია სწორად განვსაზღვროთ თუ რა დონეზე აისხლიტება ფასი და შემობრუნდება საპირისპირო მიმართულებით. ამისათვის უნდა გაანალიზდეს მოცემულ პერიოდზე, ანუ სავაჭრო ინტერვალზე ფასის მინიმუმი. საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს კორექციის ზომაც, ხშირად სწორედ ამ მაჩვენებელს იყენებენ Buy Limit ორდერის განთავსებისათვის.

ორდერის დაყენების შემდეგ შესაძლებელია ჯერ აუმუშავებელი ორდერის მოდიფიცირება, ან საერთოდ წაშლა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მარჯინალური მხარი

მარჯინალური მხარი

მარჯინალური მხარი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისათვის ტრეიდერს არ გააჩნია საკმარისი თანხა. ამ …