თეიკ პროფიტ (Take Profit) ორდერი

თეიკ პროფიტ (Take Profit) ორდერი

თეიკ პროფიტ ორდერის გამოყენება საშუალებას იძლევა წინასწარ განვსაზღვროთ მოგების პროგნოზირებული დონე და მოვახდინოთ ვაჭრობის ნაწილობრივი ავტომატიზირება.

მისი დაყენების შედეგად, უბრალოდ ვუთითებთ მნიშვნელობას, რომელზეც პოზიცია ავტომატურად დაიხურება და ეს პროცესი ტრეიდერის მხრიდან ჩარევის გარეშე მოხდება.

ტეიკ პროფიტ ორდერი – არის მითითებული პარამეტრის ბრძანება, რომლის მიღწევის შემდეგ მოხდება პოზიციის ავტომატური დახურვა მოგებით. ორდერი დგება პოზიციის თანხვედრილი მიმართულებით. ყიდვის ორდერების შემთხვევაში – პოზიციის გახსნის ფასის ზემოთ, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში – პოზიციის გახსნის ფასის ქვემოთ.

ამ ბრძანების გამოყენება პირველ რიგში სასურველია იმ შემთხვევაში თუ ტრეიდერი უშუალოდ ვერ აკონტროლებს პოზიციას, ანუ სავაჭრო პოზიციის გახსნის შემდეგ არ აქვს წვდომა სავაჭრო ტერმინალთან. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ბაზარზე არაფერია გარანტირებული, ამიტომ ტეიკ პროფიტის დაყენებით, თუ ის რეალურ პროგნოზებს ეყრდნობა, თავს ვიზღვევთ იმისგან, რომ ფასი გახსნილი პოზიციის მიმართულებით მოძრაობის შემდეგ საპირისპირო მიმართულებით წავა და შესაბამისად დავკარგავთ დაუფუქსირებელ მოგებას.

გარდა ამისა, აღნიშნულ ბრძანებას გააჩნია წმინდა ფსიქოლოგიური ფუნქციაც, რომელიც ტრეიდერს არ აძლევს საშუალებას დაკარგოს უკვე მიღწეული/მიღებული მოგება, ვინაიდან გარანტირებული მოგება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ტეიკ პროფიტით დაუფიქსირებელი თუნდაც მომგებიანი პოზიციის დევნა, რომელიც ნებისმიერ მომენტში, წამების მეასედში შეიძლება უარყოფითი მაჩვენებლით შეიცვალოს

ტეიკ პროფიტის დაყენების წესი მარტივია, მთავარია სწორად განვსაზღვროთ ფასის სასურველი მიმართულებით მოძრაობის ზღვრული მაჩვენებელი, რადგან გადაჭარბებული ტეიკ პროფიტი არ ამუშავდება და ვერ მივიღებთ დაგეგმილ მოგებას.

აგრეთვე, ყურადღება უნდა მიექცეს დროის მონაკვეთს, რომელზეც მიმდინარეობს ვაჭრობა, რადგან თითოეულ ტაიმფრეიმს გააჩნია ფასის მოძრაობის საკუთარი დინამიკა. მნიშვნელოვანია მოგება მივიღოთ მანამდე, სანამ დაიწყება კორექციული შემობრუნება. მოკლევადიან პერიოდებზე რეკომენდებულია 15-30 პუნქტიანი ტეიკ პროფიტების დაყენება. გარიგების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთდ შესაძლებელია ტეიკ პროფიტის პარამეტრის გადიდებაც.

არსებობს მცოცავი ტეიკ პროფიტის დაყენების ხერხი, რომლის დროსაც უკვე მოგებაში მყოფი პოზიციის სრულად დაუფიქსირებელი ტეიკ პროფიტის პარამეტრის ზრდა უნდა მოხდეს პარალელურად სტოპ ლოსის პარამეტრის იგივე მიმართულებით გადაწევასთან ერთად.

მაგალითად, პოზიცია გავხსენით 1.4000 ნიშნულზე, ტეიკ პროფიტია – 1.4030, სტოპ ლოსი 1.3990, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასმა მიაღწია 1.4020 ნიშნულს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია 5-5 პუნქტით გადავწიოთ ტეიკ პროფიტიც და სტოპ ლოსიც, ანუ ამ შემთხვევაში სტოპ ლოსი – 1.3995 ნიშნულზე, ხოლო ტეიკ პროფიტი 1.4035 ნიშნულზე და ასე შემდეგ ფასის ჩვენთვის სასურველი მიმართულებით ზრდასთან ერთად.

ჩემი რჩევა იქნება: ტეიკ პროფიტის პარამეტრი გაზარდოთ მაშინ, როდესაც შესაძლებლობა გეძლევათ პოზიცია გადაიყვანოთ უზარალობაში. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, როდესაც სტოპ ლოსს დააყენებთ პოზიციის გახსნის ფასზე, ანუ 1.4000-ზე. შემდეგ, სტოპ ლოსი და ტეიკ პროფიტი ნელ-ნელა, პარალელურად გადააჩოჩეთ + 5 პუნქტით მოძრაობის მიმართულებით.

ასეთი პროცედურის ჩატარების შემთხვევაში, სასურველი და პროგნოზირებული მიმართულებით ფასის მოძრაობისას თქვენი მოგება დაგეგმილზე უფრო მეტი იქნება, ხოლო ფასის საპირისპირო მიმართულებით შემობრუნების შემთხვევაში პოზიცია მაინც დადებითი, ან ცუდ შემთხვევაში უზარალო რეზულტატით დაიხურება, რაც წაგებას ნამდვილად სჯობია.

ტეიკ პროფიტის დაყენება ხდება, ან უშუალოდ ორდერის გახსნისთანავე, ან გახსნილი პოზიციის შემდგომი კორექტირებისას.

ყიდვის ორდერის შემთხვევაში ტეიკ პროფიტი დგება მიმდინარე, ან გადადებული ორდერის გახსნის ფასის ზემოთ, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში – მიმდინარე , ან გადადებული ორდერის გახსნის ფასის ქვემოთ.

ზემოთ აღნიშნული ინსტრუმენტი თითქმის ყოველთვის განიხილება სტოპ ლოს ორდერთან ერთობლიობაში. ტეიკ პროფიტის დაანგარიშების თავისებურებების შესახებ წაიკითხეთ სტატია – ტეიკ პროფიტის დაყენების წესები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.