მარჯინალური მხარი

მარჯინალური მხარი

მარჯინალური მხარი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისათვის ტრეიდერს არ გააჩნია საკმარისი თანხა. ამ ინსტრუმენტის გამოყენება ფართოდაა გავრცელებული პრაქტიკულად ყველა საფინანსო ბაზარზე.

მარჯინალური მხარი – წარმოადგენს კრედიტს, რომლის გირაოდ გვევლინება ტრეიდერის დეპოზიტი. მარჯინალურ მხარსა და გირაოს შორის სხვაობა გვიჩვენებს თანაფარდობას, ანუ იმას თუ რა რაოდენობის საკრედიტო სახსრების მიღებას შევძლებთ გირაოს ერთეულზე.

ტრეიდერის დეპოზიტი არის სწორედ ის გირაო, რომელიც ტრეიდინგთან დაკავშირებული მთლიანი რისკის მუდმივ ზეწოლას განიცდის.

მარჯინალური მხარის ოდენობას აწესებს თავად ბროკერი და ჩანაწერის სახით იგი გამოიყურება შემდეგნაირად, მაგალითად 1:100. ამ შემთხვევაში 1 დოლარის გირაო თანხაზე მოდის 100 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. გამოდის რომ 1 აშშ დოლარით ტრეიდერი შეძლებს 100 აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო ოპერაციის განხორციელებას.

მარჯინალური მხარი – დადებითი და უარყოფითი მხარეები:
  • მარჯინალური მხრის ძირითადი დადებითი მხარეა, სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო, ტრეიდერის ხელთარსებული ფინანსური ბერკეტის მკვეთრი ზრდა, რადგან მაგალითად 1:1000 საკრედიტო მხარის შემთხვევაში, ტრეიდერის ფინანსური რესურზი იზრდება 1000-ჯერ, რაც თავის მხრივ მოგების რაოდენობის მოცულობასაც ზრდის. ანუ 1000 აშშ დოლარიანი დეპოზიტის შემთხვევაში შეგვიძლია განვახორციელოთ 1 მილიონის ღირებულების სავაჭრო ოპერაცია.
  • მარჯინალური მხრის ძირითადი უარყოფითი მხარეა დეპოზიტის სრული დაკარგვის რისკი, რომელიც მით უფრო მაღალია, რაც უფრო მაღალია თავად საკრედიტო მხარი. ხოლო, რაც უფრო მაღალია საკრედიტო მხარი, მით უფრო საგრძნობია ფასური რყევბი, ამიტომ მით უფრო იზრდება გირაო თანხაზე ზეწოლა.

მარჯინალურ მხარს, ასევე საკრედიტო მხარს უწოდებენ, რითაც ხაზი ესმევა ამ ფინანსური ინსტრუმენტის ძირითად დანიშნულებას.

აღსანიშნავია, რომ ფორექსზე ვაჭრობის დროს მარჯინალური მხრის შერჩევას გარკვეული ნიუანსურობა გააჩნია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.